bayern.ge სიახლეები გვერდი 424
კიმიხის ემოციური ინტერვიუ: "სწორედ ამიტომ დავამარცხებთ "პსჟს"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა "პსჟსთან" მატჩამდე ემოციური ინტერვიუ ჩაწერა.

"რატომ უნდა დავძლიოთ 1/4 ფინალის ბარიერი? იმიტომ, რომ უკეთესი გუნდი ვართ. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ."

"პირველ წრეში უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა და შედეგში არ აისახა ჩვენი უპირატესობა. მაგრამ, კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ამ თამაშის მობრუნება შეგვიძლია."

"ეს დამოკიდებული იქნება როგორც მენტალობაზე, ასევე ეფექტურობაზე. პირველ წრეში მენტალურად მზად ვიყავით, მაგრამ ეფექტურობა დაგვაკლდა. თუმცა, ამჯერად ორივეს გავიტანთ მინდორზე."

"ყველა ფეხბურთელი უნდა გახდეს ლიდერი, ყველამ უნდა აჩვენოს თავისი ძალა და საკუთარ თავში უნდა იყოს დარწმუნებული და ჩვენ შედეგს მივაღწევთ." - აცხადებს კიმიხი.
"არიენ, წამოგვყევი პარიზში" - მიულერმა რობენს დახმარება სთხოვა
დაახლოებით 7 თვიანი ტრავმის შემდეგ კვირას "გრონინგენის" შემადგენლობაში ლეგენდარული არიენ რობენი გამოჩნდა.

ვეტერანი ფეხბურთელის დაბრუნებას "ბაიერნის" ლიდერი, თომას მიულერი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"არიენ, ეს მართლაც რომ იდეალური დრო არის დაბრუნებისთვის. წამოგვყევი პარიზში და იყავი ჩვენი ჯოკერი." - წერს მიულერი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ბაიერნი" "პსჟს" ესტუმრება და 2:3 მარცხის აღმოფხვრას შეეცდება.
"ბაიერნის" სავარაუდო შემადგენლობა "პსჟს" წინააღმდეგ
სამშაბათს, 11 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება, რომელშიც "პსჟ" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ალაბა - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო მოტინგი.
"ბაიერნმა" "ლივერპულის" ფეხბურთელის დამატებაზე უარი განაცხადა
გერმანული გამოცემა AZ-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" "ლივერპულის" ფეხბურთელის დამატებაზე უარი განაცხადა.

კერძოდ, მერსისაიდელებმა გერმანულ გრანდს ჯორჯინიო ვაინალდუმი შესთავაზეს, თუმცა, "რეკორდმაისტერს" მისი დამატება არ სურს.

ნიდერლანდელ ნახევარმცველს "ლივერპულთან" კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი წასვლა გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, "ბაიერნმა" ვაინალდუმი მისი ასაკისა (30 წელი) და მაღალი ხელფასის გამო დაიწუნა.
"პსჟს" "ბაიერნთან" მატჩამდე 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა
"პსჟს" ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე 2 დღით ადრე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაუბრუნდა.

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, მარკო ვერატიმ და ალესანდრო ფლორენციმ ინფიცირებიდან 10 დღის გასვლის შემდეგ კორონავირუსის განმეორებითი ტესტი ჩაიტარეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს.

შესაბამისად, ორივე ზემოხსენებული ფეხბურთელი ორშაბათს გასამართ ფინალურ ვარჯიშზე მონაწილეობას მიიღებენ და "ბაიერნის" წინააღმდეგაც შეძლებენ თამაშს.

შეგახსენებთ, რომ "პსჟსა" და "ბაიერნის" განმეორებითი მატჩი სამშაბათს, 11 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჰაინერი: "18 წელია "ბაიერნში" ვმუშაობ და ასეთი რამ პირველად არ ხდება"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, ჰერბერტ ჰაინერმა ფლიკისა და სალიჰამიჯიჩის ურთიერთობაზე ისაუბრა.

"გუნდში დაძაბული სიტუაცია პირველად არ არის. 18 წელია "ბაიერნში" ვმუშაობ და ვფიქრობ, ეს არც უკანასკნელი იქნება. ორივე მათგანი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია და გვსურს, რომ ისინი დიდხანს დარჩნენ აქ."

