bayern.ge სიახლეები გვერდი 421
რომელი კლუბები ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში
დღეს UEFA-მ ოფიციალურად გადაწყვიტა, რომ ის კლუბები, რომლებიც ევროპის სუპერლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, UEFA-ს ტურნირებიდან მოიკვეთებიან.

შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და სხვა 8 გრანდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ვიხილოთ.

ასეთ შემთხვევაში, შიდა ჩემპიონატების მიმდინარე ცხრილიდან გამომდინარე შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი კლუბები ვიხილოთ:

გერმანია: "ბაიერნი", "ლაიფციგი", "ვოლფსბურგი", "აინტრახტი".

ინგლისი: "ლესტერი", "ვესტ ჰემი", "ევერტონი", "ლიდსი".

ესპანეთი: "სევილია", "ვილიარეალი", "ბეტისი", "სოსიედადი".

იტალია: "ატალანტა", "ნაპოლი", "რომა", "ლაციო".

საფრანგეთი: "ლილი", "პსჟ", "მონაკო".
"ბაიერნს" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში ლევერკუზენის "ბაიერს" მიიღებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე მიუნხენურ კლუბს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა, ლეროი სანე.

გერმანელმა ვინგერმა ორშაბათს ჩატარებული ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღო და მისი თამაში ხვალ, ფაქტობრივად, გამორიცხულია. უცნობია, რა დროით გამოაკლდება სანე "ბაიერნს".

გარდა ამისა, ორშაბათის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია დავიდ ალაბას. მიზეზი უცნობია.
სუპერლიგამ "ბაიერნს" საბოლოო პასუხის გასაცემად დრო მისცა
მოგეხსენებათ, სუპერლიგის შექმნის იდეას მიუნხენის "ბაიერნი" და სხვა გერმანული კლუბები ეწინააღმდეგებიან. თუმცა, მათი ტურნირზე მონაწილეობის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

სულ ცოტა ხნის წინ კონტრაქტის დეტალები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც "რეკორდმაისტერს", დორტმუნდის "ბორუსიასა" და "პსჟს" საბოლოო პასუხის გასაცემად დრო ეძლევათ.

სუპერლიგაში ჯამში 20 კლუბი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 15 დამფუძნებელი წევრი იქნება. ამ 15 კლუბიდან 12 უკვე გარკვეულია, დანარჩენი სამი ზემოხსენებული კლუბის პასუხს კი კვლავ ელოდებიან.

წყაროს ცნობით, "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" პასუხის გასაცემად 30 კალენდარული დღე ექნებათ. "პსჟმ" კი თავისი გადაწყვეტილება 14 კალენდარული დღის ვადაში უნდა დააფიქსიროს. ამის შემდგომ მათ აღარ ექნებათ სუპერლიგის დამფუძნებელი წევრის სტატუსით სარგებლობის უფლება.
"ბაიერნის" ოფიციალური განცხადება სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ სუპერლიგის შექმნაზე კომენტარი გააკეთა.

"მიუნხენის "ბაიერნს" მონაწილეობა არ მიუღია სუპერლიგის შექმნაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამჟამინდელი სტრუქტურა ფეხბურთში გარანტიას იძლევა საიმედო საფუძვლისა."

"კლუბი მიესალმება ჩემპიონთა ლიგაზე ცვლილებების შემოღებას და გვჯერა, რომ ეს ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს. მოდიფიცირებული ჯგუფური ეტაპი მოგვცემს კიდევ უფრო მეტ საინტერესო და ამაღელვებელ მატჩს."

"არ ვფიქრობ, რომ სუპერლიგა იმ ფინანსურ პრობლემებს გადაჭრის, რაც ევროპულმა კლუბებმა კორონავირუსის პანდემიისგან მიიღეს."

"ყველა კლუბმა და ფეხბურთელმა ერთად უნდა მიიღოს ამ პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა, რათა ფეხბურთი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს." - წერია განცხადებაში.
რუმენიგემ UEFA-ში ანდრეა ანიელი ჩაანაცვლა
სულ ცოტა ხნის წინ 12-მა ევროპულმა კლუბმა ახალი სუპერლიგის შექმნაზე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის გახლავთ ტურინის "იუვენტუსიც", რომლის პრეზიდენტი, ანდრე ანიელი UEFA-ში აღმასრულებელი საბჭოს დირექტორი გახლდათ.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ანიელი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა და მის ადგილზე კარლ-ჰაინც რუმენიგე დანიშნა.

როგორც ცნობილია, "ბაიერნი" კატეგორიულად ეწინააღმდეგება სუპერლიგის შექმნის იდეას და ხსენებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ესაა.

