„ბაიერნის“ და ჯამალ მუსიალას წარმომადგენლები ახალი კონტრაქტის სრულ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ალფონსო დეივისის შემდეგ, სწორედ მუსიალა იქნება შემდეგი, ვინც მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, გარკვეული იურიდიული დეტალების დაზუსტებაა საჭირო, რის გამოც ხელმოწერა ამ კვირაში არ შედგება.
21 წლის ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ მეგობრებთან ერთად თამაში, როგორიცაა ალფონსო დეივისი და ლეროი სანე.