bayern.ge სიახლეები გვერდი 411
მოლაპარაკებები დაწყებულია - კიმიხი გაუმჯობესებულ კონტრაქტს ითხოვს
"მიუნხენის ბაიერნის" 26 წლის ნახევარმცველი, იოზუა კიმიხი, "რეკორდმაისტერში" თავისი ძველი კონტრაქტის პირობებზე ყოყმანობს და კლუბისგან უფრო მეტ გასამრჯელოს ითხოვს.
როგორი იქნება "ბაიერნის" შემადგენლობა ნაგელსმანის მეთაურობით
გერმანიის ბუნდესლიგა სტარტს 13 აგვისტოს "ბაიერნისა" და "მონხენგლადბახის ბორუსიას" დაპირისპირებით აიღებს, როგორც მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერმა" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი, გაუშვა, რომელიც გერმანიის ნაკრებს ჩაიბარებს, ხოლო მიუნხენურ კლუბს მომავალი სეზონიდან იულიან ნაგელსმანი უთავკაცებს.
"ბაიერნის" რადარზე "იუვენტუსის" ვარსკვლავი გამოჩნდა
ბრწყინვალედ ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ფედერიკო კიეზას სახელი პრესამ არაერთ ტოპ კლუბს დაუკავშირა.

კიეზასადმი ინტერესი თავიდანვე ორი გუნდმა გამოიჩინა - "ბაიერნმა" და "ჩელსიმ".  "არისტოკრატებმა" "ბებერ ქალბატონს" წინადადებითაც კი მიმართეს.

"ბიანკონერიმ" მტკიცე უარით გაისტუმრა ორივე კლუბი და იტალიური მხარე აცხადებს, რომ ფედერიკო არც ერთ შემთხვევაში არ გაიყიდება.

მასიმიალიანო ალეგრი თავის შეგირდზე ამყარებს ძალიან დიდ გეგმებს და მისი გაყიდვა არც მომავალში იქნება პრიორიტეტული.

ჩელსის მადა გაეხსნა - ინგლისელებს კომანის გარდა კიდევ ერთი ლიდერი სურთ
ლონდონური გუნდი "ბაიერნისთვის" საინტერესო შეთავაზებას გეგმავს. "ჩელსის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებით.

ლონდონელების 58 მილიონიანი შეთავაზებას აპირებენ გერმანელთათვის. ვინაიდან ლევანდოვსკი და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, "არისტოკრატები" სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდებიან.

"ჩელსი" დიდი ალბათობით ერლინგ ჰალანდის შეძენას ვერ შეძლებს, შესაბამისად, ისინი ლევანდოვსკიზე გადაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თავდამსხმელი იყო წინა სეზონში. ახლა უკვე გუნდი ჟირუმაც დატოვა და ტამი აბრაჰამიც ახლოსაა გუნდიდან წასვლასთან.
კომანის მოთხოვნები ახალი კონტრაქტისთვის ცნობილია
კინგსლი კომანი მის მომდევნო სეზონს დიდი ალბათობით მიუხენურ გუნდში ჩაატარებს.

კლუბსა და მოთამაშის მხარეს შორის მოლაპარაკებები ბოლოს ორი თვის წინ შედგა. 

კომანის აგენტს და თავად ფეხბურთელს, წელიწადში 13 მილიონი ევრო სურთ. ახლა ფეხბურთელის ხელფასი 9 მილიონ ევროს უდრის.

ვნახოთ, შეთანხმდებიან, თუ არა მხარეები და დარჩება, თუ არა კომანი "ბაიერნში".
როკას დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია
მოგეხსენებათ, ვარჯიშზე მიღებული დაზიანების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, მარკ როკამ ამხანაგური მატჩი უკვე გამოტოვა.

დღეს კი გამოცემა KICKER - მა გვამცნო სავარაუდო დაბრუნების თარიღი. მის მოედანზე ხილვას 8 კვირაში ვარაუდობენ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ესპანელი "გლადბახთან" ბუნდესლიგის გახსნით ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით მარკს ტერფის იოგების დაზიანება აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ ფორმაში დაბრუნების შემდეგ მალე შევა.
მანჩინი: "ვფიქრობ გერმანიის ნაკრები ინგლისთან გავარდნას არ იმსახურებდა"
რობერტო მანჩინი SPORT1- თან გერმანიის ანკრებზე საუბრობს. მან მათი წარუმატებლობის მიზეზზე ისაუბრა.

"გერმანელები ძალიან ძლიერები არიან, ძლიერი მოთამაშეებით, დიდებული მწვრთნელებით, თუმცა ვერ ვითარდებიან. არიან ერთი და იმავე პოზიციაზე უკვე 3 წელია."

