ვის მისცეს ხმა ქართველებმა FIFA-ს გამოკითხვაში

ვის მისცეს ხმა ქართველებმა FIFA-ს გამოკითხვაში

მოგეხსენებათ, დღეს FIFA-მ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესოები დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობა მწვრთნელებმა, ნაკრებების კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.

ალბათ საინტერესოა, თუ ვის მისცეს ხმები საქართველოს წარმომადგენლებმა. გთავაზობთ მათ არჩევანს.

ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი, საუკეთესო მწვრთნელად კი ჰანს ფლიკი დაასახელა. მის მსგავსად მოიქცა ზურაბ ხიზანიშვილიც, რომელიც საქართველოდან მწვრთნელის სახით იყო წარმოდგენილი.

კაპიტნის მეორე და მესამე არჩევანი ფეხბურთელებს შორის შესაბამისად მესი და რონალდუ გახლდათ. მწვრთნელებში იურგენ კლოპი და იულიენ ლოპეტეგი. რაც შეეხება ხიზანიშვილის, მან რონალდუ და რამოსი გაიყვანა სამეულში, მწვრთნელებში კი იურგენ კლოპი და ზინედინ ზიდანი.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენელს, ზურაბ ფოცხვერიას, მან პირველ ადგილზე მწვრთნელებს შორის ჰანს ფლიკი გაიყვანა, მეორე და მესამეზე იურგენ კლოპი და მარსელო ბიელსა. ფეხბურთელებს შორის კი პირველი კრისტიანო რონალდო. რობერტ ლევანდოვსკი მის არჩევანში მესამე ადგილზე გავიდა, დე ბრუინის შემდეგ.


18-12-2020, 00:01
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0