bayern.ge სიახლეები გვერდი 410
ულრეიხი "აიაქსთან" მატჩზე: "მოგება შეგვეძლო"
"მიუნხენის ბაიერნი" ამხანაგურ შეხვედრაში "ალიანს არენაზე" "ამსტერდამის აიაქსს" დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა. მატჩი 2-2 დასრულდა. თავიდან ანგარიში ამსტერდამელებმა გახსნეს და ეს მათმა მაროკოემა ფეხბურთელმა ზაკარია ლაბიადმა გააკეთა, შემდეგ კი მიუნხენელთა მხრიდან მის გოლს მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა უპასუხა, მეორე ტაიმის სტარტზე კი ნიანზოუმ "ბაიერნი" წინ გაიყვანა, მაგრამ დანიელმა ვიქტორ იენსენმა მალევე, 50-ე წუთზე, მატჩის საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.
"ბაიერნი" ახალგაზრდა ბრაზილიელის დამატებას გეგმავსს
მიუხენის "ბაიერნი" ტრანსფერებში გააქტიურებას აპირებს და ერთ-ერთი სამიზნეც უკვე ცნობილი გახდა.

ამსტერდამის "აიაქსის" შემტევი, ბრაზილიელი ენტონი, "ბაიერნს" სურს და მის შესაძენად ნიდერლანდურ კლუბს უახლოეს დღეებში იმართავს.

21 წლის ნიჭიერ შემტევში გერმანელები 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ, რაც საკმაოდ კარგი შეთავაზება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ახლა ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი წევრია.
ნაგელსმანი: "ტრანსფერების ვერ განხორციელების მიზეზი სწორედ ეს არის"
იულიან ნაგელსმანმა "აიაქსთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოთამაშეებზე და ზოგად საკითხებზე ისაუბრა.

"ზოგადად ფეხბურთელების გამოყოფა არ მიყვარს, მაგრამ, რადგან არის შეკითხვები, მათ უნდა ვუპასუხო."

"ზირკესთან საუბარს არ ვაპირებ, იმედი მაქვს, ოფიციალურ მატჩებში ის უფრო სერიოზულად მოეკიდება საქმეს. მან იცის საკუთარი შეცდომის შესახებ და ვიცი, რომ გამოასწორებს."

"გნაბრი აუცილებლად დაისვენებს. მან შესაძლოა "გლადბახის" წინააღმდეგ 20 წუთი მაინც ითამაშოს, თუმცა სანაკრებო ტურნირზე თამაშის შემდგომ ჩვენმა ლიდერებმა აუცილებლად უნდა დაისვენონ."

"მაყურებლებიდან ყველაზე ხმაურიანები ისინი იყვნენ, ვინც ჩემს წარსულში დაბრუნებას სკანდირებდნენ. მე მესმის მათი, "ბაიერნი" და "1986" მტრობენ და შესაბამისად გულშემატკივრების ემოციაც ბუნებრივია. ცხოვრება ასეთია, ყველას ვერ ეყვარები, თუმცა ვცდილობ, რომ ტოლერანტი ვიყო."

"ტრანსფერებთან დაკავშირებით გერმანული კლუბები და ჩვენც სხვა ქვეყნის კლუბებს ვერ შევედრებით. სიმართლე ისაა, რომ სხვებს მეტი ფული აქვთ, რეკლამები, სატელევიზიო შოუები... მოკლედ პანდემიაც, რომ არ ყოფილიყო, ჩვენ მაინც ვერ გადავიხდიდით სხვებივით ასტრონომიულ თანხებს.", - განაცხადა ნაგელსმანმა.
"აიაქსთან" მატჩის დროს ნაგელსმანს "ბაიერნის" ულტრასებმა აგინეს
მოგეხსენებათ, დღეს მიუხენის "ბაიერნსა" და "აიაქსს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ეს იყო მეორე მატჩი მიუხენური გუნდისა ნაგელსმანის მეთაურობით.

მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა და შესაბმისად, ვერც ამ მატჩის მოგება შეძლო რეკორდმაისტერმა.

აღნიშნულ მატჩს 8500 მაყურებელი ესწრებოდა და განსაკუთრებული ამბავიც სწორედ გულშემატკივრებს ეხებათ. "ბაიერნის" განსაკუთრებულმა ფანებმა მატჩის დროს ახლადდანიშნულ ნაგელსმანს აგინეს.

ფანებს იულიანის "ჰოფენჰაიმში" დაბრუნება სურდათ და ამასვე სკანდირებდნენ: ""Nagelsmann, you pig, back to TSV." ის 2016 წლის თებერვალში დაინიშნა "ჰოფენჰაიმში" და იმავე სეზონში მისი გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა.
"ბაიერნი" 2:2 "აიაქსი" (სრული ვიდეომიმოხილვა)
ამხანაგურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ კარგი საყურებელი და უხვგოლიანი გამოდგა. "რეკორდმაისტერის" მხრიდან გოლები ჩუპო მოტინგმა და ტანგე ნიანზუმ გაიტანეს.

იხილეთ შეხვედრის საუკეთესო მომენტები.
საოცარი მომენტი - ზირკზემ 1 მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა (ვიდეო)
"ბაიერნისა" და ამსტერდამის "აიაქსის" ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ტაიმის ბოლო წუთებში იოზუა ზირკზემ საოცარი მომენტი ვერ გამოიყენა.

