"შეგვიძლია, რომ ბაიერნს სერიოზული ზიანი მივაყენოთ..." - კუმანი მატჩის წინ

"შეგვიძლია, რომ ბაიერნს სერიოზული ზიანი მივაყენოთ..." - კუმანი მატჩის წინ

ხვალ, 14 სექტემებრს, თბილისის დროით 23:00-ზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ერთმანეთს ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული მატჩის წინ, ბარსელონას ნიდერლანდელმა თავკაცმა, რონალდ კუმანმა პრესკონფერენცია გამართა და მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

'ვიცით, რომ ბაიერნი დიდებული გუნდია, ინდივიდუალურად ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული.

ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას სახლში ვთამაშობთ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სტარტზევე კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

გუნდში სერიოზული ცვლილებები განვახორციელეთ და ამასთან შესაგუებლად დროა საჭირო, მაგრამ ფეხბურთი დროს არ იძლევა. საერთო ჯამში, ეს იქნება საინტერესო თამაში, რომლიდანაც სასარგებლო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ', - 
განაცხადა კუმანმა.

პრესკონფერენციის განმავლობაში, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ბაიერნთან განცდილი კატასტროფული მარცხი (2-8) გაიხსენა:

'მაგ თამაშიდან ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, ბარსელონას ფეხბურთელები დღემდე განიცდიან იმ მარცხს - ხვალ კი უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა რევანშის ასაღებად. ჩვენ შეგვიძლია, რომ ბაიერნს სერიოზული ზიანი მივაყენოთ და რაც მთავარია, საამისოდ კარგი გუნდი გვყავს'
, - თქვა ბარსელონას თავკაცმა.


13-09-2021, 16:32
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0