bayern.ge სიახლეები გვერდი 415
სუპერ დაპირისპირების მოლოდინში - ჩემპიონთა ლიგის კალათები ცნობილია
ევროპულ ჩემპიონატებსა და ჩემპიონთა ლიგაზე სეზონები დასრულდა და უკვე ვიცით იმ გუნდების უმრავლესობა, რომლებიც მომავალ წელს ევროტურნირებზე იასპარეზებენ.

ცნობილია იმ 16 კლუბის ვინაობა, რომლებიც პირველ და მეორე კალათებში იქნებიან განთესილები.

მოგეხსენებათ, პირველ კალათაში ტოპ ჩემპიონატებისა და ევროტურნირების გამარჯვებულები ხვდებიან, მათ შორის არის "ბაიერნიც". შესაბამისად, ამ კალათიდან მიუნხენურ გრანდს არცერთი გუნდი არ შეხვდება.

თუმცა, აღსანიშნავია მეორე კალათის შემადგენლობა, სადაც ისეთი გუნდები მოხვდნენ, როგორებიცაა "რეალი", "ბარსელონა", "იუვენტუსი", "პსჟ" და სხვები. შესაბამისად, "ბაიერნი" ამ კალათიდან ერთ-ერთ გრანდს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მესამე და მეოთხე კალათებს, აქ გუნდების დიდი რაოდენობა საკვალიფიკაციო ეტაპით შეივსება და შესაბამისად, ჯერ-ჯერობით საბოლოო სახე არ ვიცით.


"პსჟმ" "ბაიერნს" სატრანსფერო ბრძოლაში აჯობა
გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ "ბაიერნი" აჩრაფ ჰაკიმის დამატებით იყო დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს ტრანსფერი აღარ შედგება.

გამოცემა RMC-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" სატრანსფერო ბრძოლაში "პსჟსთან" დამარცხდა და ახალგაზრდა მცველი სწორედ პარიზულ კლუბს შეუერთდება.

წყაროს ცნობით, მთავარი პრობლემა სატრანსფერო ფასი გახლდათ. "ბაიერნს" ფასის შემცირება სურდა, პარიზელები კი 60 მილიონიან წინადადებას დათანხმდნენ.

შესაბამისად, ჰაკიმი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგდება.
ბოატენგი გაბრაზებულია - უპატივცემულობა ლიოვის მხრიდან
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი იოახიმ ლიოვის ქმედებებით გაბრაზებულია.

კერძოდ, წყაროს ცნობით, გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა ვეტერან მცველს გასულ პერიოდში არცერთხელ არ დაუკავშირდა.

ჟერომს იმედი ჰქონდა, რომ ის ბუნდესნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზე გაემგზავრებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.

გარდა ამისა, ბოატენგის სურვილი იყო, რომ ნაკრებიდან უარის შემთხვევაში ეს მისთვის პირადად ლიოვს ეცნობებინა და აეხსნა სიტუაცია, თუმცა, ამ უკანასკნელმა ეს არ მოიმოქმედა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ისთვის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ვეტერანი ფეხბურთელები, თომას მიულერი და მატს ჰუმელსი დაბრუნდნენ.
ჰიონესი: "დაივიწყეთ, ეს არცერთ შემთხვევაში არ მოხდება"
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა კლუბის სატრანსფერო გეგმებზე კომენტარი გააკეთა.

"ხმაურიანი ტრანსფერები მომავალ ზაფხულში არ იქნება. ეს უნდა დაივიწყოთ."

"აღნიშნული საკითხი აღმასრულებელმა საბჭომ გასულ შეხვედრაზე უკვე განიხილა და შეუძლებელია ეს მოხდეს. ამის შესახებ ნაგელსმანმაც იცის."

"მსოფლიო ფეხბურთში დიდი ფინანსური კრიზისია." - აცხადებს ჰიონესი.
ოფიციალურად: "ბაიერნმა" ზაფხულის მეორე ტრანსფერი განახორციელა
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა ზაფხულის მეორე ტრანსფერი დაადასტურა.

"რეკორდმაისტერის" რიგებს 23 წლის მარცხენა მცველი, ომარ რიჩარდსი შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ დრომდე "რედინგის" ღირსებას იცავდა და კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა კლუბი.

რიჩარდსმა "ბაიერნთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის გუნდში 3-ნომრიან მაისურს მიიღებს.
უდიდესი ცვლილება - UEFA მნიშვნელოვანი წესის გაუქმებას აპირებს
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, UEFA ფეხბურთში მნიშვნელოვანი ცვლილების გაკეთებას აპირებს.

