bayern.ge სიახლეები გვერდი 433
რუმენიგე: "ასეთ შემთხვევაში ყველა გიჟად ჩაგვთვლის"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჰანს ფლიკის სიტუაციაზე ისაუბრა.

"იმ შემთხვევაში, თუ ჰანს ფლიკს ვადაზე ადრე გავუშვებთ, ჩვენ ყველა გიჟებად ჩაგვთვლის."

"ვფიქრობ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სწორად იქცევა როდესაც იმ მწვრთნელებს არ უკავშირდება, რომლებსაც კონტრაქტი აკავშირებთ. ფრიც კელერს ვესაუბრე და მათი დამოკიდებულება ამ თემაზე გავიგე."

"ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი გუნდი გვყავს. ფლიკთან კონტრაქტი 2023 წლამდე გვაკავშირებს და ამ კონტრაქტს ორივე მხარე პატივს სცემს." - აცხადებს რუმენიგე.
როდის დაიწყო და განვითარდა ფლიკსა და სალიჰამიჯიჩს შორის დაძაბული ურთიერთობა
ჰასან სალიჰამიჯიჩსა და ჰანს ფლიკს შორის არსებული ურთიერთობა რომ იდეალური არ არის, ამაზე გემანული პრესა უკვე დიდი ხანია საუბრობს. ამჯერად დეტალებზე სტატია გამოცემა Sky-მ გამოაქვეყნა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ბზარი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში გაჩნდა. მაშინ ფლიკმა საჯაროდ მოითხოვა ტრანსფერების გაკეთება, რაც სალიჰამიჯიჩს არ მოეწონა და გაკვირვებულიც კი დარჩა ჰანსის ამ განცხადებით.

ეს დაძაბულობა კვლავ გაგრძელდა ზაფხულში, როცა გუნდის დამრიგებელმა ჰადსონ ოდოისა და სერჟინიო დესტის ტრანსფერები მოითხოვა, თუმცა, ამის ნაცვლად ბოუნა სარი და დუგლას კოშტა მიიღო.

საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ფლიკმა "ბაიერნის" ბოსებს ხსენებულ ტრანსფერებზე ვეტოს დადება მოსთხოვა, თუმცა, კლუბისგან უარი მიიღო. ისინი მიიჩნევენ, რომ კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის მწვრთნელის შეხედულებებზეც.

ახლა კი ამ ყველაფერს ემატება გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფლიკის შესაძლო დანიშვნაზე საუბრები. როგორც ცნობილია, თავად ჰანსი ამ ვარიანტს განიხილავს არ გამორიცხავს, რაც კლუბის მაღალჩინოსნებს არ მოსწონთ.

უცნობია, როგორ გაგრძელდება საბოლოოდ ეს სიტუაცია, თუმცა, ერთი რამ ნათელია. მისი ვერ მოგვარების შემთხვევაში ეს ყველაფერი მხოლოდ "ბაიერნის" საწინააღმდეგოდ იმოქმდებს.
ფრენკ რიბერი გერმანიის ბუნდესლიგაში ბრუნდება
იტალიურმა გამოცემა La Gazzetta Dello Sport-მა მიუნხენის "ბაიერნის" ფანებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

შესაძლოა, მომავალი სეზონიდან გუნდის ლეგენდარული გარემარბი, ფრენკ რიბერი კვლავ გერმანიის ბუნდესლიგაში ვიხილოთ.

წყაროს ცნობით, ვეტერანი ფრანგი სეზონის ბოლოს "ფიორენტინას" რიგებს დატოვებს. მას რამდენიმე ბუნდესლიგის კლუბი ეპატიჟება.

