პავარმა რეალთან გამარჯვება შეაფასა

პავარმა რეალთან გამარჯვება შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ბენჟამენ პავარმა, მადრიდის "რეალთან" ამხანაგური თამაში შეაფასა.

"რეკორდმაისტერმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მადრიდული კლუბი 3:1 დაამარცხა და პავარმა მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.

"ძალიან ძლიერები ვიყავით - კარგად ვუტევდით და კარგადაც ვიცავდით თავს. სამი გოლი გავიტანეთ და ერთი გავუშვით, რაც ცოტათი საწყენია, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. დასამახოსოვრებელი ისაა, რომ მოვიგეთ და წინ მივიწევთ.

რა თქმა უნდა, ეს დიდი კლუბია, რომელსაც ბევრი ტიტულის მოპოვების სტიმული და მიდრეკილება აქვს. ვიცით, რომ თუ სეზონში ზედიზედ ორ-სამ მატჩს წავაგებთ ეს "მცირე კრიზისად" ჩაითვლება. თუმცა ამის გამო არ ვღელავ, რადგან მშვენიერი გუნდი გვყავს, ატმოსფეროც დიდებულია - ყველაფერი რიგზე იქნება.

ძალიან თავდაჯერებული ვარ. გუნდში მართლაც ძალიან კარგი ატმოსფეროა. მოედანზე ჩანს, რომ ყველა დიდ სიამოვნებას იღებს", - აღნიშნა 23 წლის ფრანგმა.


22-07-2019, 18:41
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0