bayern.ge სიახლეები გვერდი 428
დადასტურდა: მიუნხენის "ბაიერნი" ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა
ევროპულმა გამოცემებმა Express-მა და Wetten-მა ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია დაადასტურეს.

მიუნხენის "ბაიერნი" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუნინის" ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, ეს ინტერესი საკმაოდ სერიოზულია და საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალი სეზონიდან ქართველი "რეკორდმაისტერში" ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ "რუბინი" ხვიჩას სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს, "ბაიერნი" კი ამ თანხის გადასახდელად მზადაა.
ოფიციალურად: "პსჟს" ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა
ფრანგული "პსჟს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერს, მარკო ვერატის კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტალიელმა ნახევარმცველმა ტესტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ვერატი "ბაიერთან" გასამართ პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე სათუოა მისი თამაში განმეორებით მატჩში.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "პსჟს" შეხვედრა "ალიანს არენაზე" ოთხშაბათს, 7 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჰანსი ფლიკი: "სანაკრებო თამაშებში ვერაფერი გავაკეთეთ"
"ბაიერნის" თაცკაცმა, ჰანს ფლიკმა შესარჩევზე გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენური კლუბის ფეხბურთელების თამაში შეაფასა.

"ჩვენ ვერ დავტოვეთ კარგი შთაბეჭდილება სანაკრებო თამაშებში, ნორმალურია, რომ ბაიერნის ფეხბურთელები ნაკრებში ყოველთვის თამაშობენ. მათ გუშინ დაისვენეს დღეს კი ჩვეულებრივზე ოდნავ მსუბუქი ვარჯიში ჰქონდათ"

"ჩემი ყურადღება ახლა ბაიერნზეა გადართული. წინა თამაშები მარტივად მოვიგეთ, მაგრამ ლაიფციგთან გასვლაზე ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება,გავაგრძელებ ფეხბურთის ყურებას."

"ყველა მოთამაშე, რომელმაც სანაკრებო მატჩებში მიიღო მონაწილეობა მყწობრშია გარდა ლევანდოვსკისა."

"ნებისმიერ მწვრთნელს სურს, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყავდეს.რობერტი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა ჩვენ გვყავს შემტევები, რომლებსაც შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში. ეს გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის." განაცხადა ჰანს ფლიკმა.



"ლაიფციგი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობები
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ლაიფციგს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს მომავალი მატჩისთვის:

"ლაიფციგი": გულაჩი - კლოშტერმანი, უპამეკანო, ორბანი - მუკიელე, საბიცერი, ადამსი, ჰაიდარა - ნკუნკუ, ოლმო - სორლოთი.

"ბაიერნი": ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, კომანი - გნაბრი.
სიტუაცია იცვლება - ლევანდოვსკი, შესაძლოა, ნაადრევად დაბრუნდეს
მცირე ხნის წინ დადასტურდა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ტრავმის გამო 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს, თუმცა, შესაძლოა სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალოს.

ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა გერმანულ გამოცემა Kicker-ს განუცხადა, რომ პოლონელი თავდამსხმელი ნაადრევად აპირებს დაბრუნებას.

წყაროს ცნობით, ლევანდოვსკის დიდი სურვილია, რომ "პსჟსთან" განმეორებით მატჩში მიიღოს მონაწილეობა და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს.

დაახლოებით მსგავსი ტიპის ტრავმა იოზუა კიმიხმაც მიიღო 2020 წელს და ვარაუდობდნენ, რომ დიდ დროს გამოტოვებდა, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველმა გამოჯანმრთელება დათქმულ ვადაზე ადრე მოახერხა და ეს ფაქტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო შტაბი ლევანდოვსკის ნებას დართავს, მაშინ ფეხბურთელი 2 კვირის შემდეგ დაბრუნდება მინდორზე.
პიკე: "ბაიერნთან 8-2? უფრო მტკივნეული მარცხიც მახსოვს"
კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ ყველაზე მტკივნეული წაგება გაიხსენა.

"ბაიერნთან 8-2 წაგებული მატჩი? უფრო მტკივნეული მარცხიც მახსენდება და ეს "ენფილდზე" მოხდა."

"მახსოვს, განმეორებითი მატჩის შემდეგ გასახდელში ნივთებს იატაკზე ვისროდი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი." - იხსენებს პიკე.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული ცნობილია
ავტორიტეტულმა სტატისტიკურმა გამოცემა Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

საინტერესოა, რომ თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან 2 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან ალფონსო დეივისი და იოზუა კიმიხი.

გუნდში ყველაზე მეტი, 3 მოთამაშე მერსისაიდული "ლივერპულიდან" მოხვდა. სრული თერთმეტეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:


კილიან მბაპე: ,,გასულ წელს ფინალში წაგება ძალიან მტკივნეული იყო"
,,პარისსენჟერმენის" 22 წლის შემტევმა ბაიერნთან გასამართი მეოთხედფინალური შეხვედრის წინ, რომელიც 7 აპრილს ჩატარდება, გასული წლის ფინალი გაიხსენა.

,,ჩვენ ისევ ვითამაშებთ მათ წინააღმდეგ, მაგრამ ახლა სულ სხვა ეტაპზე ვართ. იმ ფინალის შემდეგ ბევრი ვისწავლეთ".

