სანჩეში ბაიერნში გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე

სანჩეში ბაიერნში გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რენატუ სანჩეშმა, გერმანიაში გატარებული პერიოდი შეაფასა.

"მიუნხენში პირველ წელს კარგად ვერ გავიარე ადაპტაცია. არ ვიყავი მზად, ვინაიდან ძალიან სწრაფად შეიცვალა ყველაფერი. "ბენფიკაში" ექვსი თვის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აღმოვჩნდი.

მეორე წელს უკვე ადაპტაცია გავიარე და დარჩენა მინდოდა, მაგრამ საქმე ცუდად წავიდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, "ბაიერნში" თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და რეალურად გავიზარდე", - განაცხადა 22 წლის პორტუგალიელმა.

"რეკორდმაისტერმა" რენატუ სანჩეში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის სტატუსით დაიმატა, მაგრამ რენატუმ მოლოდინი ვერ გაამართლა.

საერთო ჯამში ახალგაზრდა პორტუგალიელმა "ბაიერნის" მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა.

ამ ზაფხულს მიუნხენურმა კლუბმა რენატუ ფრანგულ "ლილში" 25 მილიონ ევროდ გაყიდა.


17-09-2019, 14:40
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0