bayern.ge სიახლეები გვერდი 419
ოფიციალურად: ნაგელსმანი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელად დაინიშნა
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს იულიან ნაგელსმანი გაუძღვება.

"ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლის 30 ივნისიდან იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს. მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2026 წლამდე დარჩება."

"ჰანს ფლიკთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვეტილია." - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, "ბაიერნი" ნაგელსმანის კონტრაქტის გამოსასყიდად 25 მილიონ ევროს გადაიხდის.
რას ამბობდა ნაგელსმანი "ბაიერნზე" 2017 წელს
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "ბაიერნი" დღეს ოფიციალურად დაადასტურებს იულიან ნაგელსმანის მიუნხენურ გრანდში გადმობარგებას.

ჟურნალისტებმა კი ახალგაზრდა სპეციალისტის 2017 წლის ინტერვიუ გაიხსენეს, სადაც ის ჯერ კიდე "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი იყო.

"ჩემი ცხოვრებით ბედნიერი ვარ, თუმცა, თუ ოდესმე მომეცემა "ბაიერნის" გაწვრთნის შანსი, მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები." - განაცხადა ნაგელსმანმა.
ჰაინკესი: "ეს სამეული ნახევარდაცვის ისტორიაში საუკეთესოა"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვის სამეული დაასახელა.

"ხავი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას მინდორზეც და მის გარეთაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა."

"ვფიქრობ, ხავის, ინიესტას და ბუსკეტსის ტრიომ ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზი ჩამოაყალიბეს."

"ხავის მსგავსი ფეხბურთელის პოვნა ძალიან რთულია. ის თამაშის ტემპს სრულად წარმართავდა. მესის პროგრესში უდიდესი როლი სწორედ მან ითამაშა." - აცხადებს ჰაინკესი.
ზაფხულში "ბაიერნი" ახალ სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს... მწვრთნელებს შორის
დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს.

საინტერესოა, რომ 33 წლის სპეციალისტის დამატებით "რეკორდმაისტერი" ახალ სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს, მწვრთნელებს შორის.

კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ კლუბი "ლაიფციგის" მიერ მოთხოვნილ ნაგელსმანის გამოსასყიდ თანხას, 25 მილიონ ევროს გადაიხდის, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი საფასური იქნება.

ამ დრომდე ყველაზე დიდი თანხა მწვრთნელის კონტრაქტის გამოსასყიდად "ჩელსის" ჰქონდა გადახდილი. 2011 წელს კლუბმა ვილაშ ბოაშის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ფლიკის კონტრაქტის გამოსასყიდად საინტერესო ხერხს
მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს ფლიკი დატოვებს. სავარაუდოდ, ის გერმანიის ნაკრებს შეუერთდება.

მთავარი პრობლემა ფლიკის კონტრაქტია, რომელიც მას კლუბთან 2023 წლამდე აკავშირებს. წყაროების ცნობით, "რეკორდმაისტერი" მის გასაწყვეტად 7 მილიონ ევროს ითხოვს, ბუნდესნაკრები კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში 53 წლის სპეციალისტის კონტრაქტის გამოსასყიდად საინტერესო ხერხს მიაგნეს - ამხანაგური მატჩის გამართვა.

კერძოდ, საზაფხულო შესვენების დროს გერმანიის ნაკრები და მიუნხენის "ბაიერნი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბილეთებისა და ტრანსლირების უფლებიდან შემოსულ ფულს კი "რეკორდმაისტერი" მიიღებს.

როგორც ცნობილია, მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა, ლეროი სანე და ნიკლას ზულე ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო ტაიმს ჩაატარებენ.
Sky: "ბაიერნის" მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
გერმანული გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი მთავარი მწვრთნელის ბედი უკვე გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" დიდი ხანია იულიან ნაგელსმანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და შეთანხმებაც სულ მალე შედგება.

როგორც ცნობილია, დაახლოებით 48 საათის განმავლობაში კლუბი უკვე ოფიციალურად დაადასტურებს, რომ მომავალი სეზონიდან "ბაიერნს" 33 წლის სპეციალისტი ჩაიბარებს.

მიუნხენელები ნაგელსმანის სანაცვლოდ "ლაიფციგს" 25 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ჰაინერი: "მომავალ სეზონში "ბაიერნს" შესანიშნავი მწვრთნელი ეყოლება"
მას შემდგომ, რაც ჰანსი ფლიკმა მიუნხენის "ბაიერნიდან" წასვლა დააანონსა, არ წყდება საუბრები მის პოტენციურ შემცვლელთან დაკავშირებით.

გერმანულმა გამოცემა BR24-მა ჰერბერტ ჰაინერს კითხვა დაუსვა იმის შესახებ, გაწვრთნის თუ არა "რეკორდმაისტერს" იულიან ნაგელსმანი, რაზეც ჰაინერმა ორაზროვანი პასუხი გასცა.

"ბაიერნი ყველა ადამიანისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილია. დამერწმუნეთ, ჩვენს გუნდს მომავალ სეზონშიც შესანიშნავი მწვრთნელი ეყოლება." - აცხადებს ჰაინერი.
ლევანდოვსკი: "ამ დრომდე კარიერის დასრულებას არ ვაპირებ"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა.

"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და მსურს, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს."

"ვფიქრობ, კიდევ 5 წლის განმავლობაში შემიძლია უმაღლეს დონეზე დავრჩე. ამ დრომდე კარიერის დასრულებას არ ვაპირებ." - აცხადებს ლევანდოვსკი.
"ბაიერნის" მომავალი სეზონის საშინაო ფორმა ცნობილია (ფოტოები)
სოციალურ ქსელებში მიუნხენის "ბაიერნის" 2021/22 წლების სეზონის საშინაო ფორმის ფოტოები გავრცელდა.

