"ხვალინდელი მატჩი განსხვავებული იქნება.." - ბუსკეტსი ბაიერნთან მატჩის წინ

"ხვალინდელი მატჩი განსხვავებული იქნება.." - ბუსკეტსი ბაიერნთან მატჩის წინ

ხვალ, 14 სექტემებრს, თბილისის დროით 23:00-ზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ერთმანეთს ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული მატჩის წინ, ბარსელონას ესპანელმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა პრესკონფერენცია გამართა და მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

'ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ასეთ მატჩში, პირველი გოლის გატანა მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ჩვენ წინააღმდეგ მაღალი დონის გუნდი ითამაშებს - ვაპირებთ ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ვიცით, რომ მესი აღარ გვყავს - მაგრამ, ვეცდებით ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ამიერიდან ახალი ერა იწყება, წინ კი რთული მატჩი გველოდება. ვაცნობიერებთ ამჟამად არსებულ სირთულეებს, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდეთ, რაც დამატებით მოტივაციას გვაძლევს.


ბაიერნთან 2-8 წაგება რთული იყო, თუმცა ფეხბურთი ასეთია - ხვალინდელი მატჩი განსხვავებული იქნება!
', - განაცხადა ბუსკეტსმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ბარსელონას ტაქტიკურ მონახაზს შეეხებოდა, სერხიომ ასე უპასუხა:

'რაც ნაკლებად პროგნოზირებადი ვიქნებით, მით უკეთესი.'


13-09-2021, 16:49
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0