ჰიონესი: "ლევერკუზენი ერთადერთი გუნდია, რომელიც ნერვებს გვიშლის"
ული ჰიონესი "ბაიერნის" აქტუალურ თემებზე:

ჩემპიონობის დაპირებაზე (ნოემბრის განცხადებაში):
"ახლა ამას უნდა შევუცვალო კონტექსტი, რადგან 'ლევერკუზენი' მოსალოდნელზე ძლიერია. ისინი ერთადერთნი არიან, ვინც რეალურად გვიშლის ნერვებს და მომავალშიც ასე გააგრძელებენ. დანარჩენები – 'დორტმუნდი', 'ლაიფციგი' – უკვე აღარ არიან კონკურენტები."

"ბაიერნის" დაცვის პრობლემებზე:
"მაქს ებერლმა ეს კომპანისთან ერთად უნდა გაარკვიოს, მაგრამ როცა მას შევხვდები, მეც ვკითხავ, რატომ ვუშვებთ ასე მარტივ გოლებს."

გუნდის წამყვანი ფეხბურთელების კონტრაქტებზე:
"ზოგადად, კონტრაქტის გახანგრძლივება უფრო და უფრო რთულდება. მუსიალა, დეივისი, კიმიხი – ყველა შემთხვევაში ვითარება გართულდა."
ბაიერნი იგებს, მაგრამ დაცვა კვლავ პრობლემად რჩება - კომპანის რეაქცია
"ბაიერნი" შაბათს დამაჯერებელი გამარჯვებისკენ მიიწევდა, როცა მოულოდნელად "ჰოლშტაინ კილმა" ზედიზედ სამი უპასუხო გოლი გაიტანა – მათგან ორი დამატებით დროში, რამაც მატჩის ბოლო წუთები დაძაბული გახადა. 

მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელებმა ბოლო ორ კვირაში ყველა ტურნირის ჩათვლით ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგეს, ამ პერიოდში 10 გოლი გაუშვეს და მხოლოდ 12 გაიტანეს.

კომპანს გუნდში ბოლო კვირებში გაშვებული გოლების შესახებ ჰკითხეს და მან პირდაპირ გამოხატა თავისი პოზიცია.

"ბოლო რამდენიმე კვირაში გვქონდა ძალიან კარგიც და ისეთი მომენტებიც, რისი გაუმჯობესებაც გვჭირდება. ეს ჩვენი სამუშაოა. ახლა, საბოლოოდ, გვაქვს მთელი კვირა, რათა ვივარჯიშოთ." – განაცხადა კომპანიმ.
მატის ტელმა გადაწყვეტილება მიიღო - რომელ კლუბს შეუერთდება?
მატის ტელმა მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს მანჩესტერ იუნაიტედს.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბაიერნმა უარყო პირველი იჯარის წინადადება, რადგან მათ ვერ დააკმაყოფილეს შეთავაზებული პირობები.

კლუბი მოითხოვს სავალდებულო გამოსყიდვას ან სრულ ტრანსფერს. არსენალი კვლავ ინტერესს იჩენს.
ტელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია - რას წერს ფაბრიციო რომანო?
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ამ ეტაპზე მატის ტელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავენ "ბაიერნიდან" მისი შესაძლო გვიანდელი ტრანსფერის შესახებ. ეს ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ დილით გაამხილა.

ახალგაზრდა ფრანგი ტალანტი ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა სატრანსფერო ბაზარზე, მას შემდეგ რაც "ბაიერნს" აცნობა, რომ სურდა მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა და ამის გამო კლუბის დატოვება მოისურვა. რამდენიმე პრემიერლიგურმა გუნდმა უკვე გამოხატა ინტერესი მის ხელმოწერაში.

"ტოტენჰემმა" "ბაიერნთან" 50 მილიონი ფუნტის გარიგება შეათანხმა და კონკურენტები ჩამოიცილა, თუმცა ტელმა ეს წინადადება უარყო, რადგან გუნდის პროექტმა ის ვერ დაარწმუნა.

ამის შემდეგ უფრო რეალური გახდა ვარიანტი, რომ ფრანგი თავდამსხმელი მიუნხენურ გრანდში დარჩენილიყო. თუმცა, ფაბრიციო რომანოს ახალი ინფორმაციით, სიტუაცია შესაძლოა კიდევ შეიცვალოს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" ტელის ტრანსფერის განხორციელება კვლავ სურთ.
პალინია: "კილთან შეხვედრა ჩვენთვის გაფრთხილება იყო მომდევნო მატჩებისთვის"
ჟოაო პალინია: „იმ ფაქტმა, რომ თამაში ასე დაძაბულად დასრულდა, ჩვენთვის გაფრთხილებაა მომდევნო მატჩებისთვის. 

მთელი მატჩის განმავლობაში ფოკუსირებული უნდა დავრჩეთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ თამაში ნაადრევადაა მოგებული. 

