bayern.ge სიახლეები გვერდი 423
ნეიმარის პირველი კომენტარი "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ
ფრანგული "პსჟს" ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა ჩემპიონთა ლიგიდან "ბაიერნის" გაგდების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ევროპის ჩემპიონები გამოვთიშეთ. გუნდურად ვითამაშეთ და ახლა უკვე 1/2 ფინალში ვართ."

"თამაშის განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდით ერთმანეთში. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით." - აცხადებს ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში პარიზულმა გუნდმა სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით იმარჯვა.
"პსჟ" 0:1 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟს" ესტუმრა და 0:1 დაამარცხა. თუმცა, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე პარიზული გუნდი გავიდა.

თამაშის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ჩუპო-მოტინგმა გაიტანა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


"პსჟ" 0:1 "ბაიერნი" პირველი ტაიმის შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "პსჟს" 0:1 ამარცხებს.

გთავაზობთ პირველი ტაიმის შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


ოფიციალურად: გორეცკა "პსჟს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
"პსჟსა" და "ბაიერნის" მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მორიგი სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა.

პარიზელთა წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს ლეონ გორეცკა. გერმანელ ნახევარმცველს კუნთის ტრავმა აწუხებს და შესაბამისად, ის ვერც სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარება გუნდს.

მაშასადამე, ფლიკის განკარგულებაში სათადარიგოთა სკამზე სულ 7 ფეხბურთელი იქნება. ესენი არიან:

ნუბელი, ხავი მარტინესი, სარი, ნიანზუ, მუსიალა, სტანიშიჩი, ზაიცერი.
"პსჟ" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "პსჟს" დაუპირისპირდება.

თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მწვრთნელებმა სასტარტო თერთმეტეულები დაასახელეს.

"პსჟ": ნავასი - დაგბა, დანილო, კიმპემბე, დიალო - გაიე, პარედესი - დი მარია, დრაქსლერი, ნეიმარი - მბაპე.

"ბაიერნი": ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ალაბა - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო მოტინგი.
მატჩამდე მცირე ხნით ადრე - რა ხდება პარიზის ქუჩებში ამ წუთებში (ვიდეო)
"პსჟსა" და "ბაიერნის" მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გუნდები "სტად დე ფრანსზე" მივიდნენ.

გულშემატკივრებმა პარიზული კლუბის ავტობუსი სტადიონამდე მიაცილეს.

იხილეთ ვიდეო:
"მე მჯერა თქვენი" - ლევანდოვსკის ემოციური მიმართვა მატჩამდე
"პსჟსა" და "ბაიერნის" განმეორებითი მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე რობერტ ლევანდოვსკიმ თანაგუნდელები გაამხნევა.

"გამარჯობა ბიჭებო. მე ახლა სახლიდან გქომაგობთ. თქვენი მჯერა და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებთ მოსაგებად. Mia san mia." - მიმართავს პოლონელი "ბაიერნის" ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი ტრავმის გამო აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებს.
Tuttosport: "ბაიერნი" კვარაცხელიას ტრანსფერზე გააქტიურდა
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე კიდევ ერთმა გავლენიანმა ევროპულმა გამოცემა, Tuttosport-მა დაწერა.

იტალიური გაზეთის ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც "იუვენტუსის", "მილანისა" და სხვა სერია ა-ს გრანდების ინტერესი დადასტურდა, მიუნხენის "ბაიერნმა" ქართველი ვინგერის ტრანსფერზე მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" სერიოზულად არის დაინტერესებული კვარაცხელიას დამატებით და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებიც დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენა კიდევ ერთ გერმანულ გრანდს, დორტმუნდის "ბორუსიასაც" სურს.

კიმპემბე: "ჩვენ ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებთ"
"პარისსენჟერმენის" 25 წლის ფრანგმა მცველმა  პრესკონფერენციაზე "ბაიერნთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენ ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებთ, ამიტომ ვართ მშვიდად. შესანიშნავად ვემზადებით, რადგან  ვიცით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს. დაძაბულ თამაშს ველით, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მთელი სერიოზულობით დავიწყოთ ხვალ."

"მარკინიოსი? ის არის ჩვენი დაცვის ლიდერი და კაპიტანი, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის მის გარეშე თამაში, მაგრამ ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ არ გვაგრძნობინონ მისი არყოფნა."

 "ბაიერნის" გამოთიშვა? ჩვენ არ გვიფიქრია იმაზე თუ როგორი გრძნობა იქნება ეს, მაგრამ ვფიქრობ ეს იქნება რაღაც დიდი მიღწევა გუნდის ისტორიაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ამ მომენტისთვის მსოფლიოს პირველ გუნდად მოიაზრებიან. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მათ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვითამაშებთ და ამ ბარიერსაც გადავლახავთ."

"მსგავსება "ბარსელონასთან" თამაშთან? ის სულ სხვა თამაში იყო, ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ, გვინდა, რომ ხვალ გავიმარჯვოთ  და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა"
ლუკა ერნანდესი: "კარგი შანსი გვაქვს, რომ ნახევარფინალში გავიდეთ"
"ბაიერნის" 25 წლის ფრანგმა მცველმა "პსჯსთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენ დიდი შანსი გვაქვს და იმისთვის მივემგზავრებით პარიზში, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. გუნდი ძალიან მოტივირებულია რომ ნახევარფინალში გავიდეს."