ჩემპიონთა ლიგის 56-წლიანი ისტორიის მანძილზე, შესაძლოა პირველად ვიხილოთ ტურნირი გასვლაზე გატანილი გოლის წესის გარეშე.

მოგეხსენებათ, ამჟამად გასვლაზე გატანილი გოლი გაცილებით ძვირად ფასობს და ორმატჩიან დაპირისპირებაში ფრედ დასრულების შემთხვევაში სწორედ იმ გუნდს ენიჭება უპირატესობა, რომელმაც უფრო მეტი გოლი გაიტანა სტუმრად.

თუმცა, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში მიიჩნევენ, რომ ეს წესი ძალიან მოძველებულია და ის უნდა გაუქმდეს.

როგორც ცნობილია, პარასკევს UEFA-ს აღმასკომის სხდომა გაიმართება და სწორედ აქ განიხილება ხსენებული საკითხი.
"ბაიერნი" "ბარსელონას" ვარსკვლავის ტრანსფერით დაინტერესდა
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი გამოჩნდა.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერს" უკვე დიდი ხანია ახალი ცენტრალური ნახევარმცველის დამატება სურს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ჯინი ვეინალდუმი განიხილებოდა.

თუმცა, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა საბოლოო არჩევანი "ბარსელონაზე" შეაჩერა და შესაბამისად, კლუბს ახალი ვარიანტის ძიება უწევს.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბაიერნის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ პიანიჩი იქნება.

ბოსნიელს "ბარსელონას" რიგებში საკმაოდ მცირე სათამაშო დრო აქვს, რაც მისი წასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

წყაროს ცნობით, პიანიჩის ტრანსფერ "ბაიერნის" გარდა ასევე "პსჟს", "ჩელსის" და რამდენიმე იტალიურ კლუბს სურთ.
მიულერის მეუღლე ლევანდოვსკის: "გერდი აუცილებლად გკითხავდა - გაგიჟდი?!"
გერდ მიულერის მეუღლემ, უში მიულერმა რობერტ ლევანდოვსკის მიერ რეკორდის მოხსნის შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით. ორი ფეხბურთელი 40 გოლით არ იქნებოდა კარგი."

"შუმახერი, ფელპსი, ბოლტი, ყველა ადამიანის რეკორდი ადრე თუ გვიან იმხობა. გერდმა ეს რეკორდი 50 წელი შეინარჩუნა."

გარდა ამისა, მიულერის მეუღლემ თავად ლევანდოვსკისთანაც გაისაუბრა და ამ სიტყვებით მიმართა:

"ძალიან ბევრი შანსი გქონდა. ერთ მომენტში ისიც ვიფიქრე, რომ სპეციალურად არ გაგქონდა გოლი. გერდი გეტყოდა: "გაგიჟდი? თუ გოლის გატანა შეგიძლია, ეს გააკეთე. მე პირველ ადგილზე არ უნდა დამტოვო." - უთხრა მიულერის მეუღლემ ლევანდოვსკის.
გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია
გერმანული ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

აღნიშნული ტიტული დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერს, ერლინ ჰოლანდს ერგო, რომელმაც გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა.

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 27 გოლის გატანა მოახერხა.

ბომბარდირთა სიაში ჰოლანდი რობერტ ლევანდოვსკისა და ანდრე სილვას შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.
ფლიკი: "ვაპირებ, რომ ჩემი იდეები დავნერგო გერმანიის ნაკრებში"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გერმანიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

"ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, თუმცა, მოხარული ვარ, რომ შემოდგომიდან ბუნდესნაკრების გაწვრთნას მოვახერხებ."

"სეზონი "ბაიერნში" სულ ახლახანს დამთავრდა და გასულ ორ წელიწადს ჯერ კიდევ დიდი ზეგავლენა აქვს ჩემზე."

"ვაპირებ, რომ ჩემი იდეები როგორც ეროვნულ ნაკრებს, ასევე ახალგაზრდულ გუნდებს გავუზიარო. თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატია და არა ის, თუ რა მოხდება შემოდგომით."

"ოლივერ ბირჰოფთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის შედეგად შევძლებთ ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგების მიღებას."

