სანეს ბაიერნიდან წასვლა რეალური ხდება! - ლონდონურ კლუბებს შორის ბრძოლა
ყოველდღიურად სულ უფრო მეტად იკვეთება, რომ ლეროი სანეს შანსები ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ მცირდება.

სანეს უფრო სურს პრემიერ ლიგაში გადაბარგება. „არსენალმა“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები მისი ტრანსფერის თაობაზე.

„ტოტენჰემიც“ აქტიურადაა პროცესში ჩართული. ამ ორ ჩრდილოეთ ლონდონურ კლუბს შორის შესაძლოა სერიოზული ბრძოლა გაიმართოს სანესთვის, ხოლო მისი ალიანც არენადან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება.
რაფაელ ლეაო ბაიერნის მთავარი სამიზნე ხდება!
ბაიერნს რაფაელ ლეაოს მიმართ არა მხოლოდ სიმპათია აქვს – არამედ ის უკვე შეტანილია კლუბის პრიორიტეტულ სამიზნეთა სიაში. ინტერესს რეალური საფუძველი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მილანს მისთვის არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

ახალი მთავარი მწვრთნელი, მაქს ალეგრი და სპორტული დირექტორი, იგლი ტარე, ლეაოს გაუყიდველად მიიჩნევენ და ის გუნდის რიგით პირველ ფიგურად ითვლება.

ამ მომენტისთვის, ბაიერნსა და სხვა დაინტერესებულ კლუბებს მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ – რაც 175 მილიონ ევროს შეადგენს და როგორც ჩანს, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია.
ალიანც არენა ფინალის შემდეგ - მწვანე მინდორი გათელილი ემოციებით
გუშინ საღამოს „ალიანც არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ათასობით გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა.

ეიფორიამ და ემოციებმა თავისი კვალი მწვანე ბალახზეც დატოვა - ათლეტური ღონით ამოჭრილი ბალახის ლაფთები, გათელილი მინდორი და დაცვის კორდონები მწყობრში მოსაყვანად.

უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, მოედნის ნაწილი სერიოზულად დაზიანდა. სტადიონს წინ დიდი სამუშაო ელოდება, რომ ბრწყინვალე საღამოს შემდეგ თავისი პირვანდელი სილამაზე დაიბრუნოს და 4 ივნისს გერმანია - პორტუგალიას უმასპინძლოს.
“მას აქვს ყველაფერი, რაც ცენტრალურ მცველს სჭირდება” - კეინი ტას ტრანსფერზე
ჰარი კეინი ჯონათან ტას ტრანსფერზე:

„ვფიქრობ, ის შესანიშნავი შენაძენია. ბოლო ორ წელიწადში მასთან ხშირად მომიწია თამაში და მას აქვს ყველაფერი, რაც ცენტრალურ მცველს სჭირდება — მაღალია, ფიზიკურად ძლიერი, მოედანზე იგრძნობა მისი ყოფნა, ბურთთან ძალიან კარგად მუშაობს.

ის დიდებული დამატებაა გუნდისთვის. მოუთმენლად ველი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვედრას და ჩვენი ერთობლივი გზის დაწყებას.“
სანეს დარჩენა ბაიერნში? გაუმჯობესებული შეთავაზება უკვე მზადაა
ბაიერნმა გააუმჯობესა თავისი შეთავაზება ლეროი სანესთვის - გაზარდა მისი ფიქსირებული ხელფასი.

კლუბს სურს სანეს კონტრაქტის გახანგრძლივება. მაქს ებერლს და განსაკუთრებით ული ჰიონესს უნდათ, რომ ვინგერი გუნდში დარჩეს.

საბოლოო გადაწყვეტილება სანეს მხრიდან ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ეს მალეა მოსალოდნელი.
ნაგელსმანი: "ტერ შტეგენი ერთა ლიგისთვის ნომერ პირველი მეკარე იქნება"
იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იდგება კარში ერთა ლიგის ფინალური ოთხეულის მატჩებში:

„ის იქნება ნომერ პირველი. მჯერა, რომ ორივე შეხვედრაში მაღალ დონეზე ითამაშებს. კარგად ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა აქვს ნათამაშები.“

ტერ შტეგენის ბარსელონადან შესაძლო წასვლაზე:

„ჰანსი ფლიკს ვესაუბრე – მაგრამ ბარსელონას ტრანსფერებზე ნამდვილად არა. წავიკითხე, რომ შესაძლოა გასაყიდი იყოს, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის.“
ვირცმა მუსიალასთან პოზიციური კონკურენციის გამო უთხრა ბაიერნს უარი?
ბაიერნში მიაჩნიათ, რომ ფლორიან ვირცმა მიუნხენში გადასვლა იმიტომ იუარა, რომ ეშინოდა პოზიციური დაპირისპირების ჯამალ მუსიალასთან.

