რუმენიგემ ერნანდესის პოტენციურ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

რუმენიგემ ერნანდესის პოტენციურ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

მიუნხენური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, მადრიდის "ატლეტიკოს" მარცხენა მცველის, ლუკა ერნანდესის, შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"ის საინტერესო მოთამაშეა, რომელიც ჩვენს გუნდს კარგად მოერგებოდა და ერთბაშად ორ პოზიციას შეავსებდა.

ლუკა საკმაოდ ახალგაზრდაა, თანაც უკვე მსოფლიო ჩემპიონი. ამ მომენტისთვის გუნდში უკვე გვყავს რამდენიმე ფრანგი: პავარი, კომანი ტოლისო. ფრანგ მოთამაშეებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება გვაქვს", - განაცხადა რუმენიგემ.

გერმანული და ესპანური მედიის ბოლო ინფორმაციით, "ბაიერნი" ლუკა ერნანდესს უკვე შეუთანხმდა და ზაფხულში მისი ტრანსფერი 80 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

23 წლის უნიჭიერესი ფრანგი მცველი "ატლეტიკოს" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ლუკამ 22 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა.


9-03-2019, 19:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0