Sport1 ბაიერნმა ერნანდესის ალტერნატივას ბუნდესლიგაში მიაგნო

Sport1 ბაიერნმა ერნანდესის ალტერნატივას ბუნდესლიგაში მიაგნო

ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა "Sport1" იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" კიდევ ერთ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს დაუმიზნა.

"რეკორდმაისტერის" ბოსების რადარზე ამჯერად ბერლინის "ჰერტას" ცენტრალური მცველი, ნიკლას შტარკი, მოხვდა.

ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, 23 წლის გერმანელი მოთამაშე მადრიდის "ატლეტიკოს" უნივერსალური მცველის, ლუკა ერნანდესის, ალტერნატივაა.

მსოფლიო ჩემპიონის გადაბირებას მიუნხენელები იანვარში ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ და თუ ზაფხულშიც ვერ დაიმატებენ ლუკას, მაშინ შტარკზე გადაერთვებიან.

ნიკლას შტარკი "ჰერტას" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და გერმანიის ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შტარკმა 16 მატჩი ჩაატარა და 1 გაფრთხილება მიიღო.


24-02-2019, 16:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0