"იოახიმ ლოვთან ერთად უძლიერეს ჯგუფში მოხვდნენ და ინგლისთან 1/8-ფინალში გავარდნენ. ჩემი აზრით გავარდნას არ იმსახურებდნენ, რადგან ნამდვილად კარგები იყვნენ.", - განაცხადა მანჩინიმ.
"ჩელსი" ოდოის დასათმობად მზადაა, მხოლოდ ერთი პირობით
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" საკმაოდ დიდი ხანია დაინტერესებულია ლონდონის "ჩელსის" ამომავალი ვარსკვლავის, კალუმ-ჰადსონ ოდოის დამატებით.

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, "არისტოკრატები" მზად არიან ახალგაზრდა გარემარბის დასათმობად, მხოლოდ ერთი პირობით. თუ თავის მხრივ "ბაიერნი" კინგსლი კომანს შეელევა.

"რეკორდმაისტერსა" და ფრანგ ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ჭიანურდება. ინგლისურ კლუბს კი იმედი აქვს, რომ ეს მათ წისქვილზე დაასხამს წყალს.

წყაროს ცნობით, "ჩელსი" მზად არის კომანის სანაცვლოდ ჰადსონ-ოდოი დათმოს და გარდა ამისა, გარკვეული თანხაც დაამატოს საჭიროების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ კომანს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისში ეწურება. 
"ბაიერნმა" დაცვის გასაძლიერებლად "ბარსელონას" მიმართა
"რეკორდმაისტერი" "ბარსელონას" დაუკავშირდა და კატალონიურ კლუბს დაცვის ერთ-ერთი მარჯვენა ფლანგელის იჯარით წამოყვანა სთხოვა. სულ სამი ვარიანტი განიხილება "ბაიერნისთვის" ყველაზე სასურველი სერხიო დესტია, შემდეგ ემერსონი მოდის და ბოლოს სერხი რობერტო.

ამჟამად არ არის ცნობილი თუ რომელი ფეხბურთელის გასხვისებას აპირებენ კატალონიელები გერმანიაში. მაგრამ "ბაიერნისთვის" ყველაზე ხელსაყრელი ახალგაზრდა და უნიჭიერესი სერხიო დესტია, რომლის ამ გუნდში გაბრწყინების შეთხვევაში შესაძლოა მიუნხენურმა კლუბმა მის გამოსყიდვაზეც იფიქროს.

შეგახსენებთ, "ბაიერნი" და "ბარსელონა" ბოლო ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე გადაეყარნენ და მატჩი "რეკორდმაისტერის" სასარგებლოდ, 8:2 დასრულდა.
დადასტურდა: რამდენი ადამიანი დაესწრება ბუნდესლიგის გახსნით მატჩს
როგორც მოგეხსენებათ, კოვიდის რეგულაციების გამო, წინა სეზონში, არამარტო გერმანიაში, არამედ მთელ მსოფიოში, ფეხბურთი უმაყურებლოდ მიმდინაროებდა.

მომდევნო სეზონიდან კი მაყურებლების დაბრუნება მოედნის ტრიბუნებზე უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

უკვე დადასტურებულია მაყურებლების რაოდენობაც.ბუნდესლიგის გახსნით მატჩს "გლადბახსა" და "ბაიერნს" შორის 23 000 ადამიანი დაესწრება.

მატჩი 13 აგვისტოს გაიმართება და მასპინძელი ბორუსია პარკი იქნება.
სია ცნობილია - "ბაიერნს" ზაფხულში 5 ფეხბურთელი დატოვებს
დღეს ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დიდი ალბათობით ამ სეზონში "ბაიერნის" ფეხბურთელები აღარ იქნებიან.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ბატისტა-მეიერი, კუისენსი და სარი ის ფეხბურთელები არიან ვის გაყიდვასაც აპირებს მიუხენური გუნდი.

რაც შეეხება, ტოლისოსა და ზირკზეს, გერმანეები მათ დიდი ალბათობით იჯარის წესით გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ ზირკზემ გასული სეზონი "პარმას" რიგებში გაატარა იჯარით.
ლაზარეთი იზრდება - რომელი ფეხბურთელები გამოაკლდება "ბაიერნს" პირველ ტურში
მიუხენურ გუნდში ლაზარეთი სამწუხაროდ იზრდება. მათ დიდი ალბათობით რამდენიმე ფეხბურთელი ბუნდესლიგის საწყის ტურშიც დააკლდებათ.

ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, დაადასტურა, რომ ალფონსო დევისი, ლუკას ერნანდესი და მარკო როკა გუდნთან ერთად ბუნდესლიგის დასაწყისში არ იქნებიან.

მარკო როკამ ტრამვა გუშინ მიიღო ვარჯიშისას, ლუკას ერნანდესმა ევრო 2020-ის მიმდინარეობისას, ალფონსო დევისმა კი წინა სეზონშივე მიიღო ტრამვა.



