თუ ჯერ კიდევ არ იცი, რა არის აჭარაბეთ არენა, ახლა საუკეთესო დროა, რომ გადმოხვიდე და თავად ნახო ყველაფერი! აქ დაგხვდება მრავალფეროვანი და საინტერესო კონტენტი, რაც ყველა გემოვნების მქონე გულშემატკივარს მოეწონება:
"ბაიერნმა" რეკორდული შემოსავლებისა და შთამბეჭდავი მოგების შემდეგ შესაძლოა მიმდინარე წელს ფინანსური ზარალი განიცადოს – შესაბამისად, ზედამხედველთა საბჭო ფინანსებსა და ებერლის შემდგომ ქმედებებს ძალიან ყურადღებით აკვირდება, რომელზეც მომდევნო კვირებში ზეწოლა გაიზრდება.
ებერლის მხრიდან ისეთი მოთამაშეებისთვის, როგორიც კიმიხია, ვადის დაუწესებლობა კლუბის შიგნით ასევე კრიტიკულად ფასდება. ასევე, კლუბის მიზანი იყო რამდენიმე მაღალი ხელფასის მქონე მოთამაშის (როგორებიც არიან გორეცკა და კომანი) გაყიდვა, რაც ებერლს ჯერჯერობით ვერ მოუხერხებია.
კლუბის შიგნით გარკვეული გაღიზიანებაა ებერლის მიმართ, განსაკუთრებით კონტრაქტების გახანგრძლივებისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის კუთხით. ამბობენ, რომ ებერლი მიდრეკილია ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებისკენ.
მანუელ ნოიერი: "ტოპ 8-ს ნამდვილად არ ვიმსახურებთ და ამიტომ გვიწევს პლეი ოფში თამაში."
კომპანი ნოიერის განცხადებაზე: "ჩვენ 8 მატჩიდან 6 უნდა მოგვეგო, მაგრამ მხოლოდ 5 მოვიგეთ. საბოლოოდ სამართლიანია. ვფიქრობ, ვცადეთ, მაგრამ ეს ფორმატი სწორედ ასეთი სიტუაციების შესაქმნელად არის დაპროექტებული.
ჩვენ ერთადერთი გუნდი არ ვართ, რომელსაც დამატებითი ორი მატჩის თამაში მოუწევს."
არსენალი ახალი თავდამსხმელის დამატებას გეგმავს და ტელი მათ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ მას რეგულარული სათამაშო დროის მიღებით განვითარება შეუძლია.
ფრანგი ფორვარდის ხელმისაწვდომობა არსენალისთვის მოულოდნელი სიახლე იყო, რადგან მისი უდიდესი ტალანტი აშკარაა. შესაბამისად, კლუბმა დაიწყო პოტენციური შეთანხმების განხილვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბაიერნი დათანხმდეს მის გაყიდვას.
მიუხედავად ამისა, ბაიერნს სურს ტელის შენარჩუნება, მაგრამ შესაძლოა ისეთი შეთანხმება ეძებოს, რომელიც მას საკმარის სათამაშო დროს მისცემს, ხოლო კლუბს მომავლისთვის მისი დაბრუნების შესაძლებლობას შეუნარჩუნებს.
ფლორიან ვირცის ლევერკუზენთან კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავაც მოსალოდნელია. მთავარი კითხვა ისაა, რა პირობებით.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვირცის მშობლებსა და ლევერკუზენის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები შედგა. ფეხბურთელს პრინციპში დარჩენა სურს, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები გამოსასყიდი თანხის შესახებ.
ვირცის ოჯახი ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მასში გამოსასყიდი თანხა ჩაიწერება.
ვირცის გარემოცვა ამ თანხის €100 მილიონს ითხოვს, მაშინ როცა ლევერკუზენი ფეხბურთელის გაშვებას €150 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს. სავარაუდოდ, €125 მილიონიანი კომპრომისი იქნება მიღწეული.
"ბაიერნი" ზაფხულში ახალი ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს. მაქს ებერლი კვლავ დარწმუნებულია ჯონათან ტას შესაძლებლობებში და სანამ მისი "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერი არ დადასტურდება, ის "ბაიერნისთვის" აქტუალურ თემად რჩება.
თუმცა, ის ფაქტი, რომ გასულ ზაფხულში ტრანსფერი 5 მილიონი ევროს სხვაობის გამო ჩაიშალა, ტასთვის მტკივნეული იყო. მან შიდა საუბრებში უკვე აცნობა ჩაბი ალონსოს, სიმონ როლფესსა და ფერნანდო კაროს, რომ მიუნხენში გადასვლა სურდა.
"ბაიერნის" უკან დახევამ მისი გეგმები ჩაშალა და ახლა მიუნხენში გადასვლის გადაწყვეტილება აღარ არის ძალაში.
ვლადიმერ ვაისი (სლოვან ბრატისლავას მწვრთნელი): “ბაიერნი ფეინოორდთან უკეთესი გუნდი იყო და ბევრი მომენტი ჰქონდა. მაგრამ ფეინოორდს დაუჯერებელი მეკარე ჰყავდა. ეს ხვალ ბაიერნისთვის არაფერი იქნება.
ისინი თითქმის დაუმარცხებლები არიან და ბოლო წლებში 11-ჯერ მოიგეს ტიტული.
ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ გუნდია და ფეინოორდთან დამარცხების შემდეგ კიდევ უფრო საშიში გახდება.”
თომას მიულერი კიმიხის განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ "ბაიერნი" ამჟამად ტოპ გუნდად არ ითვლება ევროპაში: "თუ ცხრილს შევხედავთ, მივხვდები, რასაც გულისხმობს ჯოში. ფეხბურთის მშვენიერება ისაა, რომ ტოპ გუნდი იანვარში კი არა, მაისში უნდა გამოვლინდნენ.
თუმცა, რა თქმა უნდა, გზადაგზაც ტოპ დონეზე უნდა იყოს თამაში."
ნაგელსმანმა ახალი კონტრაქტი გააფორმა მცირე ხელფასის ზრდით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროთი, და ახლა მისი შემოსავალი 7 მილიონ ევროს შეადგენს.
ანდრეას რეტიგმა, SPORTBILD-თან განაცხადა: „მოთხოვნა ტოპ მწვრთნელზე აღემატება მიწოდებას. მსგავს სიტუაციაში ეკონომიკურ მხარეს წინ არ ვაყენებთ. მან თქვა: ‘მე მზად ვარ ამისთვის სამუშაოდ.’ მას სხვა შეთავაზებები და შესაძლებლობები არც კი აინტერესებდა.”