მადრიდის რეალის ამჟამინდელმა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მცველმა, დავიდ ალაბამ სამეფო კლუბში არსებულ გარემოზე და ამ ორ კლუბს შორის მსგავსება/განსხვავებაზე ისაუბრა:
'პირველივე დღეს ვიგრძენი მადრიდში არსებული განსაკუთრებული აურა და ატმოსფერო.'
კითხვაზე, თუ რით განსხვავდება მადრიდის რეალი ბაიერნისგან, ალაბამ უპასუხა: 'ორივე კლუბი ძალიან წარმატებული და მსოფლიო ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. მათ შორის დიდი განსხვავება არაა, მაგრამ ბაიერნის მიმართ ჩემი სიმპატიის მიუხედავად, რეალი უფრო მეტია', - განაცხადა ალაბამ.