მიმდინარე სეზონისგან განსხვავებით, მომავალი სეზონის ფორმაში შუა, მკრთალი ხაზები გამქრალია. გარდა ამისა, მხრების ადგილზე ადიდასის თეთრი ხაზები არის დამატებული.

იხილეთ ფოტოები:



ეს კი შესადარებლად მიმდინარე სეზონის ფორმა:
რუმენიგე ადასტურებს - ფლიკის დარჩენის შანსი კვლავ არსებობს
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჰანსი ფლიკის წასვლის თაობაზე ისაუბრა.

"ვადასტურებ, ფლიკმა მართლაც გვითხრა, რომ მას კლუბიდან წასვლა სურს, თუმცა, შევთანხმდით, რომ "მაინცთან" მატჩის შემდეგ სასაუბროდ დავსხდებოდით."

"ერთი რამ ნათელია. თუ მის მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ, ისეთი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რომლითაც ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება."

"მაინცთან მატჩის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში მატჩების ჩატარება არ გვიწევს. ეს დიდი დროა."

"ჯერ-ჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია. მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას გულშემატკივრები გაიგებენ." - აცხადებს რუმენიგე.
რამდენი გოლი აკლია ლევანდოვსკის გერდ მიულერის რეკორდამდე
გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "მაინცს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან ერთადერთი გოლი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

პოლონელს ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონში უკვე 36 გოლი აქვს გატანილი. ყველა დროის რეკორდი კი სწორედ ზემოხსენებულ ფეხბურთელს ეკუთვნის, რომელმაც 1971/72 წლების სეზონში 40 გოლი გაიტანა.

შესაბამისად, დარჩენილ 3 ტურში ლევანდოვსკის 4 გოლი სჭირდება ხსენებული შედეგის გასამეორებლად. 5 გოლის შემთხვევაში კი ახალ რეკორდს დაამყარებს.
ფლიკი: "ჩვენი ფეხბურთელები ძალიან გადაღლილები არიან"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "მაინცთან" მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"პირველ რიგში, კომპლიმენტები ჩვენს დღევანდელ მეტოქეს. მათ სწრაფი გოლები გაიტანეს და კარი ძალიან კარგად დაიცვეს. პირველ ტაიმში ვერაფერი შევძელით."

"მეორე ტაიმში შედარებით უკეთესად ავთამაშდით, თუმცა, გუნდს გადაღლა ეტყობოდა, ეს უნდა გაიგოთ. საკმარისად ძლიერები არ აღმოვჩნდით."

"ყველა თამაშის მოგება გვსურს, დღესაც ეს იყო მიზანი. მაგრამ, საკუთარი თავი კარგად ვერ წარმოვაჩინეთ და ამას უნდა შევეგუოთ."

"გავიფორმებთ თუ არა ხვალ ტიტულს? სხვა გუნდების მატჩებზე არასდროს ვფიქრობ. ჩემი საფიქრალი მხოლოდ "ბაიერნის" მომავალი მატჩებია." - აცხადებს ფლიკი.
ნოიერის საოცარი შეცდომის შემდეგ "მაინცი" დაწინაურდა (ვიდეო)
"მაინცისა" და "ბაიერნის" შეხვედრის საწყის წუთებში მანუელ ნოიერის შეცდომით მასპინძლები დაწინაურდნენ.

იხილეთ ვიდეო.
"მაინცი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "მაინცს" დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
რაკიტიჩი: "2019 წელს "ბაიერნში" ტრანსფერი მის გამო ჩაიშალა"
ანდალუსიის "სევილიას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ მას მიუნხენის "ბაიერნში" თამაშის შანსი ჰქონდა.

"ბაიერნს ჩემი ტრანსფერი შესთავაზეს 2019 წელს, თუმცა, მე ეს არ ვიცოდი. სამწუხაროა, რომ სალიჰამიჯიჩმა ეს წინადადება უარით გაისტუმრა. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ნოიერთან ერთად."

"ამ კლუბში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია. გასული წლების მანძილზე "ბაიერნმა" დიდი პროგრესი განიცადა. ამის შემხედვარე მხოლოდ შეგიძლია მიულოცო ამ წარმატების შემოქმედებს."

"ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის მიუხედავად "ბაიერნი" ევროპის საუკეთესო კლუბია. სამწუხაროა, რომ ამ გუნდში თამაშის საშუალება არ მომეცა." - აცხადებს რაკიტიჩი.
ფლიკი სალიჰამიჯიჩზე: "ყველაფერს აქვს საზღვრები"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "მაინცთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ბუნდესლიგაში 34 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე ყოფნა დიდი პატივია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია ყველა მონაწილე გუნდისთვის."

"ლევანდოვსკის დიდი მიზანი აქვს, გერდ მიულერის რეკორდის მოხსნა. ის, გორეცკა და გნაბრი გუნდს დაუბრუნდნენ. შემადგნელობა ეტაპობრივად ივსება."

"მაინცთან მატჩის შემდეგ ორკვირიანი პაუზა გვაქვს. ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცემათ. გადაბმულად ამდენი თამაშის ჩატარების შემდეგ ეს საჭირო იყო."

"რუმენიგეს დიდი გამოცდილება აქვს. ის იმსახურებდა UEFA-ში მსგავს თანამდებობას."

"ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები. ოჯახის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ჩემსა და სალიჰამიჯიჩს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. მან უდიდესი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში."

"ტიტულის შენარჩუნება ჩვენი მიზანია, თუმცა, "მაინცმა" ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა ბოლო ტურებში." - აცხადებს ფლიკი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0