თუ მეტოქეს შანსებს მისცემ, ის, რაც "კილთან" მოხდა, ისევ განმეორდება.“
რა შემთხვევაში შედგება ხავი სიმონსის "ბაიერნში" ტრანსერი?
მიუხედავად იმისა, რომ ხავი სიმონსმა „ლაიფციგთან“ კონტრაქტი გააფორმა, ზაფხულში მისი წასვლა ისევ შესაძლებელია – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. 

თავად ფეხბურთელსაც ესმის, რომ „ბაიერნი“ მას ისევ განიხილავს. 

თუ ზაფხულში ვირცის ტრანსფერი არ შედგება, ებერლი სიმონსის დამატებას შეეცდება.
მუსიალა: "არცერთი ჩვენთაგანი არ არის ბედნიერი ამ გამარჯვებით"
ჯამალ მუსიალა: "არცერთი ჩვენთაგანი არ არის ბედნიერი, რომ აქ 4:3 მოვიგეთ.

უნდა გვქონდეს მენტალიტეტი, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში ვიმუშაოთ და თავიდან ავირიდოთ გაშვებული გოლები."

მუსიალას თქმით, "ბაიერნს" მეტი კონცენტრაცია და დაცვაში სტაბილურობა სჭირდება. მიუხედავად გამარჯვებისა, გუნდი უკმაყოფილოა იმით, რომ მეტოქეს სამი გოლის გატანის საშუალება მიეცა.

ახალგაზრდა გერმანელი ხაზს უსვამს, რომ "ბაიერნმა" 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალური ყურადღება უნდა შეინარჩუნოს, რათა მსგავსი სიტუაციები მომავალში არ განმეორდეს.
ბაიერნი - კილი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 18:30 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდება “კილს”.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია სასტარტო შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, გერეირო - კიმიხი, პავლოვიჩი - ოლისე, მუსიალა, კომანი - კეინი.
მატის ტელი პრემიერლიგისკენ - ვინ მოიგებს ბრძოლას?
მატის ტელი დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლით. 

ინგლისურ კლუბსაც სურს ტელის დამატება – მათი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ფრანგის დიდი გულშემატკივარია. 

თუმცა, „იუნაიტედი“ არ აპირებს იმდენი გადაიხადოს, რამდენსაც „ტოტენჰემი“ (€60მ). კომპრომისი შესაძლოა იყოს იჯარა გამოსყიდვის პუნქტით.
სელტიკი : ბაიერნი - შეხვედრების ოფიციალური განრიგი და დეტალები
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ოფიციალური განრიგი:

პირველი მატჩი:

სელტიკი - ბაიერნი, 12 თებერვალი, ოთხშაბათი, თბილისის დროით 00:00 - საათი.

მეორე მატჩი:

ბაიერნი - სელტიკი, 18 თებერვალი, სამშაბათი, თბილისის დროით 00:00 - საათი.

ბაიერნი შოტლანდიაში რთული მატჩისთვის ემზადება, ხოლო მიუნხენში ყველაფერი უნდა გადაწყდეს!
"მოუთმენლად ველით ამ მატჩს. მოდით დავდგათ შოუ!" - მიულერი წილისყრაზე
თომას მიულერი დღევანდელ წილისყრაზე:

"სელტიკის სტადიონზე არასოდეს მითამაშია, 2017 წლის ჯგუფურ ეტაპზეც არ ვიყავი იქ. 

სტადიონის ატმოსფერო დაუჯერებელი უნდა იყოს. მოუთმენლად ველით ამ მატჩს. 

დაპირისპირება სწრაფ ტემპში გაიმართება, რადგან ორი თამაში ზედიზედ თებერვალში გველის. მოდით, დავდგათ შოუ!
მაქს ებერლი: “სელტიკი განასახიერებს ბრძოლის სულისკვეთებას”
მაქს ბერლი: “ვისაც ფეხბურთი ესმის, ეცოდინება, რომ სელტიკ პარკი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული სტადიონია.

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ თამაშის და დაპირისპირებას ძლიერ მეტოქესთან.

სელტიკი განასახიერებს ბრძოლის სულისკვეთებას. ჩვენი მიზანი ცალსახად მერვედფინალში გასვლაა.”
"ბაიერნის" შემდეგი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკი" იქნება
ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე "ბაიერნს" შოტლანდიური "სელტიკი" შეხვდა!

ვენსან კომპანის გუნდი ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ "სელტიკი" არასდროს არის იოლი მეტოქე, განსაკუთრებით საკუთარ სტადიონზე, სადაც ატმოსფერო მეტოქეებისთვის ნამდვილ გამოცდად იქცევა.

"ბაიერნი" ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დახუროს ეს დუელი და მორიგ ეტაპზე გავიდეს.

პირველი მატჩი შოტლანდიაში, 11/12 თებერვალს გაიმართება.

მეორე კი მიუნხენში, ალიანც არენაზე 18/19 თებერვალს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0