ლეონ გორეცკამ ევროპის ჩემპიონატის გახსნით ტურში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის განცხადებით, ნახევარმცველმა შესაძლოა, შაბათს პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშოს.
"ის, რა თქმა უნდა, იქნება შემადგენლობის წევრი, თუმცა არ ვიცი შეძლებს თუ არა სასტარტოდან დაწყებას."
"სავარაუდოდ, ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება თამაშში." - აცხადებს ლიოვი.