გუშინ გაიმართა ევრო 2020-ის პირველი ტურის ცენტრალური მატი გერმანიასა და საფრანგეთს შორის, თამაშს მიუნხენის "ბაიერნის" საშინაო სტადიონი - "ალიანს არენა" მასპინძლობდა.
თბილისის დროით ზუსტად 23:00-ზე, როდესაც მატჩი უნდა დაწყებულიყო სტადიონის თავზე ყვითელი პარაშუტი გამოჩნდა, რომელიც ფეხბურთელებს უახლოვდებოდა. ის სტადიონზე დაფრინდა, დაფრენის მიზანი კი ე.წ. შავი წერილი გახლდათ, სადაც ეწერა - "მოიშორეთ თავიდან ნავთობი". თავდაპირველად ისეთი ტრაექტორია ჰქონდა, რომ დიდი ალბათობით ტრიბუნებზე უნდა დაშვებულიყო, მაგრამ სატელევიზიო კაბელს გამოედო და სტადიონის კიდეზე აღმოჩნდა.
დაშვების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.
სინადვილეში პარაშუტი დაშვება გზავნილი იყო. "გრინფისმა" სპეციალური ტვიტი გამოაქვეყნა და ევროს საავტომობილო სპონსორ "ფოლკსვაგენს" მიმართ. ამაზე ისიც მიანიშნებდა რომ პარაშუტზე "W" ასო იყო დატანილი.