მაქს ებერლის მომავალი ბაიერნში დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს კვირებში.
კლუბის ზედამხედველთა საბჭოს ორშაბათის სხდომაზე ებერლს მკაფიოდ მიაწოდეს, რა სურთ მისგან ხელმძღვანელ პირებს: ფეხბურთელების გაყიდვა და სახელფასო ფონდის შემცირება, რათა შესაძლებელი გახდეს ტოპ ტრანსფერების, მაგალითად ფლორიან ვირცის შეძენა.
ზედამხედველთა საბჭოს შეფასებით, ებერლს ამ ეტაპზე არ შეუსრულებია ეს ამოცანა. ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ მკაცრად გაუსვეს ხაზი ამ მოთხოვნის მნიშვნელობას.
ახლა ებერლი რთულ მდგომარეობაშია — მას დაეკისრა დავალება გააუმჯობესოს გუნდი ისე, რომ კლუბი ფინანსურად სერიოზულად არ დაზარალდეს.