შვაინშტაიგერი მოურინიო ბაიერნზე ბევრს მესაუბრებოდა

შვაინშტაიგერი მოურინიო ბაიერნზე ბევრს მესაუბრებოდა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა, გერმანულ გრანდში ჟოზე მოურინიოს შესაძლო გადასვლა შეაფასა.

"მოურინიო გერმანიაში ? საინტერესოა, სავსებით წარმომიდგენია.

მახსოვს, ის მუდმივად მეკითხებოდა "ბაიერნსა" და ბუნდესლიგაზე. ჩვენი გასვლითი თამაშების დროზე ტელევიზორში გერმანიის ჩემპიონატის მატჩები გადიოდა ხოლმე.

მან მართლა ყველა მოთამაშე იცოდა, პატარა გუნდების შემადგენლობაშიც კი. ის აგრეთვე გერმანულსაც სწავლობდა", - განაცხადა ბასტიმ.

56 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს ევროპის არაერთ წამყვან კლუბსა და ჩემპიონატში აქვს ნამუშევარი.

მოურინიო ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედს" ხელმძღვანელობდა და 2018 წლის შემოდგომიდან თავისუფალი აგენტია.

ბასტიან შვაინშტაიგერი ჟოზესთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" რამდენიმე თვე მუშაობდა.


5-11-2019, 00:39
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0