უპამეკანოს პირველი კომენტარი "ბაიერნში" დებიუტის შემდეგ
მოგეხსენებათ, ამ სატრნასფერო ფანჯრისას მიუხენელები "ლაიპციგის" მცველით უპამეკანოთი გაძლიერდნენ. მისი დებიუტი დღეს შედგა ამხანაგურ მატჩში "კიოლნის" წინააღმდეგ.

"ახალ გუნდში და გუნდელებთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ, მოედანზე კარგი კომუნიკაცია გვქონდა, რაც ძაიან მახარებს."

"ყველა თავს კარგად ვგრძნობთ, შედეგი ნამდვილად ცუდი იყო, თუმცა ჩვენ გვინდა და ვეცდებით, რომ შემდეგში ეს გამოვასწოროთ.", - განაცხადა უპამეკანომ.

მიუხენის "ბაიერნი" დღეს "კიოლნთან" 3-2 დამარცხდა.
ოფიციალურად: ბუნდესლიგამ 2 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო
გერმანიის ბუნდესლიგის ასოციაციამ 2 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

წინა სეზონში მწვრთნელებს უფლება ჰქონდათ, რომ მატჩის მიმდინარეობისას 5 ცვლილება გაეკეთებინათ, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ეს წესი წლევანდელ ბუნდესლიგის სეზონშიც იფუნქციონირებს. ვნახოთ რას ამბობს ამაზე "მიუნხენის ბაიერნის" თავკაცი, იულიან ნაგელსმანი:

"მე მივწერე და ველაპარაკე კიდევაც მათ, არ ვარ კონტრასტებისა და ჭორების მოყვარული, თავდაპირველად ყველაფერი დეტალურად განვიხილე ჩემს ახალ მოთამაშეებთან, ჩვენ პირისპირ ვიყავით და ყველაფერზე შევთანხმდით."

ხოლო რაც შეეხება მეორე წესს, ვიცით, რომ გასვლით მატჩებზე საყვარელი გუნდის გულშემატკივრები არ დაიშვებოდნენ ხოლმე, ბუნდესლიგამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე-3 ტურიდან ეს წესი შეცვალოს, რის შედეგადაც ფანებს შანსი ექნებათ გასვლაზეც უგულშემატკივრინ ფავორიტ კლუბს.
ალფონსო დეივისის დაბრუნების თარიღი ცნობილია
"რეკორდმაისტერის" კანადელი ფეხბურთელი, ალფონსო დევისი, ტრავმის მოშუშების ბოლო ფაზაშია, ის დღეს დილაადრიან სობენერ ტრასეზე შენიშნეს, სადაც შეხვდა და ესაუბრა "ბაიერნის" ახალ, თავკაცს, იულიან ნაგელსმანს.

აღნიშნულ ადგილას დევისი ყავარჯნებით გადაადგილდებოდა და მარცხენა ტერფი სრულად შეხვეული ჰქონდა.

ის ამ დაზიანების გამო კიდევ დაახლოებით 4 კვირას გამოტოვებს. სავარაუდოდ, კანადელს სეზონის საწყისი ტურების გამოტოვებაც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დეივისმა დაზიანება ეროვნული ნაკრების მატჩის მიმდინარეობის დროს მიიღო.
ზაჰავი კვლავ აჭიანურებს - "ბაიერნი" ლიდერის დაკარგვასთან ახლოსაა
"ბაიერნსა" და რობერტ ლევანდოვსკის შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე კვლავ ჭიანურდება.

"მიუნხენის ბაიერნი" კი მტკიცედ დგას იმ აზრზე, რომ პოლონელი ფეხბურთელი შეინარჩუნოს და მინიმუმ ამ ზაფხულს არ გაყიდოს. "რეკორდმაისტერიდან" ლევანდოვსკის  წასვლის ოპერაცია 74 წლის ებრაელმა აგენტმა ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში დაიწყო, მაშინ ფეხბურთელმა გაუშვა თავისი მრჩეველი ჩეზარი კუხარსკი და მთელი კარიერა ზაჰავის მიანდო.

როგორც ცნობილია, "ბაიერნსა" და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამ უკანასკნელს გაზრდილი ხელფასი სურს, რაზეც კლუბი არ თანხმდება.

შეგახსენებთ პოლონელმა გოლების მანაქნამ წლევანდელ ბუნდესლიგის სეზონში გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, მან  ერთ სეზონში 41 გოლი გაიტანა, საინტერესოა ისიც, რომ მან გერდს ტურის ბოლო მატჩში "აუგსბურგის" წინააღმდეგ 90-ე წუთზე გატანილი გოლით აჯობა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0