5 საინტერესო ფაქტი და დაკვირვება დღევანდელი სუპერ-თასის ფინალზე

5 საინტერესო ფაქტი და დაკვირვება დღევანდელი სუპერ-თასის ფინალზე

დღეს, 22:30 საათზე, გერმანიის სუპერ თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნი სიგნალ იდუნა პარკზე დორტმუნდის ბორუსიას ესტუმრება. გთავაზობთ, 5 საინტერესო დაკვირვებას და ფაქტს აღნიშნული შეხვედრიდან:

1. სუპერ თასების ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდების დუელი:

დღეს, სუპერ თასების ისტორიაში, ორი რეკორდსმენი გუნდი შეხვდება ერთმანეთს. ბაიერნი მე-15-ედ და ზედიზედ მე-10-ედ იბრძოლებს ტიტულისთვის, როცა დორტმუნდის ბორუსია ისტორიის მანძილზე მე-12-ედ ახერხებს ამას.

გერმანიის ჩემპიონატის (31) და გერმანიის თასის (20) მოგების გარდა, ბაიერნს უკვე 8 სუპერ თასი აქვს მოგებული, დორტმუნდს კი 6, მათ მხოლოდ ვერდერი ჩამორჩება, რომელმაც თასის მოგება სამჯერ მოახერხა.

2. ბაიერნს დორტმუნდის წინააღმდეგ ახალი რეკორდების დამყარება სურს:

ბაიერნმა ბოლო 5 დაპირისპირებიდან, ხუთივე მოუგო დორტმუნდს, მსგავსი რამ, ბაიერნმა 1960-იან წლებშიც მოახერხა და ბორუსიელებთან ზედიზედ ხუთი გამარჯვება იზემია.

სუპერთასის მოგებით, ბაიერნს შეუძლია ახალი რეკორდი დაამყაროს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დორტმუნდმა ბოლო შეხვედრა 2019 წელს, სუპერთასის დაპირისპირებაში ამავე სტადიონზე (0:2) მოგვიგო.

3. ფავორიტის როლი რეკორდულ დაპირისპირებაში:

სუპერ თასის დაპირისპირებაში, ეს გუნდები ერთმანეთს მეცხრედ შეხვდებიან ერთმანეთს, ისტორიაში ამდენჯერ, არც ერთი სხვა გუნდს არ უთამაშია. ორივე გუნდმა, ოთხ-ოთხი ფინალის მოგება მოახერხა.

დღეს გამოჩნდება, ვის ექნება უკეთესი ბალანსი და ფავორიტის როლი რეკორდულ დაპირისპირებაში.

4. ლევანდოვსკი და მიულერი - ყველა დროის რეკორდსმენები:

ტომას მიულერმა და რობერტ ლევანდოვსკიმ სუპერ თასის დაპირისპირებაში, კარიერის მანძილზე უკვე ათჯერ ითამაშეს - არც ერთ სხვა მოთამაშეს, ამდენივე მატჩი არ ჩაუტარებია. 

მიულერმა ათივე შეხვედრა, ბაიერნის მაისურით ჩაატარა. რაც შეეხება ლევანდოვსკის, მან 7 მატჩი ბაიერნის, 3-იც კი დორტმუნდის მაისურის ითამაშა. ასევე, 5 გატანილი გოლით, ლევანდოვსკი შეჯიბრების საუკეთესო ბომბარდირია.

5. ნალგესმანი კარიერაში პირველი ტიტულისთვის იბრძოლებს:

დღეს საღამოს, ბაიერნის ახალი მწვრთნელი, პროფესიონალური კარიერის მანძილზე, პირველი ტიტულის მოგებას შეეცდება. მისი კოლეგა მარკო როსეც (დორტმუნდის მწვრთნელი), ასევე დებიუტანტია სათასო დაპირისპირებაში.


17-08-2021, 15:57
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0