ჯამალ მუსიალა სავარაუდოდ გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდება მაშინ, როცა მოთამაშეები მოემზადებიან საკლუბო მსოფლიო თასისთვის — 5 ივნისს, ზებენერ შტრასეზე.
მუსიალა აქტიურად შრომობდა და იმედი ჰქონდა, რომ მზად იქნებოდა ერთა ლიგის ფინალური ოთხეულის მატჩებისთვის.
ბაიერნი ვალდებული იქნებოდა, რომ მუსიალა გაეშვა თუკი ეროვნული ნაკრები მას გამოიძახებდა - თუმცა მაქს ებერლმა ესაუბრა იულიან ნაგელსმანს და სთხოვა, მიეცა მუსიალასთვის მეტი დრო სრულად გამოჯანმრთელებისთვის საკლუბო მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად, რასაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი დათანხმდა.