მათეუსი ჰავერტცი ბაიერნს იდეალურად მოერგება

მათეუსი ჰავერტცი ბაიერნს იდეალურად მოერგება

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, ახალგაზრდა გერმანელი სუპერ-ტალანტი კიდევ ერთხელ შეაქო.

"ვფიქრობ, კაი ჰავერტცი "ბაიერნს" იდეალურად მოერგება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბედნიერი ვარ, რომ ის ბუნდესლიგაში რჩება, ვინაიდან ამ სეზონს ლევერკუზენის "ბაიერში" ჩაატარებს.

ამის შემდეგ კი იმედს ვიტოვებ, რომ მას გერმანული კლუბები არ დათმობენ, მაგრამ ცხადია იქნება სერიოზული ინტერესი ესპანეთიდან და ინგლისიდანაც.

კაი ინტელექტუალური მოთამაშეა, რომელსაც აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. ყველაფერთან ერთად, ის თავმდაბალია და მიწაზე ორივე ფეხით მყარად დგას.

ჰავერტცი სწრაფია, იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და ყველაფერს მარტივად აკეთებს", - განაცხადა მათეუსმა.

20 წლის კაი ჰავერტცი ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავს და გაისად მიუნხენური გრანდი მის დამატებას ეცდება.


7-09-2019, 21:33
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0