მიუნხენური კლუბის დღევანდელ ვარჯიშზე საკმაოდ უსიამოვნო და ცოტათი საშიში ინციდენტი მოხდა.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "ბაიერნის" მესამე გოლკიპერს, რონ-ტორბენ ჰოფმანს, ბურთი სახეში მოხვდა და მოედანზე უგონოდ დაეცა.
19 წლის გერმანელი მოედანზე დაეცა და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იწვა. სამედიცინო პერსონალი ადგილზე არ იმყოფებოდა, ამიტომ რონ-ტორბენს პირველადი დახმარება თანაგუნდელებმა გაუწიეს.
საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და რონ-ტორბერ ჰოფმანი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.