მწვრთნელებს მოუწევდათ “საექსპერიმენტო სვლებზე” გადასვლა – ფაქტობრივად, ვირცისთვის ახალი პოზიციის გამოგონება. ერთ ვარიანტში, ვირცი ითამაშებდა თავდამსხმელის უკან, ხოლო მუსიალას მარცხენა ფლანგზე გადაიყვანდნენ. ან კიდევ შეიქმნებოდა შემოქმედებითი ფეხბურთელების ღერძი: კიმიხი ექვს ნომერზე, ვირცი რვა ნომერზე და მუსიალა ათიანის პოზიციაზე, პირდაპირ ჰარი კეინის უკან.

კომპანიმ ვირცს სასტუმროს ნომერში მთელი საათის განმავლობაში ესაუბრა. მას ლეპტოპი ჰქონდა და პრეზენტაციებიც აჩვენა. საუბარი თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ შემდეგ გამხიარულდნენ. მიუხედავად ამისა, საუბრის დასრულების შემდეგ კომპანი სკეპტიკურად იყო განწყობილი ბაიერნის შანსების მიმართ. როგორც ამბობენ, მას ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ ლივერპულს და მათ მწვრთნელ არნე სლოტს უკვე სერიოზული გავლენა ჰქონდათ ვირცზე. მათ წარუდგინეს კონკრეტული გეგმა, სადაც გუნდი სწორედ ვირცის გარშემო იგებოდა.

ხოლო ბაიერნის მიდგომა ასეთი იყო: ჯერ ვირცის ტრანსფერის უზრუნველყოფა – და მერე ვნახოთ, როგორ მოვარგებთ ტაქტიკას.
ოფიციალურად: ბაიერნმა ჯონათან ტას ტრანსფერი დაასრულა!
მიუნხენის ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, ჯონათან ტას ტრანსფერი ლევერკუზენიდან.

29 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2029 წლის ივნისამდე იმოქმედებს და მოირგებს 4 ნომრიან მაისურს.

ფეხბურთელის პირველი კომენტარი:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბაიერნში გადმოვედი. მინდა, პასუხისმგებლობა ავიღო და ყოველდღიურად მძიმე შრომით მივაღწიოთ წარმატებას, როგორც გუნდი, და ერთად ბევრი ტიტული მოვიგოთ.“
თუ სპორტი გიყვარს — იცოდე, adjarabet arena  შენი პლატფორმაა
თუ სპორტი გიყვარს, აუცილებლად გჭირდება შენს ინტერესებზე მორგებული პლატფორმა, სადაც მიმდინარე მოვლენებს ადევნებ თვალს. წარმოიდგინე, რომ არსებობს პლატფორმა, რომლის დახმარებითაც არ გამოგრჩება შენი საყვარელი გუნდის გარშემო სიახლეები, ნებისმიერ დროს შეხვალ და შეამოწმებ პრევიუებს, ანალიტიკურ სტატიებს, სტატისტიკურ მაჩვენებლებსა და რეიტინგებს, სპორტის სიახლეებს. თუ მოისურვებ, შეგიძლია, საკუთარი ცოდნა სპეციალურად შენთვის მომზადებული ქვიზების დახმარებითაც გადაამოწმო.
ფროინდი კრაციგზე: “ბაიერნის აკადემიის კიდევ ერთი წარმატებული ისტორია”
კრისტოფ ფროინდი: „ფრანს კრაციგი ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, ვინც 2017 წელს ახლად გახსნილ ბაიერნის კამპუსში გადავიდა.

წლების განმავლობაში იგი განუწყვეტლივ ვითარდებოდა, გახდა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეც და ახლა უკვე 20-ზე მეტი ბუნდესლიგის მატჩი აქვს ჩატარებული.

ის კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც ბაიერნის აკადემიაში გაიზარდა და პროფესიონალურ ფეხბურთში ადგას გზას. წარმატებებს ვუსურვებთ მას.“
კეინი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე: "უნიკალური გამოცდილება იქნება.."

ჰარი კეინი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე:


„ეს უნიკალური გამოცდილება იქნება — ამ ტიპის დიდ ტურნირზე თამაში შენი კლუბით განსხვავებულია იმისგან, რაც აქამდე გვინახავს.


აშშ-ში გამგზავრებაც, მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე, კარგი შესაძლებლობა იქნება სტადიონების და იქაური გულშემატკივრების გაცნობისთვის.


