bayern.ge სიახლეები
ნაგელსმანი: „შანსებს ვერ ვიყენებთ - მაგრამ კარგად ვითამაშეთ“
იულიან ნაგელსმანი საფრანგეთთან მატჩზე:

„დღეს ჩვენი გუნდი ბევრად მეტად დავინახე, ვიდრე ოთხშაბათს. ბოლოს და ბოლოს, როცა ასე ბევრ მომენტს ქმნი, ასეთ ტოპ გუნდთან აუცილებლად უნდა მოიგო.

ძალიან მიმზიდველად ვითამაშეთ და უამრავი შანსი შევქმენით. მაგრამ ფეხბურთის ნაწილია ისიც, რომ ეს შანსები გამოიყენო. ორივე შედეგი მტკივნეულია, თუმცა დღევანდელი თამაში ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ოთხშაბათს.

თუ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დღევანდელივით ვითამაშებთ, მაშინ უნდა გავიდეთ. მაგრამ ერთი ნაბიჯითაც არ უნდა დავიხიოთ უკან – აგრესიულები უნდა ვიყოთ და ყოველი შანსი გამოვიყენოთ.“
გერმანია - საფრანგეთი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 17:00 - საათზე, გერმანიის ნაკრები დაუპირისპირდება საფრანგეთს.

მატჩამდე ცნობილია გერმანელთა შემადგენლობა:

ტერ შტეგენი – კიმიხი (კ), ტა, კოხი, რაუმი – გროსი, გორეცკა – ადეიემი, ვირცი – ფიულკრუგი, ვოლტემადე.
ბაიერნი კიმის გაყიდვას განიხილავს - დაინტერესებული გუნდების ვინაობა ცნობილია
პსჟ-ის მრჩეველი ლუის კამპოსი კიმ მინ-ჯეს გულშემატკივარია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის ფენერბახჩეში თამაშობდა.

მცველით დაინტერესებულნი არიან ასევე ალ-ნასრი და მილანი. ვენსან კომპანი მზად არის კიმის გაშვებისათვის - მწვრთნელს ურჩევნია ვინმე ისეთი, როგორიც ბარნლის მაქსიმ ესტევეა.

კომპანის მოსწონს ფრანგის სიძლიერე ორთაბრძოლებში და მისი მშვიდი, სუფთა თამაშის აგება. ბაიერნს კი სურს, კიმ მინ-ჯეს სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ევრო მიიღოს.
ნაგელსმანი პრესკონფერენციაზე: “ფრანსის ნაკრების სიღრმე შთამბეჭდავია”
ნაგელსმანი: “ფრანსის ნაკრების შემადგენლობის სიღრმე, სიმართლე რომ ვთქვა, შთამბეჭდავია. ვფიქრობ, დაახლოებით 10 ცენტრალური მცველი ჰყავთ, თანაბარი დონის.

დიახ, გარკვეულ პოზიციებზე აქვთ პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში მათი ხარისხი უბრალოდ გამანადგურებელია.

როცა ფორმაში არიან, ძალიან რთულია მათი დაჩაგვრა. მაგრამ მარტში ჩვენ ისინი დავამარცხეთ და ვეცდებით, ხვალაც იგივე გავაკეთოთ.”
ლეაო მილანის დატოვებას აპირებს - იბრძოლებს ბაიერნი?
რაფაელ ლეაო მილანის დატოვებას აპირებს. იტალიური კლუბი ამის შესახებ ინფორმირებულია და მის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს.

ლეაო მიუნხენის ბაიერნის სიაში შედის, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი კონკრეტული ან წინაწარ შეთანხმებული არ არის.

კლუბი კვლავ განიხილავს რამდენიმე ვარიანტს და ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ მოთამაშეზე გააკეთოს ძირითადი აქცენტი.
კიმ მინ-ჯეს დაბრუნება სერია A-ში? - ბაიერნის გეგმა ცნობილია
მილანი შესაძლოა კიმ მინ-ჯეს ახალი კლუბი გახდეს. “ბაიერნმა” კორეელ მცველს აცნობა, რომ შეუძლია ახალი გუნდი მოძებნოს და მისი აგენტი პრიორიტეტად იტალიაში დაბრუნებას მიიჩნევს.

თუმცა, ამ ეტაპზე ტრანსფერს ეკონომიკური სირთულეები ახლავს თან. პირველ რიგში, “ბაიერნი” იჯარას არ განიხილავს და მხოლოდ სრულფასოვანი გაყიდვა სურს - მინიმუმ 30 მილიონ ევროდ.

მეორეც, კიმი წელიწადში დაახლოებით 8-9 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით, რაც მილანისთვის დამატებითი სირთულეა. ამ ეტაპზე ტრანსფერი გართულებულია, თუ “ბაიერნი” იჯარის ვარიანტზე არ დათანხმდა.
ნიკო უილიამსი ბაიერნში? - მაქს ებერლის საოცნებო ტრანსფერი
ნიკო უილიამსი მაქს ებერლის „საოცნებო არჩევანია“ მარცხენა ფლანგის პოზიციისთვის.

ერთადერთი დაბრკოლება უილიამსის ხელფასის მოთხოვნებია - ამის მიხედვით, ის ბაიერნის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცევა.

