bayern.ge სიახლეები გვერდი 434
კლოპი: "ბუნდესლიგის მომავალი ჩემპიონი? ამაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება"
მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.

"ვინ გახდება გერმანიაში ჩემპიონი? ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ამაღელვებელი მატჩები გველოდება დარჩენილ ტურებში."

"ჩანს, რომ ტრადიციულად "ბაიერნი" მთავარი ფავორიტია თანაც მაშინ, როცა ლევანდოვსკის ყველა მატჩში გააქვს გოლი."

"თუმცა, თავის მხრივ "ლაიფციგი" ბრწყინვალედ აკეთებს თავის საქმეს და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა და ერთმანეთს შორის შეხვედრაც დარჩენილია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს." - აცხადებს კლოპი.
"ვერდერი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგნელობა
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი შეხვედრისთვის:

ნოიერი - ზულე, ხავი მარტინესი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ჩელსის" "ბაიერნის" ვარსკვლავის ტრანსფერი სურს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, ხმაურიანი ბარტერი ვიხილოთ.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ბაიერნს" კრისტიან პულიშიჩის შეძენა სურს. თავის მხრივ, "ჩელსის" რადარზე კინგსლი კომანი არის მოქცეული.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" უკვე დიდი ხანია აკვირდებიან ფრანგ ვინგერს და იმ შემთხვევაში, თუ პულიშიჩი ზაფხულში კლუბს დატოვებს, მთავარი სამიზნე სწორედ კომანი იქნება.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება შედგა, არ არის გამორიცხული ფეხბურთელების გაცვლაც ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ პულიშიჩის შეძენით "იუნაიტედი" და "ლივერპულიც" არიან დაინტერესებული. "წითელ ეშმაკებს" ასევე კომანის ტრანსფერიც სურთ.
5 მთავარი საკითხი, რაშიც ფლიკი და სალიჰამიჯიჩი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან
გერმანული გამოცემები უკვე დიდი ხანია იუწყებიან, რომ ჰანს ფლიკსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის განხეთქილებაა. ეს საუბრები კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ნაკრებიდან იოახიმ ლიოვის წასვლა დაანონსდა.

გერმანულმა Kicker-მა 5 მთავარი საკითხი ჩამოწერა, რაზეც გუნდის მმართველი რგოლის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან.

პირველ ალექსანდრ ნუბელის თემაა. სალიჰამიჯიჩს სურს, რომ ახალგაზრდა კიპერმა მეტი სათამაშო დრო მიიღოს, ფლიკს კი ნოიერის პირველ ნომრობაში ეჭვი არ ეპარება და თითქმის ყველა სათამაშო წუთს სწორედ მანუ იღებს.

მეორე ლუკას ერნანდესი გახლავთ. ფრანგი ფეხბურთელი "ბაიერნმა" სარეკორდო ფასად იყიდა, თუმცა, სათამაშო დრო დიდად არ ეძლევა. თუნდაც გასულ ტურში ტრავმირებული ჟერომ ბოატენგი ხავი მარტინესმა შეცვალა და არა ერნანდესმა. სალიჰამიჯიჩი მიიჩნევს, რომ ეს არასწორია.

მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ აკადემიის საკითხშიც. კონკრეტული სახელები უცნობია, თუმცა, ფლიკს სურს, რომ რამდენიმე მოთამაშესთან კონტრაქტი გაფორმდეს, თუმცა, სალიჰამიჯიჩი ამ თემაზე მუშაობის დაწყებას არ ჩქარობს.

ფლიკი და სალიჰამიჯიჩი ვერ თანხმდებიან ტიაგო დანტასის თემაზეც. "ბაიერნის" დამრიგებელს ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსყიდვა სურს, მაგრამ სალიჰამიჯიჩი ამ საკითხსაც აჭიანურებს და როგორც ცნობილია, მას საერთოდ არ სურს დანტასის შეძენა.

და ბოლო და ყველაზე მთავარი საკითხი ტრანსფერებია. ფლიკი მიიჩნევს, რომ მისთვის საჭირო ფეხბურთელების ნაცვლად ისეთები მოჰყავთ, რომლებიც გუნდს არ გამოადგება (ბოუნა სარი სერჟინიო დესტის ნაცვლად, დუგლას კოშტა ჰადსონ ოდოის ნაცვლად). ის თვლის, რომ გუნდს გაძლიერება აუცილებლად სჭირდება და ამისთვის მაღალი დონის ტრანსფერებია საჭირო, თუმცა, სალიჰამიჯიჩი ამ თემასაც უყურადღებოდ ტოვებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, სეზონის ბოლოს ფლიკმა "ბაიერნი" დატოვოს და გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.
"ბაიერნს" ფლიკის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს
მას შემდგომ, რაც დადასტურდა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებს იოახიმ ლიოვი დატოვებს, არ წყდება საუბრები მის შემცვლელთან დაკავშირებით. ერთ-ერთ კანდიდატად ჰანს ფლიკი განიხილება.

როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნს" მოვლენათა მსგავსი განვითარება უკვე წარმოდგენილი აქვს და შესაბამისად, კლუბში ფლიკის პოტენციური შემცვლელიც არჩეული ჰყავთ.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ 56 წლის სპეციალისტი "რეკორდმაისტერის" რიგებს დატოვებს და ბუნდესნაკრებს შეუერთდება, მის ნაცვლად კლუბში იულიან ნაგელსმანი მოვა.

ჰასან სალიჰამიჯიჩსა და ზოგადად კლუბს ახალგაზრდა მწვრთნელი უკვე დიდი ხანია, რაც მიზანში ჰყავთ ამოღებული.

ნაგელსმანს "ლაიფციგთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და უცნობია, რამდენად დათანხმდება "ბაიერნის" წინადადებას.
"ბაიერნის" რადარზე "ჩელსის" ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ლონდონის "ჩელსის" ამომავალი ვარკსვლავი, კრისტიან პულიშიჩი გამოჩნდა.

ახალგაზრდა ამერიკელს თომას ტუხელის მოსვლის შემდგომ სიტუაცია აერია. მას სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლევა და ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.

წყაროს ცნობით, 22 წლის ვინგერის სიტუაციას აქტიურად აკვირდება "რეკორდმაისტერი" და არ არის გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი შეძენა სცადოს.

შეგახსენებთ, რომ პულიშიჩს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მისი ამჟამინდელი ღირებულება 60 მილიონი ევროა.
გუნდოგანმა თანაგუნდელების სიმბოლური გუნდი შეადგინა
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველმა, ილქაი გუნდოგანმა იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომლებთან ერთადაც ოდესმე უთამაშია.

თერთმეტეულში "ბაიერნის" ყოფილი თუ მოქმედი ფეხბურთელებიდან 5 მოხვდა. ესენი არიან ფილიპ ლამი, მატს ჰუმელსი, მარიო გიოტცე, რობერტ ლევანდოვსკი და ლეროი სანე.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

"ბაიერნმა" ბოატენგის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
მიუნხენის "ბაიერნმა" ცენტრალური მცველის, ჟერომ ბოატენგის კონტრაქტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ვეტერან მცველთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და ეს უკანასკნელი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

მიზეზი ორია. პირველი ის, რომ კლუბმა დაიოტ უპამეკანო შეიძინა. მეორე კი - ბოატენგს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეა გუნდში და მიუნხენელები მისი გაშვებით ფინანსურ სარგებელს მიიღებენ. თანაც, ბოატენგი ბოლო პერიოდში ბევრს ტრავმიანობს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აღარ გაიმართება და კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ სეზონის ბოლოს ბოატენგი აუცილებლად წავა "ბაიერნიდან".
ჰაინკესი გერმანიის ნაკრებში? იუპს ძველი განცხადება ამოუქექეს
მას შემდგომ, რაც დადასტურდა რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს დატოვებს, არ წყდება საუბრები მის პოტენციურ შემცვლელთან დაკავშირებით.

ბუნდესნაკრების გულშემატკივრებმა "ბაიერნის" ყოფილი დამრიგებლის, იუპ ჰაინკესის საინტერესო ინტერვიუ ამოქექეს 2017 წლიდან.

"როდესაც მე ვიქნები 80 წლის და ლიოვს აღარ ენდომება გერმანიის ნაკრებში მუშაობა, მე მას ჩავანაცვლებ." - განაცხადა მაშინ იუპმა.

რა თქმა უნდა, ეს განცხადება მან ხუმრობით გააკეთა. თუმცა, არაერთი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ 75 წლის ასაკში ჰაინკესს კვლავ შეუძლია მაღალ დონეზე გაწვრთნას გუნდი. თანაც, იმ ფაქტსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკრებში მუშაობა გაცილებით ნაკრებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე კლუბი.
რა თანხა დაკარგა "ბაიერნმა" გულშემატკივრების არ ყოფნის გამო
კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვები რომ საფეხბურთო კლუბებზე მძიმედ მოქმედებს, ეს ამბავი არახალია. გამონაკლისი არც მიუნხენის "ბაიერნი" გახლავთ.

გერმანულმა გამოცემებმა დათვალეს და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ბილეთების ვერ გაყიდვის გამო "რეკორდმაისტერმა" 23 საშინაო მატჩის მანძილზე არც მეტი არც ნაკლები 100 მილიონი ევრო დაკარგა.

ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული ის თანხები, რომელიც "ალიანს არენას" მუზემის სტუმრებისგან თუ სტადიონზე გაყიდული მაისურებით უნდა მიეღო კლუბს. ამ შემთხვევაში ციფრები დაახლოებით გაორმაგდებოდა.
Sky: მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია
როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნში" მომავლის გეგმები უკვე დაწყობილი აქვთ. გერმანული Sky-ს ინფორმაციით, კლუბში უკვე იციან, თუ ვინ ჩაიბარებს კაპიტნის სამკლაურს მანუელ ნოიერის წასვლის შემდეგ.