ეს მართლაც ძალიან კარგი ტურნირი იქნება. როგორც ყოველთვის, როცა ნებისმიერი ტიპის ტურნირი პირველად ტარდება, ხალხი ფიქრობს, როგორ წავა ყველაფერი, მაგრამ მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ.“


დრეზენი ვირცის უარზე: “ბაიერნის მიმზიდველობა უცვლელია”
გენერალური დირექტორი იან-კრისტიან დრეზენი ფლორიან ვირცის უარზე:

„მეტად ბევრი დაიწერა, ვიდრე ითქვა. ბაიერნი ევროპისა და მსოფლიოს აბსოლუტურად ტოპ კლუბებს შორის არის. ჩვენი მიმზიდველობა როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის, უზარმაზარია.

ის ფაქტი, რომ ყველა ფეხბურთელი ჩვენთან არ გადმოდის, უბრალოდ ამ ყველაფრის ნაწილია – იგივე ხდება სხვა ტოპ კლუბებთანაც.

მაგრამ ყველამ იცის: ბაიერნში შეგიძლია ყოველ წელს ყველაფერი მოიგო; შენ ხარ ყველა ტურნირში ჩართული – კლუბების მსოფლიო ჩემპიონატიც კარგი მაგალითია ამისთვის. უბრალოდ შეხედეთ, რომელი კლუბებია იქ წარმოდგენილი – და, რაც მთავარია, რომლები არ არიან.

საუკეთესო ევროპული კლუბები მონაწილეობენ – მათ შორის ბაიერნი. ჩვენი მიმზიდველობა, სპორტული ამბიცია და ეკონომიკური ძალა ყველანაირად ცნობილია მსოფლიოს ტოპ ფეხბურთელებისთვის.“
"სანეს გაუხანგრძლივეთ, კომანი გაყიდეთ" - მათეუსის რჩევა ბაიერნს
ლოთარ მათეუსი ბაიერნს სანეს კონტრაქტის გახანგრძლივებას ურჩევს:

„სანემ გასულ სეზონში არაერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია. კლუბმა უნდა სცადოს მასთან შეთანხმების მიღწევა.

ზუსტ რიცხვებს არ ვფლობ, მაგრამ, შესაძლებელია 10 მილიონი ფიქსირებული ხელფასი და 5 მილიონი ბონუსები შეცვალონ 12 მილიონ ფიქსირებულად და 3 მილიონი ბონუსად.

საბოლოოდ, საერთო ჯამი იგივე რჩება, უბრალოდ სხვანაირად ნაწილდება. სანესგან განსხვავებით, კომანს გაყიდვის კანდიდატად განვიხილავდი.“
ბაიერნის მეკარეების განლაგება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის
ბაიერნის მეკარეების გეგმა საკლუბო მსოფლიოს თასზე:

• მანუელ ნოიერი – №1

• იონას ურბიგი – №2

• დანიელ პერეცი – ახლოს არის იჯარით წასვლასთან და არ გაემგზავრება ტურნირზე, რათა კონცენტრირდეს ახალ კლუბზე და დაიწყოს წინასასეზონო მზადება.

• სვენ ულრაიხი – პირადი მიზეზების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ტურნირზე.

• ლეონ კლანაცი (18 წლის) – იგეგმება როგორც №3
ბაიერნი დაცვის გაძლიერებას ასე გეგმავს - ლევერკუზენის პირობა მისაღებია?
ბაიერნი არ უარყოფს ლევერკუზენის მოთხოვნას ჯონათან ტას სანაცვლოდ 7-ნიშნა თანხის გადახდაზე.

ეს იმის გათვალისწინებით, რომ მცველი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაეხმაროს გუნდს.

ბაიერნმა იცის, რომ ტურნირზე დიდი ფულია - შესაბამისად, მსგავსი ინვესტიცია გუნდის გასაძლიერებლად ეკონომიკურად გააზრებული ნაბიჯი იქნებოდა, განსაკუთრებით დაცვის ხაზში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით.
სანეს გარშემო ბრძოლა იწყება - ბაიერნი თუ გალათასარაი?
გალათასარაი აქტიურად ცდილობს ლეროი სანეს შეძენას. მათ მიერ წარდგენილი შეთავაზება შეადგენს 10 მილიონ ევროს (წელიწადში სუფთა ხელფასი), რაც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ბაიერნის შეთავაზება – 10 მილიონი + 5 მილიონი ევრო (საკმაოდ დაბალი, წმინდა და მთლიანის შერეული პირობებით).

გალათასარაის მთავარი მწვრთნელი ოკან ბურუკი სანეს დიდი გულშემატკივარია და მისი გაფორმება ძალიან სურს.

ბურუკი აქტიურად ცდილობს ტრანსფერის განხორციელებას და მოლაპარაკებებს ენერგიულად აწარმოებს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0