bayern.ge სიახლეები გვერდი 418
"OLÉ, OLÉ, OLÉ" - როგორ იზეიმა ჩემპიონობა გუნდმა (ვიდეო)
გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

გთავაზობთ "გლადბახთან" მატჩის შემდგომ კადრებს, სადაც "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელები ჩემპიონობას ზეიმობენ.
"ბაიერნი" 6:0 "გლადბახი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში გლადბახის "ბორუსია" მიიღო და ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა. პოლონელ თავდამსხმელს 1 გოლი აკლია გერდ მიულერის რეკორდამდე.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

ლევანდოვსკიმ ულამაზესი მაკრატელა დარტყმით დუბლი გაიფორმა (ვიდეო)
რობერტ ლევანდოვსკიმ "გლადბახთან" მატჩის 34-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

იხილეთ ვიდეო.
ლევანდოვსკიმ ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნისა" და გლადბახის "ბორუსიას" დაპირისპირების მე-2 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა.

იხილეთ ვიდეო.
მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ჩემპიონია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიამ" საკუთარ კედლებში "ლაიფციგი" მიიღო და ანგარიშით 3:2 იმარჯვა.

ამ მარცხის შემდეგ, "ლაიფციგს" 64 ქულა დარჩა, "ბაიერნთან" სხვაობა კი 2 ტურით ადრე 7 ქულას შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ჰანს ფლიკის გუნდმა ვადაზე ადრე გაიფორმა ტიტული.

"რეკორდმაისტერმა" ზედიზედ მეცხრედ, ისტორიაში კი 30-ედ მოიგო ბუნდესლიგის ჩემპიონატი და მომავალი სეზონიდან გუნდის გერბს მეექვსე ვარსკვლავი შეემატება.


"ბაიერნი" - "გლადბახი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" გლადბახის "ბორუსიას" შეხვდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის:

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ნაგელსმანმა ახალი ტაქტიკისთვის პირველი ტრანსფერი აარჩია
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა საზაფხულო ტრანსფერი უკვე დაგეგმა.

როგორც ცნობილია, კლუბის პირველი სამიზნე ზაფხულში მილანის "ინტერის" განაპირა მცველი, აჩრაფ ჰაკიმი იქნება.

მაროკოელი ფეხბურთელი იდეალურად ერგება ნაგელსმანის სამ მცველიან ტაქტიკას, სადაც ფლანგის მცველებს შეტევაში დიდი როლი ენიჭებათ, სწორედ ამიტომ, აჩრაფი კლუბის მთავარი სამიზნე იქნება.

გერმანული გამოცემა BILD-ის ცნობით, ნაგელსმანს, განსხვავებით ჰანსი ფლიკისგან, ჰასან სალიჰამიჯიჩის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს ტრანსფერებში და მისი ყველა სატრანსფერო სურვილის ასრულებას ეცდება.

შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში "ბაიერნის" მხრიდან არაერთი ტრანსფერი ვიხილოთ.
ხავი მარტინესი "ბაიერნს" ისტორიაში საუკეთესოს სახელით ტოვებს
სულ ცოტა ხნის წინ ხავი მარტინესმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს ტოვებს.

საინტერესოა, რომ ესპანელი ნახევარმცველი კლუბს ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესოს სახელით ტოვებს.

კერძოდ, 32 წლის ფეხბურთელს ტურნირის ისტორიაში ყველაზე მაღალი მოგებების პროცენტული მაჩვენელები აქვს.

მარტინესმა ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების 82% მოიგო, მსგავსი მაჩვენებელი კი არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

საინტერესოა, რომ ამ სტატისტიკის საუკეთესო ხუთეულში მთლიანად "ბაიერნის" ფეხბურთელები შედიან:


"ბაიერნის" სავარაუდო შემადგენლობა ნაგელსმანის ხელმძღვანელობით
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იულიან ნაგელსმანი დაიკავებს.

ცნობილი ფაქტია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის საყვარელი სათამაშო სქემა სამ მცველიანი ტაქტიკაა.

"ბაიერნის" ამჟამინდელი შემადგენლობის გათვალისწინებით, არის შესაძლებელი, რომ კლუბმა მომდევნო სეზონში 3-4-2-1 ტაქტიკით ითამაშოს. თუმცა, სავარაუდოდ, "რეკორდმაისტერს" ამ სქემაზე გადასაწყობად მაინც დასჭირდება გარკვეული ტრანსფერები.

თუმცა, საინტერესოა, როგორი თერთმეტეული გამოვიდოდა ხსენებულ ტაქტიკაში ამჟამინდელი შემადგენლობით. ბუნდესლიგის გვერდმა კი სავარაუდო ვარიანტი შემოგვთავაზა:


კვარაცხელიასთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გერმანული გრანდი ჩაერთო
ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესი ევროპული გრანდების მხრიდან კიდევ უფრო მეტად იზრდება.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად 20 წლის გარემარბის შეძენის მიუნხენგლადბახის "ბორუსია" დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, ბუნდესლიგის კლუბში ქართველი ვინგერის პროგრესით და ნაჩვენები თამაშებით მოხიბლულები არიან და ოფიციალური შეთავაზების გასაკეთებლადაც ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენა ასევე "იუვენტუსს", "ბაიერნს", "მილანსა" და რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს.
მოურინიო: "სწორედ ამის გამო ბუნდესლიგაში არასდროს ვიმუშავებ"
ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გერმანიის ბუნდესლიგა გააკრიტიკა.

