დღეს დასრულდა ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩები და გაირკვა, ვინ რომელ ადგილზე იმყოფება ..
ცხრილს, შტუდგარდი ლიდერობს, რომელმაც გროიტერ ფიურტი სტუმრად მიიღო და 5:1 გაანადგურა. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, მას ჰოფენჰაიმი და დორტმუნდის ბორუსია ინაწილებენ.
ბაიერნის მიუნხენში საკადრო ცვლილიებებია, გუნდს ახალი მწვრთნელი ყავს, რომლისთვისაც პირველი ტურის შეხვედრა არც ისე იღბლიანი აღმოჩნდა. ნაგელსმანის შეგირდები გასვლით მატჩში, გლადბახს დაუზავდნენ (1:1) და ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან.
18 გუნდიანი ჩემპიონატის ბოლო ადგილს, აუგსბურგი იკავებს, რომელმაც, საკუთარ არენაზე ვერაფერი გააწყო და ჰოფენჰაიმისგან 4 უპასუხო გოლი გაუშვა.
იხილეთ სრული ცხრილის ფოტო: