BILD: კონფლიქტი მწვავდება - ფლიკის წასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება

BILD: კონფლიქტი მწვავდება - ფლიკის წასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება

გერმანული გამოცემა BILD ჰანს ფლიკის მომავალთან დაკავშირებით საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 56 წლის სპეციალისტმა კლუბს აცნობა, ამჟამინდელი სიტუაციით უკმაყოფილოა და რომ ზაფხულში "ბაიერნის" რიგების დატოვების ვარიანტს განიხილავს.

მთავარ პრობლემას მისი და ჰასან სალიჰამიჯიჩის დაძაბული ურთიერთობა წარმოადგენს. მხარეები სხვა მრავალ საკითხთან ერთად ტრანსფერებზეც ვერ თანხმდებიან.

BILD-ის ინფორმაციით, ფლიკს გარკვეული ცვლილებები სურს ზაფხულში შემადგენლობის მხრივ, თუმცა, სალიჰამიჯიჩი სხვა აზრზეა. რაც შეეხება კლუბს, "ბაიერნში" მიიჩნევენ, რომ ტრანსფერები კლუბის ბორდის საქმეა, ხოლო მწვრთნელმა კი მის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს უნდა მიხედოს.

როგორც ცნობილია, ფლიკს ამ ეტაპზე არ სურს გარკვეული საჯარო განცხადებების გაკეთება, რადგან ამით საფრთხეში ჩააგდებს "ბაიერნის" ამბიციებს ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. სეზონის დასრულების შემდეგ კი ის აუცილებლად ჩაატარებს შეხვედრებს კლუბის მესვეურებთან.


7-04-2021, 12:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0