წყაროს ცნობით, ეს ფეხბურთელი იოზუა კიმიხი იქნება. "რეკორდმაისტერში" ფიქრობენ, რომ 26 წლის ნახევარმცველს ყველა ის თვისება გააჩნია, რაც ამ გუნდის ლიდერს სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბაიერნის" ვიცე კაპიტანი თომას მიულერია. თუმცა, დიდი ალბათობით იმ პერიოდშისთვის, როცა ნოიერი კლუბს დატოვებს, არც მიულერი იქნება "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელი.
გერმანიის ეროვნული ნაკრების საუკეთესო თერთმეტეული ლიოვის ხელმძღვანელობით
9 მარტს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იოახიმ ლიოვი ნაკრებს დატოვებს.

გამოცდილმა სპეციალისტმა ბუნდესნაკრები 2006 წელს ჩაიბარა და მის ხელში არაერთი თაობა გაიზარდა. მისმა ნაკრებმა 2014 წელს მუნდიალის მოგებაც მოახერხა.

ალბათ საინტერესოა, როგორ გამოიყურება ყველა იმ ფეხბურთელისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები, ვისაც ლიოვის ფორმაციის გერმანიის ნაკრებში უთამაშია.

გთავაზობთ საუკეთესო თერთმეტეულს ჩვენი საიტის ვერსიით:

ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ლამი - კროოსი, შვაინშტაიგერი - მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.
კლოპი: "გავწვრთნი თუ არა გერმანიის ნაკრებს? პასუხი მარტივია"
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს სათავეში იურგენ კლოპი ჩაუდგება.

იოახიმ ლიოვის ოფიციალურად წასვლის შემდეგ მერსისაიდელთა დამრიგებელმა ხსენებულ თემაზე კომენტარი გააკეთა.

"არა, არ შეიძლება, რომ მე გერმანიის ნაკრების პოტენციურ მწვრთნელად განმიხილოთ, რადგან "ლივერპულთან" კონტრაქტი 3 წლით მაკავშირებს. სიტუაცია მარტივია, შენ გაქვს კონტრაქტი და ის ბოლომდე უნდა მიიყვანო."

"ლიოვი უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც გერმანიის ნაკრებში წლების მანძილზე დიდ წარმატებას მიაღწია." - აცხადებს კლოპი.
ტრანსფერები იკრძალება - უდიდესი ცვლილება ფეხბურთის ისტორიაში
შესაძლოა, სულ მალე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ცვლილება ვიხილოთ.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, ევროპული კლუბების ასოციაციის შეხვედრაზე იდეა გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბებს შორის ტრანსფერები, შეიძლება, აიკრძალოს.

წყაროს ცნობით, ეს იდეა ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ გააჟღერა და მიზნად ისახავს, გრანდებს შორის ტრანსფერების აკრძალვას. მისი თქმით, კლუბებმა შედარებით დაბალი დონის ქვეყნების ჩემპიონებიდან უნდა განახორციელონ ტრანსფერები.

მისი თქმით, ასევე უნდა აიკრძალოს სამგზიანი ტრანსფერები, რათა გრანდებმა ვერ მოახერხონ რომელიმე მესამე მხარის ჩარევით ფეხბურთელების ერთმანეთში გაყიდვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად დაუჭერენ მხარს ამ მოსაზრებას ევროპული კლუბების პრეზიდენტები.
ლიოვის პირველი კომენტარი ნაკრებიდან წასვლის შემდეგ
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"ამ ნაბიჯს ვდგამ დიდი ფიქრის შემდეგ, სრულიად ამაყი და მადლობელი."

"ამაყი ვარ იმის გამო, პატივი მქონდა დიდი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ქვეყნის სამსახურში. მე თითქმის 17 წლის მანძილზე შანსი მომეცა გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მემუშავა."

"მე არაერთი დიდებული გამარჯვება და მტკივნეული მარცხი მქონდა ნაკრებში, თუმცა, ჩემთვის აქ გატარებული ყოველი წუთი დასამახსოვრებელია. სამუდამოდ დავრჩები გერმანიის ნაკრების ქომაგი."

"ეს გადაწყვეტილება ჩემს მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს. ევროპის ჩემპიონატზე ისეთივე შემართებით გავუძღვები გუნდს, როგორც აქამდე. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტიტულის მოგება მოვახერხოთ." - აცხადებს ლიოვი.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას ლიოვის შემცვლელად 2 კანდიდატი ჰყავს
დღეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იოახიმ ლიოვი დატოვებს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ბუნდესნაკრებში 61 წლის სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელები უკვე არჩეული ჰყავს და კანდიდატი ორია. ესენი არიან იურგენ კლოპი და ჰანს ფლიკი.

"ლივერპულის" დამრიგებელზე უკვე დიდი ხანია რაც პრესაში იწერება და ვარაუდობენ, რომ კლუბში არცთუ სახარბიელო სიტუაციის შემდეგ სეზონის ბოლოს ის მერსისაიდელთა რიგებს დატოვებს.

რაც შეეხება ფლიკს, წყაროს ცნობით ის გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პირველი არჩევანია და თანხმობის შემთხვევაში სწორედ ის ჩაიბარებს პოსტს.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0