,,ბაიერნი" შესანიშნავი გუნდია. ჩვენ პირველ თამაშს გასვლაზე ვთამაშობთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ". - აცხადებს მბაპე.

შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბაიერნმა" ფრანგული კლუბი 1:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
გადაწყვეტილება მიღებულია - დარჩება თუ არა ლიოვი ნაკრებში ევროპის ჩემპიონატამდე
ჩრდილო მაკედონიასთან განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ იოაჰიმ ლიოვმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები გერმანიის ეროვნულ ნაკრებში და გუნდს ახალი თავკაცი სჭირდება.

მაგრამ, როგორც ჩანს მსოფლიო ჩემპიონ მწვრთნელს გერმანიაში ისევ ენდობიან და შანსს აძლევენ.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ლიოვი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც შეინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას და მას ამ დრომდე გათავისუფლების საფრთხე არ ემუქრება,

შეგახსენებთ, გასულ თვეში ოფიციალურად დადასტურდა იმის შესახებ, რომ ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ლიოვი გერმანიის ნაკრებს დატოვებს.
ჰიონესი: "ამ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე არ წავიყვანდი"
ული ჰიონესმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში არ უნდა იყვნენ.

"გოსენსი. ეს ფეხბურთელი ვერ ამტკიცებს იმას, რომ ნაკრების წევრობის ღირსია. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც არ გვჭირდება. თუმცა, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს."

"იუნესი კარგად გამოიყურება "აინტრახტის" რიგებში, მაგრამ, ნამდვილად ვერ ვხედავ მის საჭიროებას ეროვნულ ნაკრებში."

"ასევე გუნდში არ უნდა იყვნენ როისი და ბრანდტი. ამ ფეხბურთელებს გადამწყვეტ მატჩებში თამაშის შეცვლა არ შეუძლიათ. ევროპის ჩემპიონატზე კი ასეთი მოთამაშეები არაა საჭირო."

"არ წავიყვანდი ჟერომ ბოატენგსაც. ჩვენ ბევრი კარგი მცველი გვყავს, ჰუმელსი, ზულე, რუდიგერი. ვფიქრობ, ამ პოზიციაზე არ გვაქვს პრობლემა. მე პირადად ჟერომს ჰუმელსი მირჩევნია, რომელსაც ბურთის გაკონტროლება და გუნდისთვის ღირებულის მიცემა შეუძლია."

"დრაქსლერი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის ვერ ვითარდება პარიზში. ამ ეტაპზე ის ნამდვილად არ იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს." - აცხადებს ჰიონესი.
ლიოვი: "სწორედ ეს გახდა ჩრდ. მაკედონიასთან მარცხის მიზეზი"
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ჩრდ. მაკედონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. დღეს ძალიან დაღლილებად გამოვიყურებოდით. ვუშვებდით ძალიან ბევრ შეცდომებს და ვიყავით ნელები."

"საპირისპიროდ, მეტოქე სიღრმიდან ძალიან კარგად თამაშობდა და საბოლოოდ შედეგსაც მიაღწია."

"დაბრუნდებიან თუ არა მიულერი და ჰუმელსი? ამ კითხვაზე პასუხი მაისში იქნება." - აცხადებს ლიოვი.
როგორ გამოიყურება გერმანიის ნაკრების ჯგუფი 3 ტურის შემდეგ
სანაკრებო პაუზა დასრულდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ ჩატარდება.

გასული სანაკრებო ციკლის დროს ექვსგუნდიან ჯგუფებში ყველა ნაკრებმა 3-3 შეხვედრა ჩაატარა და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც გერმანიის ნაკრები ყოფილა.

3 ტურის გასვლის შემდეგ ბუნდესნაკრებს 6 ქულა აქვს და მხოლოდ და მხოლოდ მე-3 ადგილს იკავებს ჯგუფში.

ერთადერთი გუნდი, რომელიც უდანაკარგოდ მიდის სომხეთის ნაკრებია, რომელიც 9 ქულით ჯგუფს ლიდერობს.

სრული ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:

საოცარი მომენტი - ვერნერმა 7 მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა (ვიდეო)
მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ტიმო ვერნერს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო.
გერმანია - ჩრდ. მაკედონია პირდაპირი ტრანსლიაცია
მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ჩრდ. მაკედონიას მიიღებს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (სილკ სპორტ 1)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
გერმანია - ჩრდ. მაკედონია სასტარტო შემადგენლობა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს.

მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე იოახიმ ლიოვმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა:

შტეგენი - ჯანი, გინტერი, რუდიგერი, გოსენსი - გორეცკა, კიმიხი, გუნდოგანი - ჰავერცი, გნაბრი, სანე.
"ბაიერნის" რადარზე "ტოტენჰემის" სუპერვარსკვლავი გამოჩნდა
ბრიტანული გამოცემა Footy Insider-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ლონდონის "ტოტენჰემის" სუპერვარსკვლავი, სონ მინ ჰო გამოჩნდა.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" აქტიურად აკვირდება კორეელი ფეხბურთელის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და მის ტრანსფერს განიხილავს.

როგორც ცნობილია, სონი "ტოტენჰემთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. მიუნხენური გრანდი კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება.

დიდი ალბათობით, "ბაიერნი" სონის სანაცვლოდ შეთავაზებას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეელ გარემარბს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0