თუ ბაიერნი გადაწყვეტს, რომ ბოლომდე წავიდეს უილიამსის ტრანსფერზე, მთავარი კონკურენცია პრემიერ ლიგის კლუბებისგან იქნება.
სანეს საბოლოო გადაწყვეტილება - ბაიერნის ბოლო შეთავაზება
ბაიერნი კვლავ ლეროი სანეს გადაწყვეტილებას ელოდება მას შემდეგ, რაც კლუბმა მას გაუმჯობესებული შეთავაზება წარუდგინა (უფრო მაღალი ფიქსირებული ხელფასი, მთლიანობაში €15.5 მილიონი წლიურად, ბრუნვადი თანხით).

ეს მათი საბოლოო შეთავაზებაა – ბაიერნი მას აღარ გააუმჯობესებს.

ამავდროულად, გალათასარაი ლეროი სანეს სთავაზობს €11-12 მილიონს წლიურად და იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი მათ „მწვანე შუქს“ მისცემს. სანემ უკვე მოითხოვა ინფორმაცია გალათასარაის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება მალე არის მოსალოდნელი.
ულრაიხი კონტრაქტს 2026 წლამდე ახანგრძლივებს - ბაიერნში ახალი როლი?
სვენ ულრაიხი ახლოს არის ბაიერნთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით, 2026 წლამდე, გაგრძელებასთან.

ხელშეკრულების ნაწილი ასევე მოიცავს შეთანხმებას, რომ ულრაიხს მომავალში კლუბში სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება.

შემდეგ სეზონში ის გუნდის მესამე მეკარე იქნება.
გერმანია - პორტუგალია (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:00 - საათზე გერმანიის ნაკრები დაუპირისპირდება პორტუგალიის ნაკრებს.

მატჩამდე ცნობილია გერმანელთა შემადგენლობა:

ტერ შტეგენი – ანტონი, ტა, კოხი – კიმიხი (კ), პავლოვიჩი, გორეცკა, მიტელშტედი – სანე, ვირცი –
ვოლტემადე.
"ის ერთ-ერთი საუკეთესო ნომერ 10-ია მსოფლიოში" - ფერნანდეში მუსიალაზე
ბრუნო ფერნანდეში გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელზე:

"ამჟამად გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია ის, ვინც სამწუხაროდ ხვალ ვერ ითამაშებს.

ჩემთვის ეს ჯამალ მუსიალაა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ნომერ 10-ია მსოფლიოში. მასზე ბევრჯერ მისაუბრია ჯოშუა ზირკზესთან.“
“ეს ერთგვარი მინი ევროპის ჩემპიონატია” - ნაგელსმანი ხვალინდელ მატჩზე
იულიან ნაგელსმანი ხვალინდელ მატჩზე: „ეს ერთგვარი მინი ევროპის ჩემპიონატია.

მოუთმენლად ველოდები ამ თამაშს ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, მშვენიერ სტადიონზე.

იმედი მაქვს, აქ ორ მატჩს ვითამაშებთ - ეს იდეალური იქნებოდა. ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ეს ტურნირი გერმანიაში ტარდება.“
ბაიერნი კომანს ზაფხულში გაუშვებს - ნიუკასლი და ბარსელონა იბრძოლებენ?

ნიუკასლ იუნაიტედი კვლავ დაინტერესებულია კინგსლი კომანის შეძენით, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა.


ბარსელონას ყურადღებაც კომანისკენაა მიპყრობილი და ის შეიძლება გახდეს მათი სამიზნე იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ვერ დაუკავშირებენ ლუის დიასს ან მარკუს რაშფორდს.


ფრანგი ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, რომლებსაც ბაიერნი ამ ზაფხულს გაყიდვას უპირებს და მისი შეძენა "გონივრულ ფასად" იქნება შესაძლებელი.

ბაიერნი ლეაოს ტრანსფერით ინტერესდება - მილანი დიდ თანხას ითხოვს
ბაიერნი დაინტერესებულია რაფაელ ლეაოს ტრანსფერით და სურს გარიგების დადება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატამდე.

თუმცა, მილანი მას ხელშეუხებლად და მაქს ალეგრის გეგმების მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.

მათი პოზიცია მხოლოდ 120-130 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში შეიცვლება.
კინგსლი კომანი ბაიერნის დატოვების ზღვარზე - ზაფხულში შესაძლო ტრანსფერი
მოლოდინია, რომ კინგსლი კომანი ამ ზაფხულს დატოვებს მიუნხენის ბაიერნს და ახალ ეტაპს დაიწყებს.

ბაიერნსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის განშორება მოსალოდნელია. კომანი ჰანსი ფლიკს ძალიან მოსწონს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერი ხდება.

მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთი საინტერესო ფიგურა იქნება ამ ზაფხულს.
სანეს ბაიერნიდან წასვლა რეალური ხდება! - ლონდონურ კლუბებს შორის ბრძოლა
ყოველდღიურად სულ უფრო მეტად იკვეთება, რომ ლეროი სანეს შანსები ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ მცირდება.

სანეს უფრო სურს პრემიერ ლიგაში გადაბარგება. „არსენალმა“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები მისი ტრანსფერის თაობაზე.

„ტოტენჰემიც“ აქტიურადაა პროცესში ჩართული. ამ ორ ჩრდილოეთ ლონდონურ კლუბს შორის შესაძლოა სერიოზული ბრძოლა გაიმართოს სანესთვის, ხოლო მისი ალიანც არენადან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0