"ბურთის დაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ხოლო თუკი დავკარგავთ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ მეტოქისგან სწრაფი კონტრშეტევა არ მივიღოთ, რადგან ისინი ძალიან კარგები არიან უბურთოდაც."

"ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად გამოიყენო მიღებული შანსები, ამიტომ პარიზში ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ეფექტურები."

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ეტაპი დავძლიოთ, იგივეს შეეცდება მთელი გუნდი. ახლა ჩვეზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა ეს თავგადასავალი." განაცხადა ლუკა ერნანდესმა.




მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ათეული ცნობილია
ცნობილმა ამერიკულმა ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების სია დაასახელა.

წყაროს ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი ღირებულება 4.22 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ამ მონაცემით მესამე ადგილზეა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, "რეკორდმაისტერის" ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 703 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, კლუბის ფასმა ბოლო 2 წლის მანძილზე 39%-ით მოიმატა.

ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ათეული სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:


პოჩეტინო: "ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარია"
ფრანგული "პსჟს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "ბაიერნთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ბაიერნი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია და გამარჯვება რთული იქნება, თუმცა, ეს ჩვენი მიზანია. მათ ძლიერი ფლანგები ჰყავთ, რომლის განეიტრალებაც პირველ შეხვედრაში შევძელით. ახლაც იგივე უნდა გავიმეოროთ."

"ვიცით, როგორ თამაშობს "ბაიერნი" და ვფიქრობთ, რომ მათი სტილი არ შეიცვლება. მთავარია, ჩვენი სათამაშო სტილი მოვახვიოთ მათ თავზე."

"შანსები ჯერ კიდევ 50-50_ზეა. ორივე გუნდს შეუძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა."

"არ ვიცი მარკინიოსი შეძლებს თუ არა ხვალ თამაშს. ის გუნდთან ერთად იქნება, თუმცა, ყველაფერი მატჩის წინ გადაწყდება."

"ჯერ-ჯერობით სასტარტო შემადგენლობა არ მაქვს გადაწყვეტილი. ფლორენცი სავარაუდოდ თავიდანვე დაიწყებს თამაშს, ვერატის ამის ნაკლები შანსი აქვს."

"მომავალ მატჩში მთავარი ბურთის გაკონტროლება იქნება. ეს "ბარსელონასთან" არ გამოგვივიდა, რამაც პრობლემები შეგვიქმნა. მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ." - აცხადებს პოჩეტინო.
ფლიკმა "პსჟსთან" მატჩისთვის განაცხადი დაასახელა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "პსჟს" დაუპირისპირდება და ქამ-ბექის განხორციელებას შეეცდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა განაცხადი დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, 23-კაციან სიაში ვერ მოხვდნენ რობერტ ლევანდოვსკი და სერჟ გნაბრი. სამაგიეროდ არიან ლეონ გორეცკა და კინგსლი კომანი, რომლებსაც შაბათს ტრავმა აწუხებდათ.

სრული განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:


ფლიკი: "ყველა, ვინც დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, სათამაშოდ მზადაა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "პსჟსთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ლუკას ერნანდესმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ხვალისთვის მზადაა. ასევე კარგად გამოიყურება გორეცკაც. ბოატენგმა და კომანმაც მიიღეს ვარჯიშშI მონაწილეობა. ყველა, ვინც დღეს გუნდთან ერთად იყო, ხვალინდელი თამაშისთვის მზადაა."

"პირველ წრეში ბევრი შანსი გვქონდა, თუმცა ეფექტურები არ ვიყავით და დავისაჯეთ. ხვალ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს."

"მბაპე? ვფიქრობ ერთ დღესაც ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიიღებს. ამაში დარწმუნებული ვარ."

"შემადგენლობა? ყოველთვის მიყვარდა თავსატეხების ამოხსნა. ზოგჯერ, უფრო რთულია შემადგენლობის არჩევა, როდესაც ყველა მოთამაშზე მზადაა. როდესაც თავსატეხს ნაკლები ნაწილი აქვს, მისი ამოხსნა უფრო მარტივია."

"ლეროი იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩში გარდატეხის შეტანა შეუძლია. ბოლო კვირებში ის ძალიან პროგრესირებს. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ."

"მიმდინარე სეზონში 3 ტიტული უკვე მოვიგეთ. გუნდმა ხასიათი და მენტალობა აჩვენა. გვსურს, რომ ხვალაც მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ." - აცხადებს ფლიკი.
რობერტ ლევანდოვსკიმ ვარჯიში განაახლა
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

გუნდის ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმის შემდეგ დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარა. პოლონელმა თავდამსხმელმა ინდივიდუალურად ივარჯიშა.

ამის მიუხედავად, ლევანდოვსკის თამაში "პსჟს" წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

დიდი ალბათობით, 32 წლის ფორვარდი მიმდინარე კვირაში "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრასაც გამოტოვებს და ამის შემდეგ დაუბრუნდება შემადგენლობას.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0