მაქს ებერლს გასულ კვირას ზაფხულის გეგმების ყველა პუნქტი სამეთვალყურეო საბჭომ დაუმტკიცა. ებერლს ჯერ კიდევ ენდობიან, თუმცა საბოლოო შეფასება ტრანსფერების ფანჯრის დახურვის შემდეგ, 1 სექტემბერს მოხდება.
სამეთვალყურეო საბჭომ მწვანე შუქი აუნთო ჯონათან ტას ტრანსფერს. საბჭოს წევრებმა ასევე გაგებით მიიღეს ერიკ დაიერის უარი ბაიერნის კონტრაქტზე, რადგან მონაკომ მას 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
დაიო უპამეკანოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება კიმ მინ-ჯეს, კლუბმა გადაწყვიტა დაელოდოს შეთავაზებებს უცხოური კლუბებიდან.