მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ჯონათან ტას ბაიერნში გადაბარგება დროის საკითხად ითვლება, ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ტას ბარსელონასთან ვერბალური შეთანხმება უკვე ჰქონდა, თუმცა ტრანსფერის დასრულება კლუბის ფინანსური ფეარ-პლეის წესების გამო ვერ მოხერხდა. ფეხბურთელი მზად არის ცოტა ხნით კიდევ დაელოდოს ბარსელონას.
ჰანსი ფლიკი ტრანსფერის მთავარი დამცველია, თუმცა ტას ესმის, რომ მწვრთნელს მისი რეგისტრაციის გარანტია არ შეუძლია, რადგან ეს მის პასუხისმგებლობას სცდება. მიუხედავად ამისა, ტა მზად არის კიდევ ცოტათი დაელოდოს. ბარსელონაში ამ ტრანსფერს რთულად მიიჩნევენ, თუმცა ჰანსი ფლიკი მაინც დაჟინებით ითხოვს მის შემადგენლობაში დამატებას.