თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩი ჩაატარა
თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი კარიერის განმავლობაში მრავალი რეკორდი დაამყარა. მან ამ ტურნირში 150-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, რაც გერმანელი ფეხბურთელებისთვის უპრეცედენტოა.

დღეს მიულერმა ბაიერნის მაისურით ბოლო ჩემპიონთა ლიგური მატჩი ჩაატარა. მიუნხენური კლუბი ინტერთან 2:2 დასრულებული შეხვედრის შედეგად, ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნმა მთელი მატჩის განმავლობაში მეტი ბურთის ფლობა დააგროვა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, ინტერის დაცვამ შეძლო მიულერისა და ჰარი კეინის შეჩერება.

თომას მიულერის წვლილი ბაიერნის წარმატებებში შეუფასებელია. მისი კარიერა ჩემპიონთა ლიგაზე მოიცავს 56 გოლს. ამ ტურნირში ჩატარებული ბოლო მატჩის მიუხედავად მიულერის მემკვიდრეობა და მიღწევები კლუბში სამუდამოდ დარჩება.
ინტერი - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მიუნხენის ბაიერნი საპასუხო მატჩში დაუპირისპირდება ინტერს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა:

ურბიგი - ლაიმერი, დაიერი, კიმი, სტანიშიჩი - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, მიულერი ©, სანე - კეინი.
ფლორიან ვირცს 3 ვარიანტი აქვს - რომელ კლუბში გადავა გერმანელი?
ფლორიან ვირცი და მისი ოჯახი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და შესაძლოა სეზონის დასრულებამდე დაიცადონ, რათა შეაფასონ შედეგები...
ჰარი კეინი პრესკონფერენციაზე: “შეგვიძლია შედეგის შემოტრიალება.”
ჰარი კეინი იმაზე, იყო თუ არა ინტერის აღნიშვნა დამატებითი მოტივაცია ბაიერნისთვის:

„ვფიქრობ, ჩვენ უკვე საკმარისი მოტივაცია გვაქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია შედეგის შემოტრიალება.

პირველ მატჩში საკმარისი მომენტები გვქონდა. უნდა ვეცადოთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და უკეთესადაც, განსაკუთრებით მომენტების რეალიზაციის მხრივ.

არ ვფიქრობ, რომ ინტერი თვითკმაყოფილი იქნება. ისინი ჩვენი მხრიდან მძიმე მატჩს ელიან.“
მხითარიანი: “ბაიერნში თქვეს რომ მატჩის შემდეგ ზედმეტად ვიზეიმეთ? რაც უნდათ ის თქვან”
ჰენრიხ მხითარიანი: “ძალიან რთული თამაში გველის ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.

ბაიერნში თქვეს, რომ პირველი მატჩის შემდეგ ზედმეტად ვიზეიმეთ? რაც უნდათ, ის თქვან – ჩვენ ვიცით, რაც გავაკეთეთ. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, უბრალოდ გვიხაროდა, რომ გავიმარჯვეთ იმ გუნდის მოედანზე, რომელიც იშვიათად აგებს სახლში.

ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ბევრი ადამიანი კლუბის გარეთ ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამის მოსმენა – ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია.”
კიმ მინ-ჯეს მომავალი “ბაიერნში” გაურკვეველია - კლუბი წინადადებების მოსასმენად მზადაა
კიმ მინ-ჯე მიუნხენის ბაიერნში ხელშეუხებლად აღარ მიიჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მის გაყიდვაზე დიდად აქტიურობას არ აპირებს, ზაფხულში წინადადებების მოსმენისთვის მზად არის.

თუ კიმი გუნდს დატოვებს, ბაიერნი მიღებულ თანხას ახალი ინვესტიციებისთვის გამოიყენებს.

თუმცა თუ კიმი დარჩება, ბაიერნი მომავალ სეზონზე მისით, უპამეკანოთი, იტოთი, დაიერითა და სტანისიჩით ცენტრალური მცველების პოზიციებზე გეგმავს.
“ბაიერნი” მზადაა ვირცის ტრანსფერში 140 მილიონი ევრო გადაიხადოს
ბაიერნის ხელმძღვანელობა ელოდება, რომ ფლორიან ვირცის ტრანსფერი ამ ზაფხულს 130-140 მილიონი ევროს ფარგლებში დაუჯდებათ, მათ შორის ბონუსებიც.

თუ ფეხბურთელი დათანხმდება ტრანსფერს, მიუნხენელები დაიწყებენ მოლაპარაკებებს „ლევერკუზენთან“. კლუბს ფინანსურად შეუძლია მსგავსი ტრანსფერის განხორციელება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნი დიდი ინტერესით აკვირდება ვირცის პროგრესს და თვლის, რომ ის შესაძლოა გახდეს გუნდის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მომავალი წლებისთვის.

მიუნხენელებს სურთ თაობათა ცვლის პროცესის გამყარება და ვირცი იდეალურად ჯდება კლუბის სტრატეგიაში.
კომანი "ბაიერნს" დატოვებს - ფრანგი შემტევის შეცვლა უკვე დაგეგმილია

"არსენალი" კინგსლი კომანის წარმომადგენლებთან კონტაქტშია - მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


ლონდონური კლუბი კარგად აცნობიერებს, რომ საუდის არაბეთი კომანისთვის მეტად მიმზიდველი ვარიანტია, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ თავიანთი ინტერესის შესახებ უკვე განაცხადეს.


