bayern.ge სიახლეები გვერდი 435
ოფიციალურად: ევრო 2020-ის შემდეგ ლიოვი გერმანიის ნაკრებს დატოვებს
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა.

ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იოახიმ ლიოვი დატოვებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს აღნიშნულ თანამდებობას. ბრიტანული გამოცემები ვარაუდობენ, რომ იურგენ კლოპი მზად არის დათანხმდეს გერმანიის ფედერაციის წინადადებას.

შეგახსენებთ, რომ ლიოვი ბუნდესნაკრებს სათავეში 2006 წლიდან ედგა.
ახალი ცნობები კომანის კონტრაქტთან დაკავშირებით
კინგსლი კომანის კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ახალგაზრდა ვინგერმა უახლოეს მომავალში "ბაიერნის" რიგები დატოვოს.

როგორც ცნობილია, ფრანგმა ფეხბურთელმა "ბაიერნის" ბოლო შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უარით გაისტუმრა. ამჟამად კი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და გაჩერებულია.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს კომანს "მანჩესტერმა" სარფიანი წინადადება შესთავაზა და როგორც ჩანს, ფრანგსაც ეს ოფერი საკმაოდ ხიბლავს.

შეგახსენებთ, რომ კომანს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.
ბუნდესლიგის 24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო და 4:2 დაამარცხა.

კარგი გარჯა სათანადოდ დაუფასდათ "რეკორდმაისტერის" შემტევებს და გუნდის 3 ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ესენი არიან ლეროი სანე, ლეონ გორეცკა და რობერტ ლევანდოვსკი.

სრულად გასული ტურის საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ლევანდოვსკი: "მიულერის რეკორდი? ამაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია"
ბუნდესლიგის დასრულებამდე 10 ტურით ადრე რობერტ ლევანდოვსკის აქვს შანსი გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესოს. იმ შემთხვევაში, თუ ის დარჩენილ მატჩებში 10 გოლს გაიტანს, ყველა დროის საუკეთესო შედეგს დაამყარებს.

პოლონელმა თავდამსხმელმა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მიულერის რეკორდი? მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. წინ კიდევ 9 გოლია გასატანი."

"ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა. რეკორდზე ამჟამად საერთოდ არ ვფიქრობ. ამისთვის ძალიან ადრეა." - აცხადებს ლევანდოვსკი.
"ბაიერნისა" და "ლაიფციგის" კალენდარი დარჩენილ ტურებში
გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 10 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად ორი გუნდი, მიუნხენის "ბაიერნი" და "ლაიფციგი" იბრძვის.

ამ კლუბებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს და ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ რომელიმე სხვა გუნდი დაეწიოს.

შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ 10 ტურში შედარებით უფრო მარტივი კალენდარი "ბაიერნს" აქვს, რადგან ფლიკის შეგირდებმა ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების წინააღმდეგ თამაშები უკვე მოითავეს.

თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ "ბაიერნსა" და "ლაიფციგს" ერთმანეთთან დაპირისპირება 27-ე ტურში უწევთ და შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტს.

სრულად გუნდების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება (A ნიშნავს გასვლით მატჩს, H საშინაო მატჩს):


"სიტი" შეაჩერეს - "ბაიერნის" რეკორდი კვლავ ხელუხლებელია
ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში მანჩესტერ "სიტიმ" საკუთარ კედლებში თანაქალაქელი "იუნაიტედი" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ეს მატჩი "ბაიერნის" ფანებისთვის ერთი ფაქტით გახლდათ გამორჩეული. "ქალაქელთა" მარცხის გამო "რეკორდმაისტერის" რეკორდი კვლავ ხელუხლებელია.

კერძოდ, "სიტის" ამ მატჩამდე ზედიზედ 21 შეხვედრაში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. 21-ე საუკუნეში კი ევროპაში საუკეთესო შედეგი მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნის.

ფლიკის დამოძღვრილმა გუნდმა 2019/20 წლების სეზონში ზედიზედ 23-ჯერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, რაც 21-ე საუკუნეში ევროპულ კლუბებს შორის საუკეთესო შედეგია.

