bayern.ge სიახლეები გვერდი 425
"ბაიერნი" "უნიონს" დიდი დანაკლისით უმასპინძლებს
გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში ბერლინის "უნიონს" მიიღებს.

"რეკორდმაისტერი" აღნიშნულ მატჩს შესუსტებული შემადგენლობით ხვდება. ჰანს ფლიკს სხვადასხვა მიზეზით არაერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლია.

ტრავმების გამო ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ნიკლას ზულე, ლეონ გორეცკა, რობერტ ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა, ლუკას ერნანდესი და კორენტინ ტოლისო. Covid 19-ის გამო სერჟ გნაბრი.

ალფონსო დეივისი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება გუნდს. რაც შეეხებათ ბენჟამინ პავარსა და ლეროი სანეს, მათ პარასკევის ვარჯიში გამოტოვეს და საეჭვოა, ითამაშებენ თუ არა "უნიონის" წინააღმდეგ.
"ბარსელონა" და "ტოტენჰემი" "ბაიერნის" ფეხბურთელის დამატებაზე მუშაობენ
რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ჟერომ ბოატენგი კლუბს დატოვებს.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ვეტერანი მცველის დამატებით უკვე არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელის გადაბირება კატალონიის "ბარსელონასა" და ლონდონის "ტოტენჰემს" სურთ.

"ბლაუგრანა" დიდი ხანია რაც ახალ ცენტრალურ მცველს ეძებს და კლუბი აქტიურად განიხილავს ბოატენგის თავისუფალი აგენის სტატუსით დამატების შესაძლებლობას.
ფლიკი: "სწორედ ეს განგვასხვავებს სხვა კლუბებისგან"
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა "პარისსენჟერმენთან" მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მეტოქემ იმ მცირე შანსებიდან, რომლებიც მათ ჰქონდათ სამი გოლი გაგვიტანა, ჩვენ კი უამრავი საგოლე  მომენტი გვქონდა".

"ნოიერის შეცდომა პირველ გოლზე? მან არაერთხელ იხსნა ჩვენი გუნდი. მანუ მსოფლიოში საუკეთესოა."

"დღეს შეიძლებოდა ტაბლოზე კარგი ანგარიში დაგვეფიქსირებინა, მაგრამ არ ვიყავით ისეთი ეფექტურები, როგორიც წინა მატჩებში. თუმცა მე კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რომელიც ვითამაშეთ".

"ეს გუნდი 90 წუთის განმავლობაში იბრძვის მოედანზე, ეს ის ხარისხია, რაც განგვასხვავებს სხვებისგან. ჩვენ სულ უფრო და უფრო გვემატება საკადრო პრობლემები, მაგრამ ამას მაქსიმალურად  სასიკეთოდ ვიყენებთ. ახლა დროა ენერგია მოვიკრიბოთ და განმეორებით მატჩზე ვიფიქროთ." - განაცხადა ფლიკმა.


მძიმე დარტყმა - "ბაიერნს" ტრავმის გამო კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდა
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ თამაშში "პსჟ" მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

გარდა წაგებისა, ეს მატჩი კიდევ ერთი ფაქტით იყო უსიამოვნო. მიუნხენელებს 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდათ. ესენი არიან ნიკლას ზულე და ლეონ გორეცკა.

ორივე მათგანი პირველი ტაიმის მიმდინარეობის დროს ჰანს ფლიკმა შეცვალა და როგორც აღმოჩნდა, მიზეზი კუნთის ტრავმაა.

აღნიშნული ინფორმაცია მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციის დროს დაადასტურა. უცნობია, როდის დაუბრუნდებიან ფეხბურთელები გუნდს.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" პირველი მატჩის მსგავსად განმეორებით თამაშში რობერტ ლევანდოვსკი და სერჟ გნაბრი არ ეყოლება.
პოჩეტინო: "განმეორებით მატჩშიც ასეთივე კარგი თამაშის ჩვენება მოგვიწევს"
"პსჟს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "ბაიერნთან" 2:3 მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ შედეგით და ჩემი გუნდით, რომელმაც რთულ სიტუაციაში ხასიათი გამოავლინა რთულ სიტუაციაში, ევროპის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ."

"მსურს მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს წარმატებული გამოსვლა და იმედი მაქვს, მსგავსი თამაშის გამეორებას მოვახერხებთ."

"შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება. განმეორებითი მატჩი გველოდება წინ, რომელიც ასევე ურთულესი იქნება." - აცხადებს პოჩეტინო.
მიულერი: "დღევანდელ შეხვედრაში ეს დაგვაკლდა"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა "პსჟსთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. შეგვიძლია ვისაუბროთ გაშვებულ გოლებზე, მაგრამ თუ თამაში 5-3 ან 6-3 დასრულდებოდა, ამაზე საფიქრალი არ იქნებოდა."

"დღევანდელ მატჩში მკვლელის ინსტიქტი დაგვაკლდა, რომელსაც ხშირად ვაჩვენებთ ხოლმე სხვა თამაშებში." - აცხადებს მიულერი.
ნავასმა "ბაიერნის" წინააღმდეგ ისტორიული შეხვედრა ჩაატარა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ თამაშში "პარისსენჟერმენმა" მიუნხენურ გრანდს გასვლაზე ანგარიშით 2:3 სძლია.

შეხვედრაში პარიზელთა მეკარემ, კეილორ ნავასმა, ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მართალია კოსტა-რიკელმა კიპერმა 2 გოლი გაუშვა, მაგრამ 10 ჯერ მოახერხა მეტოქის დარტყმის მოგერიება.