"ორივე დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომლებსაც აქვთ საკუთარი შეხედულებები. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია მიზანი საერთოა, ეს "ბაიერნის" წარმატებაა."

"კარიერის მანძილზე არაერთი კონტრაქტი გამიფორმებია და მსგავს საკითხებში ვერკვევი. დარწმუნებული ვარ, ფლიკი მინიმუმ 2023 წლამდე (კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე) დარჩება ჩვენთან."

"სიტუაცია ისე ნამდვილად არ არის, როგორც ამას მედია აჩენს. ზოგჯერ მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ ერთ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ნორმალურია."

"გუნდში ყველამ, მათ შორის ფლიკმაც იცოდა, რომ ბოატენგი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებდა. შეიძლება, გასულ კვირას ჰანსი ცოტა გაბრაზდა ამ თემაზე საუბრისას, მაგრამ როდესაც კვირაში 4 პრესკონფერენციას ატარებ და მუდმივად ერთ თემაზე გეკითხებიან, მსგავსი რეაქცია ლოგიკურია." - აცხადებს ჰაინერი.
"პსჟ" - "ბაიერნი" მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "პსჟს" დაუპირისპირდება.

UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა გაამხილა და ეს დანი ორსატო გახლავთ.

იტალიელ სპეციალისტს ორივე გუნდის ფანები კარგად იცნობენ. სწორედ ის უძღვოდა 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, სადაც "ბაიერნმა" "პსჟ" 1:0 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

გარდა ამისა, 45 წლის სპეციალისტს "რეკორდმაისტერის" კიდევ 3 მატჩი აქვს განსჯილი, საიდანაც გუნდმა 2 მოიგო.. ესენია 2019 წელს "ლივერპულთან" საშინაო მატჩი (1:2), 2018 წელს "ბენფიკასთან" შეხვედრა (5:1) და ამავე წელს სტუმრად, "სევილიასთან" დაპირისპირება (1:2).
სამედიცინო დასკვნა ცნობილია - ითამაშებს თუ არა კომანი "პსჟს" წინააღმდეგ
"ბაიერნისა" და "უნიონის" შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ ჰანს ფლიკმა მინდვრიდან კინგსლი კომანი გაიყვანა.

ფრანგმა ვინგერმა მატჩის მიმდინარეობისას მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც გაგრძელება ვეღარ მოახერხა და მეორე ტაიმის სტარტზე ლეროი სანე შემოვიდა.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, კინგსლის მცირე ტკივილები აწუხებდა მუხლის არეში და ფლიკმა ის სიტუაციის გამწვავების თავიდან ასარიდებლად გაიყვანა.

წყაროს ცნობით, ფრანგის დაზიანება სერიოზული არ არის და ის თავიდანვე შეძლებს სამშაბათს, "პსჟს" წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას.
ფლიკის პირველი კომენტარი "უნიონთან" მატჩის შემდეგ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "უნიონთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"სამწუხაროა, რომ მატჩის ბოლო წუთებში გოლი გავუშვით. უფრო სამართლიანი იქნებოდა 1:0 მოგვეგო. ახალგაზრდებმა კარგი მატჩი ჩაატარეს."

"ტიაგო ძალიან კარგად გამოიყურებოდა ბურთთან ერთად. სტანისიჩი კი საკმაოდ თავდაჯერებული იყო. საერთო ჯამში, მათი გამოსვლით კმაყოფილი ვარ."

"ლეონის შემთხვევაში საქმე კუნთის ტრავმასთან გვაქვს და გარისკვა არ შეიძლება. რაც შეეხება ლუკასს, არ გამოვრიცხავ სამშაბათს ითამაშოს."

"პსჟსთან შეხვედრამდე ჯერ კიდევ დრო არის დარჩენილი, რომელსაც მოსამზადებლად გამოვიყენებთ. დაკარგული არაფერია, ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად." - აცხადებს ფლიკი.
ოფიციალურად: "პსჟს" ტრავმის გამო ლიდერი გამოაკლდა
მიუნხენის "ბაიერნისა" და "პსჟს" პირველი 1/4 ფინალური ეტაპის მატჩის დროს მარკინიოსმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მინდორი ნაადრევად დატოვა.

