მანჩესტერ სიტიმ ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერზე უარი განაცხადა და ამით, ფაქტობრივად, ორგუნდიანი ბრძოლა დატოვა.
ვირცი ბაიერნთან გადაბარგებასთან ყველაზე ახლოს ჩანს. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ამ კვირაში ბაიერნის ბაზაზე ვიზიტიც კი აქვს დაგეგმილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეკორდმაისტერი ტრანსფერის დასრულებას ცდილობს.
უახლოეს დღეებში შესაძლოა გაირკვეს – დარჩება ვირცი ლევერკუზენში, გადაბარგდება მიუნხენში თუ გადაწყვეტს საზღვრებს გაცდენას და ლივერპულს შეუერთდება.