რატომ ჩაიშალა ბოატენგის ტრანსფერი იუვენტუსში

რატომ ჩაიშალა ბოატენგის ტრანსფერი იუვენტუსში

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, იტალიაში უნდა გადაბარგებულიყო, მაგრამ საბოლოოდ გუნდში დარჩა.

ჟერომის სიტუაციის დეტალები ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, "Kicker-მა", გაასაჯაროვა: ბოატენგის აგენტი კრისტიან ნერლინგერი კვირას მილანში იმყოფებოდა ტურინის "იუვენტუსთან" მოლაპარაკებებზე.

როგორც ირკვევა, მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა და ტრანსფერიც ამიტომ ჩაიშალა. ბოატენგი "ბებერ ქალბატონს" ერთწლიანი იჯარით უნდა დაემატებინა.

სატრანსფერო ფანჯარა გუშინ ოფიციალურად დაიხურა, ამიტომ 31 წლის გერმანელი მიუნხენურ გრანდში დარჩება.

ჟერომ ბოატენგს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად მოუწევს ბრძოლა, ვინაიდან ლუკა ერნანდესისა და ნიკლას ზიულეს სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს.


3-09-2019, 12:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0