"გერმანიასა და საფრანგეთში, თუ გუნდ A-ში ("ბაიერნი") ან გუნდ B-ში ("პსჟ") წახვალ, უკვე იცი, რომ შენი მომავალი დაწერილია."

"რაც შეეხება ინგლისს, აქ კონკურენცია უმაღლეს დონეზეა. ეს მიზიდავს ყველაზე მეტად."

"სწორედ ამიტომ, არასდროს ვაპირებ ისეთ ქვეყანაში წასვლას, სადაც ზეწოლა არ არსებობს." - აცხადებს მოურინიო.
ნაგელსმანის პირველი სატრანსფერო მოთხოვნა ცნობილია
Anfield Watch-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ „ლივერპულის“ ვარსკვლავის, ჯორჯინიო ვეინალდუმისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

როგორც ირკვევა, მიუნხენელების ახალი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, ნიდერლანდელი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და გერმანულ გრანდში მისი ხილვა სურს. 

ვეინალდუმისთვის საკმაოდ დიდი ბრძოლაა გაჩაღებული- 30 წლის ნახევარმცველის ყიდვა კატალონიის „ბარსელონას“, მილანის „ინტერს“, ტურინის „იუვენტუსსა“ და ახლა უკვე „რეკორდმაისტერსაც“ სურთ. 

აღსანიშნავია, რომ ჯინის მოთხოვნა საკმაოდ მაღალი ხელფასია, რაც თითოეულ გუნდთან მოლაპარაკებების პროცესს ართულებს.
"ბაიერნის" მომავალი სეზონის მე-3 ფორმა ცნობილია (ფოტოები)
ინტერნეტსივრცეში მიუნხენის "ბაიერნის" 2021/22 წლების სეზონის მესამე ფორმის ფოტოები გავრცელდა.

"რეკორდმაისტერის" ეს მაისური საკმაოდ ორიგინალურია და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი დიზაინი კლუბს ისტორიაში არ ჰქონია.

მაისური თეთრია და მასზე ბავარიის მთების კონტურები იქნება დატანილი.

იხილეთ ფოტოები:

"ჩელსის" რადარზე "ბაიერნის" სუპერვარსკვლავი გამოჩნდა
ლონდონის "ჩელსი" მიუნხენის "ბაიერნის" სუპერვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებით დაინტერესდა.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდის თაობაზე "არისტოკრატები" უკვე დაუკავშირდნენ კლუბს, თუმცა, მალევე მიიღეს უარი.

წყაროს ცნობით, "ბაიერნი" მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდება ლევანდოვსკის გაშვებაზე, თუ კლუბი ერლინ ჰოლანდს შეიძენს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი პოლონელის გაყიდვის ალბათობა ძალიან მცირეა.

როგორც ცნობილია, ლევანდოვსკის დამატება "ჩელსის" გარდა ასევე სხვა რამდენიმე ევროპულ გრანდსაც სურდა, თუმცა, ყველა შემთხვევაში კლუბმა შეთავაზება დაბლოკა.
ნაგელსმანის პირველი კომენტარი "ბაიერნში" დანიშვნის შემდეგ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ იულიან ნაგელსმანმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"საიდუმლო არ არის, რომ "ბაიერნის" რიგებში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. ეს უდიდესი გამოწვევაა ჩემს კარიერაში."

"მსურს მადლობა გადავუხადო ოლივერ მინცლაფსა და მთელ "ლაიფციგის" ხელმძღვანელობას, რომელმაც იდეალური გამოსავალი იპოვა შექმნილი სიტუაციიდან და მომცა ჩემი სურვილების განხორციელების შანსი."

"ჯერ კიდევ ადრეა დასამშვიდობებელი სიტყვის თქმისთვის, რადგან "ლაიფციგში" ყველაფერი არ დამთავრებულა. მართალია, ჩემი მისია აქ ზაფხულში მთავრდება, მაგრამ, ამ დრომდე ყველაფერს გავაკეთებ კლუბის წარმატებისთვის." - აცხადებს ნაგელსმანი.
სალიჰამიჯიჩი: "მსურს ფლიკს წარმატებები ვუსურვო კარიერაში"
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ნაგელსმანთან მოლაპარაკებები ძალიან გუნდურად და კონსტრუქციულად წარიმართა. დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად გუნდს დიდი თავგადასავალი ელოდება."

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჰანს ფლიკს. ჩვენ არაერთი გამარჯვება ვიზეიმეთ მასთან ერთად. 2020 წელს ტრებლის მოგება კი ამის დაგვირგვინება იყო."

"ეს წარმატებები მუდამ იქნება ფლიკის სახელთან დაკავშირებული. მსურს მას წარმატებები ვუსურვო სამომავლო კარიერაში." - აცხადებს სალიჰამიჯიჩI.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0