პრემიერლიგის ორ გრანდს "ბაიერნის" ვარსკვლავის შეძენა სურს

პრემიერლიგის ორ გრანდს "ბაიერნის" ვარსკვლავის შეძენა სურს

კინგსლი კომანმა შესაძლოა მიუნხენის ბაიერნი ამ ზაფხულს დატოვოს. ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი უკვე ესაუბრა ინგლისური გუნდის წარმომადგენლებს - ინფორმაციას Sport1.de ავრცელებს.

25 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი ბაიერნს ჯერ არ გაუფორმებია, თუმცა გერმანულ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. ბოლოს, როცა მოლაპარაკება კონტრაქტის განახლებაზე მიდგა, მხარეებს შორის დიდი უთანხმოება წარმოიშვა - მიზეზი ფრანგი ფეხბურთელის ახალი ხელფასი იყო.

როცა იუნაიტედმა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი დახურა, კომანის შეძენაზე უარი თქვა, რადგან ის სარეზერვო ვარიანტად მიიჩნეოდა. 

ამ ეტაპზე, ფავორიტი ლივერპულია, მერსისაიდელები ყველაზე აქტიურად მუშაობენ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე, ამასთან მათი გარემოცვაც ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში კინგსლი კომანმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 5 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

ფეხბურთელს ბაიერნთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, transfermarkt-ზე მისი ფასი 65 მილიონი ევროა.


13-08-2021, 17:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0