მეორე ადგილზე მადრიდის "რეალი" იმყოფება, რომელმაც 2014-15 წლებში ზედიზედ 22-ჯერ იმარჯვა. "სიტის" მიღწევა კი მხოლოდ მესამეა.
ფლიკმა ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ერლინ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"ჰოლანდი? ცხოვრებაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ვერაფერს გამოვრიცხავ."

"მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ მას "დორტმუნდთან" გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს."

"ყველაფერთან ერთად ჰოლანდი არაერთი გრანდის სამიზნეა. საბოლოოდ ყველაფერს დრო გვაჩვენებს." - აცხადებს ფლიკი.
ჟერომ ბოატენგის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეხვედრის მეორე ტაიმში ჟერომ ბოატენგმა დაზიანება მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა.

თავდაპირველად, ჰანს ფლიკმა განაცხადა, რომ ვეტერან მცველს მუხლი გადაუბრუნდა. თუმცა, როგორც ჩანს ტრავმა არც ისე სერიოზულია.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ჟერომს გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მას მხოლოდ მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა.

წყაროს ცნობით, ბოატენგი მხოლოდ რამდენიმე დღეს გამოტოვებს და მალევე დაუბრუნდება გუნდს.
ლევანდოვსკი: "შესვენების დროს ბიჭებმა ერთმანეთს ეს ვუთხარით"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ვიცით, რომ პირველი 15-20 წუთი კარგად ვერ ჩავატარეთ, თუმცა, მეორე გოლის გაშვების შემდეგ ყველამ გავაანალიზეთ, რომ სასწრაფოდ შეტევაში უნდა წავსულიყავით."

"რაც შეეხება მეორე ტაიმს, ამ დროს თამაშს უკვე ვაკონტროლებდით. შესვენებაზე ვთქვით: "მიდით ბიჭებო, უნდა ვეცადოთ და გავიტანოთ შემდეგი გოლი, რადგან ეს თამაში მოსაგებია."

"ვფიქრობ, საბოლოო ჯამში კარგი შეხვედრა გამოგვივიდა. ყველას ვაჩვენეთ, რომ პირველი ადგილის დათმობას არ ვაპირებთ." - აცხადებს ლევანდოვსკი.
ჯანი კაპიტანს არ ეთანხმება: "ჯარიმის დანიშვნა აუცილებლობას არ წარმოადგენდა"
"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეხვედრის შემდეგ სტუმართა კაპიტანმა, მარკო როისმა განაცხადა, რომ მესამე გოლის ეპიზოდში მთავარ არბიტრს თამაში უნდა შეეჩერებინა.

თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს ბორუსიელთა ნახევარმცველს, ემრე ჯანს, რომელიც ამ ეპიზოდში მონაწილეობდა.

"ჯარიმა სანეზე? არ ვიცი ამაზე რა გიპასუხოთ. შეეძლო მსაჯს ჯარიმა დაენიშნა, თუმცა, ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა."

"საერთოდ, არბიტრი ხშირად იყენებდა სასტვენს და მე მას ვუთხარი ამის შესახებ. ზოგადად ეს კარგი არ არის, რადგან თამაშის რიტმს აგდებს." - აცხადებს ჯანი.
ფლიკი: "ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი პრობლემაა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "დორტმუნდის" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ამჟამად ვხედავ, რომ მეტოქე ხშირად გვსჯის მატჩის სტარტზე შეცდომების გამო, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. თუმცა, არის პოზიტიური ნიშნებიც. ჩვენ მოვახერხეთ დაბრუნება. მატჩის ბოლოს ოდნავ გაგვიმართლა, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ."

"ლევანდოვსკი? ძალიან კარგია, როდესაც 3 გოლს იტან. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდის გამარჯვებაში შეგაქვს წვლილი. თუ მიულერის რეკორდს მოხსნის, კიდევ უფრო კარგი იქნება."

