მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, იოზუა კიმიხმა რუმინეთთან მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"დღეს იმაზე მეტად გავირთულეთ საქმე, ვიდრე საჭირო იყო. 90 წუთის განმავლობაში გაგვიმართლა, რომ მეტოქემ არ გაგვითანაბრა. თამაშის ბედი უფრო ადრე უნდა გადავწყვიტოთ ხოლმე."
"ვფიქრობ, შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ არაერთი მომენტი გავაფუჭეთ და გადავრჩით, რომ მეტოქემ არ დაგვსაჯა."
"ბოიკოტი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს? ჩემი აზრით ამის გაკეთება ყველამ 10 წლით დავაგვიანეთ." - აცხადებს კიმიხი.