შესაბამისად, ამიერიდან UEFA-ს აღმასრულებელი საბჭოს დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ხდება, რაც "ბაიერნის" სუპერლიგაში გაწევრიანების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
სუპერლიგის საპასუხოდ - UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გააჟღერა
მას შემდგომ, რაც ევროპულმა გრანდებმა ახალი სუპერლიგის შექმნა დააანონსეს, UEFA-მ საპასუხო ნაბიჯები მალევე გადადგა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფორმატი წარადგინა, რომელიც მკვეთრად განსხვავებული იქნება ძველისგან.

პირველ რიგში, აღსანიშნავია გაზრდილი გუნდების რაოდენობა. ნაცვლად 32-ისა, ახალ ტურნირში 36 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

გარდა ამისა, აღარ იქნება ჯგუფური ეტაპის მატჩები. ყველა გუნდს გარანტირებულად 10 მატჩის ჩატარება მოუწევს, საიდანაც 8 საუკეთესო პლეი-ოფის ფაზაში მოხვდება, დანარჩენ ადგილებს კი ურთიერთდაპირისპირებით გაარკვევენ სხვა გუნდები.

ასევე, გრანდებს გარანტირებული ადგილი ექნებათ ტურნირზე, მიუხედავად შიდა ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებისა.

როგორც ცნობილია, მსგავსი ფორმატი ჩემპიონთა ლიგაზე 2024 წლიდან ამოქმედდება.
რატომ უნდა დაითხოვოს "ბაიერნმა" სალიჰამიჯიჩი და არა ფლიკი
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნიდან" ჰანს ფლიკის წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰასან სალიჰამიჯიჩთან კონფლიქტია.

საინტერესოა, რომ კლუბისთვის ხსენებულ ორ პიროვნებას შორის არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუ ის გერმანელ მწვრთნელზე შეჩერდება. ამას კი სპორტულის გარდა ასევე ფინანსური ახსნაც აქვს.

კერძოდ, თუ კლუბი ფლიკს გაუშვებს, მის ნაცვლად მთავარ კანდიდატად იულიან ნაგელსმანი განიხილება. ახალგაზრდა სპეციალისტის სანაცვლოდ კი "ბაიერნს" 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ასევე, ფლიკის მოთხოვნა კონტრაქტის გაწყვეტაა. ასეთ შემთხვევაში "ბაიერნი" ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებს. ამჟამინდელი სიტუაციის ფონზე კი კონტრაქტის გაწყვეტის გარდა სხვა გამოსავალი ნაკლებად რეალური ჩანს.

თავის მხრივ, სალიჰამიჯიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა კლუბს მხოლოდ 2 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც ნაგელსმანის "ტრანსფერთან" შედარებით გაცილებით მცირე თანხაა.

შესაბამისად, "ბაიერნის" მესვეურებს სერიოზული დაფიქრება მოუწევთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ევროპული ფეხბურთი ორად იყოფა - სუპერლიგის შექმნამდე რამდენიმე საათი რჩება
ევროპულმა გამოცემებმა სულ ცოტა ხნის წინ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს. როგორც ჩანს, რამდენიმე საათში ახალი ტურნირის, ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ვიხილავთ.

წყაროს ცნობით, ევროპული გრანდები ამ წუთებში შეხვედრას მართავენ ახალი ტურნირის შექმნის თაობაზე, რომელსაც ევროპის სუპერლიგა დაერქმევა.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმყოფებიან 3 ესპანური ("რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო"), 3 იტალიური ("მილანი", "იუვენტუსი", "არსენალი") და რამდენიმე ინგლისური კლუბის წარმომადგენლები.

ყველა მხარეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის განახლებულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე არ იმყოფებიან გერმანული და ფრანგული კლუბების წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, ისინი კვლავ მხარს უჭერენ UEFA-ს.
"ბაიერნის" ოფიციალური განცხადება ჰანს ფლიკთან დაკავშირებით
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა ჰანს ფლიკთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

"გუშინ, შაბათს ჰანს ფლიკმა, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას კონტრაქტის გაწყვეტის სურვილი აქვს სეზონის დასრულების შემდეგ."

"კლუბი არ ეთანხმება ჰანსი ფლიკის მხრიდან ცალმხრივ კომუნიკაციას. მხარეებს შორის მოლაპარაკებები "მაინცთან" ბუნდესლიგის მატჩის შემდეგ ჩატარდება." - წერია განცხადებაში.
მათეუსი: "დარწმუნებული ვარ, ფლიკს მომავალ სეზონში ის ჩაანაცვლებს"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა ჰანს ფლიკის სავარაუდო შემცვლელი დაასახელა.

"რა თქმა უნდა, სამშაბათს ყველაფერი არ მითქვამს, რისი თქმაც მინდოდა. "ბაიერნი" პირდაპირ არ დაკავშირებია ნაგელსმანს. კლუბს დიალოგი ჰქონდა მის წარმომადგენლებთან."

"დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ფლიკის ნაცვლად "ბაიერნს" სწორედ ნაგელსმანი გაუძღვება." - აცხადებს მათეუსი.

