ბუკმეიკერების პროგნოზი - ვინ და რა ანგარიშით გაიმარჯვებს დღევანდელ მატჩში?

ბუკმეიკერების პროგნოზი - ვინ და რა ანგარიშით გაიმარჯვებს დღევანდელ მატჩში?

დღეს, 14 სექტემებრს, თბილისის დროით 23:00-ზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ერთმანეთს ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული შეხვედრის წინ, გთავაზობთ ბუკმეიკერთა პროგნოს - თუ ვინ და რა ანგარიშით მოიგებს დღევანდელ შეხვედრას. მანამდე გეტყვით, რომ ფავორიტის სტატუსი ბაიერნს მიენიჭა.

მოკლედ, ბუკმეიკერთა უმრავლესობა მატჩის გამარჯვებულად ბაიერნს ასახელებს, შეხვედრის ანგარიშად კი 1:3 ვარაუდობენ.

ახლა კი პროცენტულად გიჩვენებთ, ვის როგორი ალბათობა აქვს გამარჯვების:

ბარსელონა - 27%
ფრე - 31%
ბაიერნი - 42%

საინტერესო ფაქტები:

  • ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 18 საგარეო მატჩი არ წაუგია (14 მოგება, 4 ფრე), რაც ტურნირის რეკორდია.
  • ბაიერნმა პირველ ტურში ბოლო 17 სეზონში გამარჯვება მოიპოვა და ბურთების ბალანსიც შთამბეჭდავი აქვს - 42:2.
  • ბარსელონა და ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 1998/99 წლების სეზონში შეხვდნენ. მაშინ ბარსამ მიუნხენელებთან ორივე თამაში წააგო და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. "ბლაუგრანამ" იმ სეზონის გარდა, ჯგუფში კიდევ ორჯერ ჩარჩა - 1997/98 და 2000/01 წლების სეზონებში.
  • თომას მიულერს ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის ხუთ მატჩში 6 გოლი გაიტანა. გერმანელს 2 გოლი აშორებს, რომ ევროპის მთავარ ტურნირში 50 გოლი დაუგროვდეს.


14-09-2021, 13:21
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0