ჯერ-ჯერობით კონკრეტული კლუბები არ სახელდება. თუმცა, დიდია ალბათობა იმისა, რომ რიბერი კვლავ გერმანიაში ვიხილოთ.
ნუბელის წასვლა გადაწყვეტილია - შემცვლელი უკვე ნაპოვნია
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება იმის შესახებ, რომ ალექს ნუბელი სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნს" დატოვებს. როგორც ჩანს, ახალგაზრდა კიპერის მომავალი კლუბიც უკვე გარკვეულია.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ნუბელი კარიერას ფრანგულ "მონაკოში" გააგრძელებს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი კლუბს ორწლიანი იჯარის წესით შეუერთდება.

წყაროს ცნობით, ნუბელს სჯერა, რომ სათამაშო დროისა და გამოცდილების მიღების შემდეგ ის გუნდში დაბრუნდება და პირველი კიპერი გახდება.

ბავარიელებმა უკვე შეარჩიეს ის მეკარეც, რომელიც მანუელ ნოიერის შემცვლელი იქნება მომდევნო სეზონში. ეს გახლავთ "არმინიას" კარის დარაჯი, სტეფან ორტეგა.
ფერდინანდმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა
მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა.

"ლივერპულს ამ დაცვით უბრალოდ შანსი არ გააჩნია. თუ ვან დაიკი და ჯო გომესი არ დაბრუნდნენ, ისინი ფინალში ვერ გავლენ."

"ასეთ "ლივერპულთან" შეხვედრაში როგორც "ბაიერნი", ასევე "პსჟ" და მანჩესტერ "სიტიც" ფავორიტები იქნებიან."

"ვფიქრობ, სწორედ ამ სამ კლუბს შორის ერთ-ერთი დაეუფლება ლიგის ტიტულს." - აცხადებს რიო.
ბეკენბაუერი: "არც კლოპი, არც ფლიკი. ნაკრები მან უნდა ჩაიბაროს"
მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრებიდან იოახიმ ლიოვის წასვლა დაანონსდა, არ წყდება საუბრები მის პოტენციურ შემცვლელთან დაკავშირებით.

ამ თემაზე კომენტარი მიუნხენის "ბაიერნისა" და ბუნდესნაკრების ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა გააკეთა.

"ნამდვილად არ ვიცი "ბაიერნი" რამდენად გაუშვებს ფლიკს ნაკრებში. თუმცა, ჩემი აზრით გერმანიის მთავარ მწვრთნელად ლოთარ მათეუსი უნდა დაინიშნოს."

"მას მსოფლიო გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, რომ შეუძლია ამ სამუშაოს თავი გაართვას." - აცხადებს დერ კაიზერი.

მათეუსი 2001-11 წლებში რამდენიმე კლუბსა თუ ნაკრებში მუშაობდა. ის უკანასკნელად ბულგარეთის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში, საიდანაც 2011 წელს წამოვიდა.
"ბაიერნის" რადარზე "რეალის" ვარსკვლავი გამოჩნდა
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის, ფედე ვალვერდეს შეძენით არის დაინტერესებული.

ახალგაზრდა ნახევარმცველი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მან საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" უკვე დიდი ხანია რაც ურუგვაელის ტრანსფერს გეგმავს. კლუბს ის მომავალში კიმიხთან ერთად ნახევარდაცვის ლიდერად ესახება.

ვალვერდეს ღირებულება ამჟამად Transfermarkt-ზე 70 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ფლიკი: "ბუცების გამოცვლა ლევანდოვსკის სურვილი იყო"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვერდერის" დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა.

"დღეს მშვიდი და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქე თავიდანვე წნეხში გვყავდა მოქცეული და ამან შედეგი გამოიღო."

"კმაყოფილი ვარ იმით, რომ კუთხურებიდან შევძელით გოლების გატანა. მირო კლოზე და ტონი ტაპალოვიჩი ამ კომპონენტზე ბევრს მუშაობდნენ."

"რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო თამაშის ბოლოს გოლის გაშვება, მაგრამ დაცვის ოთხეულმა და მთლიანად უკანა ხაზმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა."