"იოახიმ ლიოვს წარმატებას ვუსურვებ მომავალ ტურნირზე. მან დაიმსახურა, რომ ბოლო ტურნირზე წარმატებით ათამაშოს ნაკრები." - აცხადებს ფლიკი.
ნოიერის გარეშე, ლევანდოვსკისთან ერთად - სეზონის საუკეთესო შემადგენლობა ცნობილია
პორტალმა whoscored წარმოადგინა სეზონის სიმბოლური გუნდი,რომელიც შედგება მხოლოდ ტოპ ჩემპიონატების ფეხბურთელებისგან. (პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A,  ლიგა 1 და პორტუგალიის პრიმეირა ლიგა)

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლეონელ მესის, ერგო მან 8,5 შეფასება დაიმსახურა. მეორე ადგილზე გავიდა"ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი 8,1 შეფასებით. მესამე ადგილს ინაწილებენ კილიან მბაპე და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი, კევინ დებრუინი, მათ ორივემ 7,7 შეფასება მიიღეს.

საერთოდ კი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის სეზონის გუნდი ასე გამოიყურება: მეკარე, ემილიანო მარტინესი ("ასტონ ვილა"), მცველები: ჟოაო კანსელო ("მანჩესტერ სიტი"), მატს ჰუმელსი (დორტმუნდის "ბორუსია"), ვილი ორბანი ("ლაიფციგი"), ტეო ერნანდესი ("მილანი"), ცენტრში: კევინ დებრუინი ("მანჩესტერ სიტი"), და იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ფლანგებზე: ხერარდ მორენო ("ვილიარეალი"), კილიან მბაპე ("პსჟ") ფორვარდები: ლეონელ მესი ("ბარსელონა"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი").


ალაბას შემდეგ კიდევ ერთი. "ბაიერნის" ვარსკვლავი ხელფასის გაზრდას ითხოვს
მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნს", შესაძლოა, სერიოზული საფიქრალი გაუჩნდეს.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ხელფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დავიდ ალაბას შემდეგ, შესაძლოა, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს კლუბი.

კერძოდ, საუბარია კინგსლი კომანიზე, რომელიც ანაზღაურების სახით 16-17 მილიონ ევროს ითხოვს წელიწადში.

ამჟამად ფრანგის ხელფასი 9 მილიონ ევროს შეადგენს. მას კი სურს, რომ კლუბის სხვა ლიდერების მსგავსი თანხა მიიღოს.

კომანს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და "ბაიეერნში" მალევე მოუწევთ მის განახლებაზე ზრუნვა.
მიულერი ალაბას: "ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე უკანალში წიხლს მიიღებ"
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს დავიდ ალაბა დატოვებს.

ავსტრიელ მცველს ვიდეო მიმართვით "რეკორდმაისტერის" ლიდერი, თომას მიულერი გამოემშვიდობა.

"ნამდვილად არ ვიცი რომელ კლუბში აპირებ კარიერის გაგრძელებას, თუმცა, შემიძლია გითხრა რომ ამას აუცილებლად ინანებ."

"თუ ჩვენი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ უკანალში წიხლს მიიღებ." - იხუმრა თომასმა.
ფლიკმა მომავალი გუნდი დაადასტურა: "მცირე დეტალები დარჩა მოსაგვარებელი"
მიუნხენიის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი - შესაძლოა ბუნდესნაკრების თავკაცად ვიხილოთ.

ბოლო 15 წლის განმავლოაში გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთელი არ შეცვლილა და ეს შესაძლოა ახლა მოხდეს. ფლიკი 2006-14 წლებში ლიოვის თანაშემწედ მუშაობდა.

"ყველამ იცის თუ რას ვგრძნობ გერმანიის ნაკრების მიმართ, მცირე დეტალებია მოსაგვარებელი, რომლებიც თუ ორივე მხარისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა ოფიციალური განცხადებაც მალე ცნობილი გახდება" ამბობს ჰანსი ფლიკი.

56 წლის ჰანსი ფლიკმა "ბაიერნთან" ერთად "ტრებლი" მოიგო, ხოლო თავიდან კი მიუნხენურ კლუბშიც ნიკო კოვაჩის თანაშემწის პოზიციას იკავებდა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები - რომელ ადგილზე გავიდა ლევანდოვსკი
გამოცემა Onze Mondial-მა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

პირველი ადგილი მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ქარიმ ბენზემამ დაიკავა, რომელმაც ხმების 47% მიიღო და საგრძნობლად გაასწრო მეორეზე გასულ ლეო მესის.

მესამე ადგილი მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, რომელმაც 11% მიიღო.

ათეულში "რეკორდმაისტერის" მხრიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხვდა. იოზუა კიმიხმა მე-7 პოზიცია დაიკავა.

საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0