მიუნხენის ბაიერნის და ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველს, იოსიპ სტანისიჩს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. როგორც გერმანულ პრესაში იწერება, ფეხბურთელს კოვიდი ნაკრებთან ყოფნის პერიოდში გადაედო.
საბედნიეროდ, 21 წლის მოთამაშეს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ხორვატი მცველი მაინც კარანტინში იმყოფება.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სტანისიჩი აცრილი ყოფილ - ბაიერნის მოთამაშე პარასკევს, აუგსბურგთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.