ამ სტატისტიკის ათვლა 2003 წელს დაიწყო. ასეთი შედეგი კი 1/4 ფინალებში სწორედ მის დღევანდელ ვიზავს, მანუელ ნოიერს, ჰქონდა 2016-17 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 13 აპრილს პარიზში გაიმართება.
მბაპეს პირველი კომენტარი "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ
ფრანგული "პსჟს" ლიდერმა, კილიან მბაპემ მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მე მიყვარს საუკეთესოებთან თამაში და ვთვლი, რომ ნოიერი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა."

"მე ზეწოლას არ ვგრძნობდი. მართალია, ლიგის ფინალში მას გოლი ვერ გავუტანე, თუმცა, ახლა უკვე დუბლის გაფორმება შევძელი."

"ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა ევროპის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ, თუმცა, გუნდურად ვითამაშეთ და შედეგს მივაღწიეთ."

"ეს ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპის მატჩია. თავდაჯერებულად და კვლავ ერთიანად უნდა ვითამაშოთ განმეორებით შეხვედრაშიც." - აცხადებს მბაპე.
როგორ შეიცვალა კოეფიციენტები ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "პსჟ" მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

თამაშის შემდეგ საბუკმეიკერო კანტორებმა კოეფიციენტები განაახლეს და გასაკვირი არ არის, რომ ახლა უკვე მთავარ ფავორიტად "პსჟ" მიიჩნევა.

თუ ამ დრომდე "ბაიერნის" გასვლას 1/2 ფინალში 1.5 კოეფიციენტი ჰქონდა, ახლა ის საკმაოდ გაიზარდა და 5.0-ს უტოლდება. საპირისპიროდ კი, "პსჟს" მომდევნო ეტაპზე გასვლის კოეფიციენტი 2.6-დან 1.16-მდე დაეცა.

რაც შეეხება ჩემპიონობას, "ბაიერნის" კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებაზე 4.7-ს ნაცვლად უკვე 10.0 გახდა.
"ბაიერნი" 2:3 "პსჟ" როგორია მატჩის სრული სტატისტიკა
მიუნხენის "ბაიერნისა" და "პსჟს" შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა, მაგრამ ანგარიში ნაკლებად თუ ასახავს თამაშის სრულ სურათს.

სტატისტიკას თუ შევხედავთ მარტივად დავინახავთ, რომ "რეკორდმაისტერს" ამ მატჩში სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ის შედეგში ვერ გარდაისახა.

მიუნხენელებმა მეტოქის კარისკენ არც მეტი არც ნაკლები 31-ჯერ დაარტყეს, მაშინ, როცა "პსჟმ" იგივე მხოლოდ 6-ჯერ მოახერხა. ასევე საგრძნობია უპირატესობა კარში დარტყმების მხრივაც - 12 4-ის წინააღმდეგ.

სრული სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება:


"ბაიერნი" 2:3 "პსჟ" ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "პსჟ" მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

თამაშის სტარტზევე 0:2 ჩამორჩენის შემდეგ ჯერ ჩუპო-მოტინგმა, შემდგომ კი თომას მიულერმა შეძლეს გოლების გატანა და ანგარიშის გათანაბრემა.

თუმცა, 68-ე წუთზე კილიან მბაპემ "პსჟ" კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


კიმიხის ბრწყინვალე გადაცემა მიულერმა გოლით დააგვირგვინა (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "პსჟს" შეხვედრის მე-60 წუთზე თომას მიულერმა იოზუა კიმიხის ბრწყინვალე გადაცემა დააგვირგვინა.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" - "პსჟ" როგორია სტატისტიკა პირველი ტაიმის შემდეგ
მიუნხენის "ბაიერნისა" და "პსჟს" პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

სხვაობის მიუხედავად ძნელია იმის თქმა, რომ პარიზელები მეტოქეს რაიმე კომპონენტში ჯობიან.

"ბაიერნს" თითქმსი ყველა კომპონენტში მეტოქეზე უკეთესი ციფრები აქვს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს დარტყმებში, რომელიც 14 2-ის წინააღმდეგ არის.

ასევე, მიუნხენელებმა ჯამში 9 კუთხური მოაწოდეს, რაც ერთი ტაიმისთვის მართლაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობაა.

სრული სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:


გოოოლ! ჩუპო-მოტინგმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (ვიდეო)
ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა "ბაიერნისა" და "პსჟს" პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

იხილეთ ვიდეო.
დაცვის უმძიმესი შეცდომის შემდეგ ანგარიში 0:2 ხდება (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "პსჟს" შეხვედრის 28-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში 0:2 გახადეს.

"რეკორდმაისტერის" დაცვის უმძიმესი შეცდომის შემდეგ რაფა მარკინიოსმა გოლის გატანა მოახერხა.

იხილეთ ვიდეო.
ოფიციალურად: ითამაშებს თუ არა ლევანდოვსკი განმეორებით მატჩში
"პსჟსთან" მატჩის დაწყებამდე მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანულ გამოცემა Sky-ს მცირე ინტერვიუ მისცა.

"მე ახლა სახლში ვარ, ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, მირჩევნოდა, რომ მინდორზე ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით. სახლიდან ვქომაგობ ჩემს გუნდს."

"ყველაფერს ვაკეთებ, რათა მინდორზე მალევე დავბრუნდე. თუმცა, ეს მაშინ მოხდება, როდესაც თავს კარგად ვიგრძნობ." - აცხადებს ლევანდოვსკი.

პოლონელმა გამოცემასთან საუბრისას ასევე დაადასტურა, რომ ის "პსჟს" წინააღმდეგ განმეორებით მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0