შეგახსენებთ, რომ მათეუსმა სამშაბათს ფლიკის გუნდიდან წასვლა დაანონსა, რაც სულ მალე თავად მწვრთნელმაც დაადასტურა.
10 კანდიდატი, რომელმაც "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტი შეიძლება ჩაიბაროს
"ვოლფსბურგთან" ბუნდესლიგის მატჩის შემდეგ ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულებისთანავე ის მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს დატოვებს.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ გააქტიურდა საუბრები მის პოტენციურ შემცვლელთან დაკავშირებით.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ჯამში დაახლოებით 10 კანდიდატია, რომლებმაც შესაძლოა ეს ვაკანტური ადგილი დაიკაონ, თუმცა მათგან რამდენიმე ფავორიტი გახლავთ.

პირველ რიგში ეს იულიან ნაგელსმანი გახლავთ. ახალგაზრდა სპეციალისტს უკვე დიდი ხანია რაც "ბაიერნის" მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ და მის შესაძლო დანიშვნაზე საუბრები ფლიკის წასვლამდეც იყო.

ასევე რეალურ კანდიდატად შეგვიძლია მივიჩნიოთ რალფ რანგნიკიც. 62 წლის სპეციალისტი უკანასკნელად "ლაიფციგს" უძღვებოდა და ის ფლიკის მსგავსად ბუნდესნაკრების პოტენციურ მწვრთნელადაც მიიჩნევა.

სრული კანდიდატების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:


გერმანული გამოცემები: ფლიკის დარჩენის შანსი კვლავ არსებობს
ჰანს ფლიკმა სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტის "რეკორდმაისტერში" დარჩენის შანსები ჯერ კიდევ არსებობს და ამის 2 მიზეზი არსებობს.

პირველ რიგში, კლუბს ჯერ არ დაუკმაყოფილებია ფლიკის მოთხოვნა წასვლის თაობაზე და მხარეებს შეთანხმება მომავალში მოუწევთ.

მეორე მიზეზი კი ჰასან სალიჰამიჯიჩია. თუ "ბაიერნი" მას კლუბიდან გაანთავისუფლებს, შესაძლოა, ფლიკმა საკუთარ პოზიციას გადახედოს და შეიცვალოს.

შესაბამისად, არ არის გამორიცხული სეზონის დასრულებამდე გარკვეული ცვლილებები მოხდეს.
მიულერი: "ფლიკმა აქ ყოფნის პერიოდში დიდი ენერგია ჩადო"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა ჰანს ფლიკის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"მას ზუსტი მიზეზები ჩვენთვის არ უთქვამს და ეს არც უნდა გაეკთებინა. ჰანსიმ ძალიან დიდი ენერგია ჩადო იმ 1.5 წლის მანძილზე, რაც აქ გაატარა."

"ბაიერნის მწვრთნელობა მარტივი საქმე არ არის. ასეთ დროს განსაკუთრებული ფსიქოლოგია გჭირდება."

"აქ ყოფნის დროს მოლოდინები ყოველთვის ძალიან მაღალია და მუდამ გუნდის გვერდზე უნდა იყო." - აცხადებს მიულერი.
ნოიერმა ფლიკის წასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა.

"ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რატომ მიდის ჰანსი გუნდიდან. ეს ძალიან ემცოიური მომენტი იყო ყველასთვის, რადგან ერთად დიდებული დრო გავატარეთ."

"მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პირადად მას ეთქვა ამ გადაწყვეტილების შესახებ." - აცხადებს ნოიერი.
ფლიკი: "რატომ მივდივარ გუნდიდან? ეს საკითხი გუნდში განვიხილეთ და აქვე დარჩება"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს ტოვებს.

"მსურს რომ კლუბთან კონტარქტი გავწყვიტო და ეს ფაქტია. მნიშვნელოვანი იყო რომ გუნდს ეს პირადად ჩემგან გაეგო."

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, შუა კვირაში შესაბამის პირებს შევხვდი "ბაიერნიდან" და ეს თემა განვიხილეთ."

"მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მე ამ გუნდის დიდი ქომაგი ვარ. გერდ მიულერი, პოლ ბრაიტნერი, კარ-ჰაინც რუმენიგე. ისინი ჩემი ბავშვობის კუმირები არიან."

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კლუბს ამ შანსის მოცემისთვის და შესანიშნავი გუნდის გაწვრთნისთვის."

"თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად დიდებული საქმეები გავაკეთეთ. რატომ მივდივარ? ეს საკითხში გუნდის შიგნით განვიხილეთ და აქვე დარჩება." - აცხადებს ფლიკი.
ოფიციალურად: ჰანს ფლიკი სეზონის ბოლოს "ბაიერნს" ტოვებს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ მოულოდნელი ინფორმაცია გააჟღერა.

"დღეს ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნთან" კონტრაქტის გაწყვეტა მსურს." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მომავალ სეზონში ფლიკს. კანდიდატებად კი მასიმო ალეგრი და იულიან ნაგელსმანი განიხილებიან.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0