როგორი განწყობა და რა მიზნები აქვს ბენჟამინ პავარს ბაიერნში

როგორი განწყობა და რა მიზნები აქვს ბენჟამინ პავარს ბაიერნში

საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ბენჟამინ პავარმა ინტერვიუში შემდეგ საკითხებზე ისაუბრა:

"მე არ ვარ საუკეთესო მცველი მსოფლიოში. მე ვიცი, რომ ჩემზე უკეთესი ბევრი ფეხბურთელი არსებობს, მაგრამ მე კიდევ შემიძლია ვისწავლო. მე ვფიქრობ, რომ პროგრესს ვაგრძელებ. მინდორზე ბევრს ვაკეთებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შედეგი გავაუმჯობესო.

ამ სეზონში ყველაზე მეტი დრო გავატარე კიმიხთან და ნოიერთან. არ მეგონა, რომ ამდენს ვითამაშებდი, მე ეს მსიამოვნებს და რა თქმა უნდა არ მსურს სკამზე ჯდომა, ასე რომ, ვაგრძელებ შრომას.

ვიცი რომ გარკვეულ სიტუაციაში უფრო აგრესიული უნდა ვიყო, მე ამაზე ვმუშაობ. ჩვენ ყოველთვის ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგად გამოვიყურებით.

ნიკო კოვაჩთან კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მწვრთნელი ყოველთვის პირველია, ვინც ცხელ წერტილში ხვდება. ის არ იყო მოედანზე, ჩვენ მოთამაშეებმა უნდა ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა.

თუ ჩვენ გავაგრძელებთ თამაშს, როგორც ბოლო ორ მატჩში, მაშინ ვფიქრობ, რომ ამ სეზონში დიდ წარმატებას მივაღწევთ."


15-11-2019, 23:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0