ბაიერნმა დეივისი დააჯარიმა

ბაიერნმა დეივისი დააჯარიმა

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ტალანტი, ალფონსო დეივისი, გერმანულმა გრანდმა ფულადი ჯარიმით დასაჯა.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild" ავრცელებს, რომ ვარჯიშზე დაგვიანების გამო 18 წლის კანადელი შემტევი "რეკორდმაისტერმა" 20 ათასი ევროთი დააჯარიმა.

უქმეებზე ალფონსო თავის გოგონა ჯორდინთან გაფრინდა, მაგრამ მომდევნო დღეს, როდესაც მიუნხენში ბრუნდებოდა, მიუნხენის აეროპორტთან სრული ქაოსი სუფევდა და ტერმინალი დახურული იყო, რის გამოც დეივისი სერიოზულად შეფერხდა.

ვარჯიშზე, რომელიც დილის 11 საათზე იყო დანიშნული, ალფონსო შუადღის 3 საათზე მივიდა და შესაბამისი სანქციებიც დაეკისრა.

ალფონსო დეივისი "ბაიერნმა" 2019 წლის იანვარში 13 მილიონ დოლარად შეიძინა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.


3-09-2019, 12:32
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0