"ჰოლანდი? ცხოვრებაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ვერაფერს გამოვრიცხავ. მაგრამ, მას "დორტმუნდთან" გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს." - აცხადებს ფლიკი.
როისი: "გორეცკას გოლის მომენტში 100%-ით ჯარიმა იყო"
"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეხვედრის მეორე ტაიმში ერთი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა, როდესაც ლეონ გორეცკას მომენტში ლეროი სანემ მეტოქე წააქცია, თუმცა მთავარმა არბიტრმა ჯარიმა არ დანიშნა.

ამ თემაზე სტუმართა კაპიტანმა, მარკო როისმა კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ლეონ გორეცკას გოლის ეპიზოდში 100%-ით ჯარიმა იყო და მსაჯმა უბრალოდ გაატარა."

"სიმართლე რომ გითხრათ, იგივე "ბაიერნის" კარისკენ რომ მომხდარიყო, ჯარიმა აუცილებლად დაინიშნებოდა." - აცხადებს როისი.
ფლიკმა დაადასტურა: რა სიმძიმის არის ბოატენგის ტრავმა
მიუნხენის "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვედრის 68-ე წუთზე ჟერომ ბოატენგმა დაზიანება მიიღო, რის გამოც სასწრაფოდ შესაცვლელი შეიქნა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჰანს ფლიკმა ვეტერანი მცველის ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა:

"ჟერომს ვესაუბრე და მითხრა, რომ მუხლი გადაუბრუნდა. ამჟამად მეტის თქმა შეუძლებელია. უფრო ზუსტად გამოკვლევების შემდეგ გავიგებთ." - აცხადებს ფლიკი.

როგორც წესი, მსგავსი ტიპის დაზიანების აღდგენას 2-4 კვირა სჭირდება. თუმცა, თუ ოპერაცია გახდა საჭირო არის საშიშროება იმისა, რომ ბოატენგს მთელი დარჩენილი სეზონი გაუცდეს.
მიულერმა "დორტმუნდის" დამარცხების შემდეგ სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა
დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა.

"ვადასტურებ, მე ნამდვილად მსურს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა."

"ამჟამად უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუ რა მოხდება. თუმცა, ჩემი სურვილი მართლაც ძალიან დიდია." - აცხადებს მიულერი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრას გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვიც ესწრებოდა და გამოცემების ცნობით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მიულერის თამაშზე დაკვირვება გახლდათ.
რამდენი გოლი აკლია ლევანდოვსკის გერდ მიულერის საოცარ რეკორდამდე
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

"რეკორდმაისტერის" გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა.

პოლონელი მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება და ის ძალიან ახლოს არის გერდ მიულერის საოცარი რეკორდის მოხსნამდე.

ლევანდოვსკის ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონში უკვე 31 გოლი აქვს გატანილი. ყველა დროის რეკორდი კი სწორედ ზემოხსენებულ ფეხბურთელს ეკუთვნის, რომელმაც 1971/72 წლების სეზონში 40 გოლი გაიტანა.

მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი დარჩენილ 10 ტურში 9 გოლის გატანას შეძლებს, მიულერის რეკორდს გაიმეორებს. 10 გოლის შემთხვევაში კი სულაც სრულიად ახალ რეკორდს დაამყარებს.
"ბაიერნი" 4:2 "დორტმუნდი" ვიდეომიმოხილვა
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო და 4:2 იმარჯვა.

მატჩის სტარტზე, უკვე მე-9 წუთისთვის ერლინ ჰოლანდის დუბლის წყალობით სტუმრები ანგარიშით 0:2 იგებდნენ, თუმცა, ამის შემდეგ მიუნხენური მანქანა ამუშავდა და გუნდმა ე.წ. ქამბექის შესრულება შეძლო.

პირველივე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, მეორე ტაიმის ბოლოს კი ჯერ ლეონ გორეცკამ შეაგდო, შემდგომ კი პოლონელმა კიდევ ერთხელ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.

გთავაზობთ მატჩის სრულ მიმოხილვას. 
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0