"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიენ ნაგელსმანმა "ბაიერნთან" განცდილი 0:1 მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"ვიცით რატომაც წავაგეთ. ისეთი გოლი მივიღეთ, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. თუმცა, კარგი თამაში ჩავატარეთ და ნათელია, რომ მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვიყავით."
"რა თქმა უნდა, ახლა მოტივაციის შენარჩუნება რთულია. ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად აღარ გვაქვს."
"თუმცა, კვლავ შეგვიძლია თასის მოგება და ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გასვლა, რაც ცუდი შედეგი არ იქნება." - აცხადებს ნაგელსმანი.