ფრანგულმა გამოცემა L'equipe-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიელი მცველის დაზიანება სერიოზულია და ის "ბაიერნთან" განმეორებით მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

წყაროს ცნობით, მარკინიოსს დაახლოებით 3 კვირის გამოტოვება მოუწევს და სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდება მინდორს.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი სამშაბათს, 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
"ბაიერნი" 1:1 "უნიონი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბერლინის "უნიონს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 68-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ გახსნა, რასაც თამაშის ბოლოს სტუმართა გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

"ბაიერნი" - "უნიონი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" მასპინძლობს.

მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

ნოიერი - სარი, ბოატენგი, მარტინესი, სტანისიჩი - კიმიხი, დანტასი - კომანი, მიულერი, მუსიალა - ჩუპო მოტინგი.
"რეალის" რადარზე "ბაიერნის" ლიდერი გამოჩნდა
ესპანური გამოცემა Defensa Central-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ახალი "გალაქტიკოს" შენებას იწყებს, რომლის შემადგენლობაშიც "ბაიერნის" ლიდერსაც განიხილავს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" რადარზე ამჯერად იოზუა კიმიხი გამოჩნდა, რომელსაც კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.

როგორც ცნობილია, მადრიდელები ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენას 2022 წლისთვის აპირებენ, როდესაც "სანტიაგო ბერნაბეუს" განახლებითი სამუშაოები საბოლოოდ დასრულდება.

თავის მხრივ, "ბაიერნში" კიმიხს ნოიერს შემდგომ კაპიტნად მოიხსენიებენ და ძნელი სავარაუდოა, რომ კლუბი მას იოლად შეელიოს.
ნასერ ალ-ხელაიფი: "დანაკლისის მიუხედავად "ბაიერნი" დავამარცხეთ"
"პსჟს" პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა მიუნხენის "ბაიერნთან" გასვლაზე მოგების  შემდეგ განაცხადა, რომ "ეს იყო კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება".

"ჩვენ გავიმარჯვეთ იქ, მიუნხენში, ანგარიშით 2-3, მიუხედავად რამდენიმე მნიშვნელოვანი დანაკლისისა."

"ამ მოგებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ნახევარფინალისკენ, მაგრამ ეს ჯერ არ არის დასასრული, წინ განმეორებითი მატჩია, რომელსაც სახლში, პარკ დე ფრანსზე გავმართავთ შემდეგ კვირაში."

"გვინდა, რომ მოვიგოთ ის მატჩიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთის." - აცხადებს "პსჟს" პრეზიდენტი.
მბაპე: "პოჩეტინომ "ბაიერნთან" მატჩისთვის ეს დავალება მოგვცა"
"პარისსენჟერმენის" 22 წლის ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ "ბაიერნთან" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"პოჩეტინოს უნდოდა, რომ მე და ნეიმარს ბაიერნის ნახევარი კიმიხის გავლით გადაგვეკვეთა. მან ასევე მითხრა, რომ მომეძებნა თავისუფალი სივრცეები და სწორედ ამის საშუალებით გამიადვილდებოდა დაცვის ხაზის გარღვევა."

"ეს იყო მისი სათამაშო გეგმა. მე მივიღე ეს გამოწვევა და ვფიქრობ მწვრთნელის დავალებები  კარგადაც შევასრულე."

შეგახსენეთ პირველ მატჩში პარიზელებმა გასვლაზე იმარჯვეს ანგარიშით 2-3, ხოლო განმეორებითი დაპირისპირება 13 აპრილს პარიზში გაიმართება.


"ბაიერნი" - "უნიონი" სავარაუდო თერთმეტეული
გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დედაქალაქურ "უნიონს" უმასპინძლებს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი შეხვედრისთვის.

ნოიერი - სარი, ბოატენგი, მარტინესი, ალაბა - კიმიხი, დანტასი - კომანი, მიულერი, მუსიალა - ჩუპო მოტინგი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0