ახალგაზრდა ფორვარდს 1 მეტრიდან გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ უკან მყოფი მცველი დაეწია და მას ბურთი ააცალა.

იხილეთ ვიდეო.
ულრაიხის მძიმე შეცდომის შემდეგ "აიაქსმა" ანგარიში გახსნა (ვიდეო)
ამხანაგურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ამსტერდამის "აიაქსს" უპირისპირდება.

მატჩის მე-9 წუთზე ლაბიადმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. ნიდერლანდელებმა სვენ ულრაიხის შეცდომით ისარგებლეს.

იხილეთ ვიდეო.


"ბაიერნი" - "აიაქსი" სასტარტო შემადგენლობა
ამხანაგურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე იულიან ნაგელსმანმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

ულრაიხი - სტანიშიჩი, ნიანზუ, უპამეკანო - სარი, კუისენსი, რეინი, ომარ რიჩარდსი - სიები, ზირკზე, ჩუპო მოტინგი.
"ბაიერნი" და გორეცკა ხელფასზე ვერ თანხმდებიან - გერმანელს სხვაგან უკეთეს ხელფასს სთავაზობენ
26 წლის ნახევარმცველი ლეონ გორეცკა და "მიუნხენის ბაიერნი" ხელფასზე ვერ თანხმდებიან, როგორც გამოცემა Sport Bild  იუწყება გერმანელით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება, რომელიც გორეცკას მეტ გასარჯელოს სთავაზობს.
ნაგელსმანის დასაფასებელი საქციელი - რა გააკეთა "ბაიერნის" ახალმა მწვრთნელმა
"მიუნხენის ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, გუნდის ვარჯიშის შემდეგ ახალგაზრდა არმანდო ზიბთან ერთად მოედანზე დარჩა და ვარჯიში განაგრძო, გერმანელ სპეციალისტს 18 წლის ფეხბურთელი ბოლო რამდენიმე კვირის განვალობაში კარგ პერფორმანსს აჩვენებდა, რამაც მწვრთნელის დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ოფიციალურად: კომანის ახალი სათამაშო ნომერი ცნობილია
"მიუნხენი ბაიერნის" ფრანგმა ფეხბურთელმა, კინგსლი კიმანმა, სათამაშო ნომერი შეცვალა, ამიერიდან "რეკორდმაისტერის" ფორვარდი 29-ის ნაცვლად 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ნაგელსმანი: "უსაფუძვლო კრიტიკაზე მეცინება, ტიტულები არ მანაღვლებს"
მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მისი მისამართით გავრცელებულ კრიტიკას უპასუხა.

სპეციალისტს ხშირად ახსენებენ, რომ,,რეკორდმაისტერი'' უტიტულოდ ჩაიბარა, შესაბამისად მან განცხადებაც გააკეთა:

"ჩემზე როცა ამბობენ, რომ ჯერ კიდევ უტიტულოდ ვარ და"ბაიერნი" ისე ჩავიბარე მეცინება. მე არც "ბარსლეონაში" და არც "რეალში", შესაბამისად ეს კრიტიკა უსაფუძვლოა."

"როცა საკუთარ კარიერაზე ვფიქრობ, მინდა, მხოლოდ კარგ მწვრთნელს არ მიწოდებდნენ. მსურს, ჩემმა ფეხბურთელებმა თქვან, რომ კარგი ადამიანი ვიყავი, ტიტუელბი მტავარი არ არის.'' - განაცხადა ნაგელსმანმა.

იულიან ნაგელსმანი "ბაიერნში" დანიშვნამდე "ლაიფციგსა" და "ჰოფენჰაიმში" მუშაობდა. 
ჯერ ასეთი რამ არასდროს მომხდარა - ოქროს ბურთი ორ ფეხბურთელს გადაეცემა?
მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ ოქროს ბურთის წლევანდელ დაჯილდოეაბზე ჯერ არასდროს მოხმდარი რამ იგეგმება.

L'Équipe-ის ინფორმაციით, France Football-ი გეგმავს, რომ დეკემბერში ოქროს ბურთს ერთბაშად 2 მოთამაშეს გადასცემს. 2020 წლის გამარჯვებულს, რომელიც პანდემიის გამო დაიჩაგრა და რა თქმა უნდა, 2021 წლის ჯილდო წლევანდელ ფავორიტს.

ალბათ, არ იქნება რთული მისახვედრი, თუ ვინ იმსახურებდა წინა წელს ოქროს ბურთს ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე - დიახ, ეს, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკია. მან წინა სეზონში მოიგო ყველა საკლუბო ტიტული და არნახული სეზონი ჩაატარა.

წლეულს კი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში უპირობო ფავორიტად ლეო მესი სახელდება, რომელმაც კარიერაში პრიველად მოიგო დიდი სანაკრებო ტიტული, კოპა ამერიკა, გახდა ტურინირის საუკეთესო მოთამაშე, მეტიც ის შეჯიბრზე ყველა ასპექტში საუკეთესო გახლდათ. ეს ყველაფერი გასაოცარია. 
უარი "ჩელსის" - ლევანდოვსკი "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდისთვის დატოვებს
მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნის" გოლების მანაქნით "ლონდონის ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" სერიოზულად იყვნენ დაინტერსებულნი, რობერტ ლევანდოვსკი ამ ზაფხულს "რეკორდმაისტერს" არ დატოვებს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0