მიუნხენური კლუბის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, დაასახელა მოთამაშე, რომელმაც "რეკორდმაისტერში" მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
"ფილიპ ლამი არის მოთამაშე, რომელმაც აქ მოსვლის შემდეგ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. მისთვის ყველაფერი მარტივი იყო, ის სრულყოფილება გახლდათ.
ლამი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა და ეს გასაოცარი იყო. მისი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნება იყო.
ასეთი ლიდერისა და მოთამაშის გვერდით ყოფნა მართლაც დიდი პატივი იყო", - განაცხადა ტიაგო ალკანტარამ.