ელოდებიან, რომ კომანი და „ბაიერნი“ ზაფხულში ერთმანეთს დაშორდებიან.


ფრანგი შემტევის შეცვლა ბაიერნს უკვე დაგეგმილი აქვს.

ბაიერნი ზაფხულში პალინიას გაყიდვას გეგმავს - კომპანის გეგმებში ის არ შედის
“ბაიერნი გეგმავს ჟოაო პალინიას გაყიდვას ამ ზაფხულს და იმედოვნებს, რომ შეძლებს უკან მიიღოს ნაწილი იმ 51 მილიონი ევროსი, რომელიც გასულ წელს ფულემს გადაუხადეს. პალინიას პრემიერლიგაში ჯერ კიდევ კარგი რეპუტაცია აქვს, რაც ბაიერნს იმედს აძლევს, რომ მიიღებს გონივრულ შეთავაზებებს.

რაც შეეხება კომპანის, პალინია უბრალოდ არ შეესაბამება ბელგიელი მწვრთნელის სისტემასა და საჭიროებებს. პორტუგალიელი ნახევარმცველი კომპანის დანიშვნის დროს ბაიერნში უკვე იყო და ის უფრო ტუხელის ხედვებს იყო მორგებული. კლუბიც მთლიანად თანხმდება კომპანის აზრზე – მათ სურთ პალინიას გაყიდვა, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება.

თვითონ პალინიას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბაიერნში წარმატების მიღწევა შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე ეს შთაბეჭდილება ყველას არ აქვს.” - წერს ‘BILD’-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი.
კიმიხი: “თითქმის ყოველთვის ჩვენ ვართ უკეთესი გუნდი, მაგრამ ეს შედეგებში არ ჩანს”
იოზუა კიმიხი დორტმუნდთან მატჩის შემდეგ:

„რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მაწუხებს, ის არის, რომ თითქმის ყოველთვის ჩვენ ვართ უკეთესი გუნდი, მაგრამ ეს შედეგებში არ ჩანს.

უფრო მომწიფებული და ეფექტური უნდა ვიყოთ.

უზარმაზარ ძალისხმევას ვდებთ, ბევრ კარგ მომენტს ვქმნით, მაგრამ ვერ ვიყენებთ.“
კომპანი: "ფანების თვალით რომ შევხედო, ბილეთს აუცილებლად ვიყიდიდი ასეთი მატჩისთვის"

ვენსან კომპანი დორტმუნდთან მატჩის შემდეგ:


„ვგრძნობდი, რომ პირველი გოლის მომენტამდე ბურთს კარგ ტემპზე ვამოძრავებდით. შანსებს ვქმნიდით აქა-იქ.


გულშემატკივრის თვალით რომ შევხედო, ბილეთს აუცილებლად ვიყიდიდი ასეთი მატჩისთვის. მაგრამ როგორც მწვრთნელს, ცოტა მეტი კონტროლი გინდა. უფრო მეტი ის, რაც პირველ ტაიმში გვქონდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ ამ მატჩის მოსაგებად და ვგრძნობდი, რომ მეტოქეც იგივეს აკეთებდა.


თამაშის ტაქტიკურად ანალიზი შეიძლება, მაგრამ თუ ასეთ თამაშებს ვერ ვიღებთ, მერე გვწყინს, რომ ასეთი ემოციები არ გვქონდა. ასე რომ, შერეული გრძნობებია.


დღის ბოლოს, ჩვენ გვინდოდა ლევერკუზენზე 6 ქულით წინ ვყოფილიყავით. სეზონის ამ ეტაპზე ყოველი ქულა ძვირფასია — ასე რომ, კარგი ქულაა.“

მიულერი: "მე ვხედავ გუნდს, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა."

თომას მიულერი დორტმუნდთან ფრეზე საუბრობს:

„დღეს ენერგიის ნაკლებობას ვერ დავაბრალებთ. გამარჯვება ძალიან გვინდოდა. მაგრამ გამოსვლა ისეთი არ იყო, როგორიც გვსურდა.

გულშემატკივრებისთვის მშვენიერი მატჩი გამოვიდა. შეცვლები კარგი აღმოჩნდა - სერჟმა შესანიშნავად ითამაშა.

ბევრი ენერგია გვქონდა, თუმცა პრობლემა გამორჩენილი მომენტები იყო. მიუხედავად ამისა, დავანახეთ, რომ შეგვიძლია ბევრი შანსის შექმნა და ეს მოგვცემს დიდ ბონუსს ოთხშაბათს.

მე ვხედავ გუნდს, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა.“

ბაიერნი - დორტმუნდი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 20:30 - საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება დორტმუნდს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია შემადგენლობა:

ურბიგი - ლაიმერი, დაიერი, კიმი, სტანიშიჩი - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, მიულერი ©, სანე - კეინი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0