"გერმანიის ნაკრები? მე "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლამდე მაკავშირებს და სხვა არაფრის თქმას არ ვაპირებ."

"ლევანდოვსკი ვარჯიშებზე ხანდახან პუმას იცვამს, ხანდახან კი - ნაიკს. შეიძლება, მან შესვენების დროს იფიქრა, რომ გამოცვლა კარგი აზრი იქნებოდა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მხოლოდ მეორე ტაიმში შევამჩნიე."
კუისენსიმ შემოსვლიდან 6 წუთში ულამაზეს გოლი გაიტანა (ვიდეო)
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში მარსელის "ოლიმპიკმა" საკუთარ კედლებში "ბრესტი" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა "ბაიერნიდან" განათხოვრებულმა მაიკლ კუისენსიმ.

ახალგაზრდა ნახევარმცველი მინდორზე 85-ე წუთზე შემოვიდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კუისენსისთვის ეს ბოლო 2 შეხვედრაში უკვე ზედიზედ მეორე გოლია.

იხილეთ ვიდეო.

ლევანდოვსკის მოულოდნელი ქმედება - რა გააკეთა პოლონელმა შესვენებაზე (ფოტო)
მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის გასულ ტურში ბრემენის "ვერდერი" სტუმრად 1:3 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

მატჩის მიმდინარეობის დროს ერთი უჩვეულო მოვლენა დაფიქსირდა. კერძოდ, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ბუცები გამოიცვალა და სრულიად სხვა ფირმის ბუცებით გამოვიდა მინდორზე.

თავდაპირველად პოლონელს ყვითელი ფერის "პუმას" ფირმის ბუცები ეცვა, მეორე ტაიმში კი მან უკვე წითელი "ნაიკი" აირჩია. უცნობია, რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი.

იხილეთ ფოტოები:

ნოიერმა მორიგი საოცარი რეკორდი მოხსნა
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბრემენის "ვერდერს" ესტუმრა და 1:3 დაამარცხა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა.

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშით მანუმ ახალი რეკორდის დამყარება მოახერხა. კერძოდ, მას უკვე 21 გამარჯვება დაუგროდა ბრემენელების წინააღმდეგ ბუნდესლიგაში.

Opta-ს მონაცემებით, ისტორიაში არცერთ სხვა ფეხბურთელს მსგავსი რაოდენობის გამარჯვება არცერთი კონკრეტული კლუბის წინააღმდეგ არ ჰქონია.
"ვერდერი" 1:3 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-3 დაამარცხა.

შეხვედრაში თითო გოლის გატანა მოახერხეს ლეონ გორეცკამ, სერჟ გნაბრი და რობერტ ლევანდოვსკიმ.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა whoscored-ის ვერსიით:


"ვერდერი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბრემენის "ვერდერს" ეთამაშება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (აჭარასპორტი)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"ვერდერი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგნელობა
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბრემენის "ვერდერს" უპირისპირდება.

მატჩIს დაწყებამდე 1 საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა, - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
რიო ფერდინანდი: "ბაიერნში გადასვლის შემდეგ უპამეკანო მუდმივად რეგრესირებს"
მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა მიუნხენის "ბაიერნის" ახალი შენაძენი, დაიოტ უპამეკანო გააკრიტიკა.

"ის მუდმივად რეგრესირებს. მას შემდეგ, რაც "ბაიერნმა" დაიოტი შეიძინა, რეგრესის გარდა არაფერი უჩვენებია."

"ლივერპულთან გაშვებული გოლები დაცვის შეცდომებით მოხდა. უპამეკანოს "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ აუცილებლად დასჭირდება პროგრესი."

"მას უკვე ძალიან დიდი რეპუტაცია აქვს, მაგრამ, სეზონი არ დასრულებულა. დაიოტი ისე თამაშობს, თითქოს უკვე "ბაიერნის" გასახდელშია." - აცხადებს ფერდინანდი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0