bayern.ge სიახლეები გვერდი 437
"დორტმუნდი" მიუნხენში დიდი დანაკლისით ჩამოდის
შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "ყვითლები" მიუნხენში დიდი დანაკლისით ჩამოდიან.

სავარაუდოდ, სტუმრებს "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო და რაფაელ გერეირო ვერ დაეხმარებათ.

წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და მათ თამაში "ბაიერნის" წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გამორიცხულია. სავარაუდოდ, ისინი დაისვენებენ და "სევილიასთან" ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის მოემზადებიან.
კიმიხი: "დორტმუნდთან მატჩში მთავარ როლს ეს ფაქტორი ითამაშებს"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" დაპირისპირებამდე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

"დორტმუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. მას შემდეგ, რაც მე "ბაიერნის" ფეხბურთელი ვარ, ის ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეა."

"სიგნალ იდუნა პარკზე გამართული შეხვედრები ყოველთვის რთულია. "ალიანს არენაზე" კი ვახერხებთ მათ დამარცხებას. თუმცა, ვიცით მეტოქის ძალა და კარგად ვხვდებით, რომ იოლი მატჩი არ გველოდება."

"სამწუხაროდ, ბოლო მატჩში "დორტმუნდის" წინააღმდეგ ტრავმა მივიღე. ეს შემთხვევით მოხდა. მე დაღლილობას არ ვგრძნობდი თამაშამდე. ამ ტრავმის შემდეგ მხოლოდ დაბრუნებაზე ვფიქრობდი."

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არა სწრაფად დაბრუნება, არამედ ისეთივე ფორმით დაბრუნება, როგორშიც მანამდე ვიყავი. ვფიქრობ, ეს შევძელი."

"ჩვენ ყველა თამაშში გამარჯვება გვჭირდება და არა მხოლოდ შაბათს. თუმცა, ეს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან ვფიქრობ, ყველაზე ჩვენთან ახლოს დონით სწორედ ეს გუნდი დგას."

"საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ამ მატჩში გადამწყვეტ როლს მენტალური ფაქტორი ითამაშებს. სწორედ ამიტომ, მინდორზე თავიდანვე მოსაგებად შემართულები უნდა გამოვიდეთ." - აცხადებს კიმიხი.
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი: "ნეიმარი ლევანდოვსკიზე უკეთესია"
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ რონალდუსა და მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

"ვფიქრობ, რონალდუსა და მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარია. მას შემდეგ მოდიან ლევანდოვსკი და დე ბრუინი."

"ტრავმის მიღებამდე ნეიმარი საოცარ ფორმაში იყო. რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის ბრწყინვალე ბომბარდირია." - აცხადებს ტიტე.
"რობერტსონი შენზე უკეთესია" - ფონზის სახალისო რეაქცია პასუხზე (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველი, ალფონსო დეივისი მეგობართან ერთად პოპულარულ სოციალურ ქსელ Omegle-ზე უცნობებს ესაუბრა და კითხვები დაუსვა.

ერთ-ერთ გოგონას მას შემდეგი კითხვა დაუსვა: "რომელია უკეთესი მარცხენა მცველი, ალფონსო დეივისი თუ ენდი რობერტსონი?" რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: "რობერტსონი, მარტივად."

ფონზის ამ პასუხზე სახალისო რეაქცია ჰქონდა. იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნმა" ჰოლანდის ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბრები დორტმუნდის "ბორუსიას" ამომავალი ვარსკვლავის, ერლინ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით.

ნორვეგიელი ფორვარდი დებიუტის შემდეგ ფენომენალურ სეზონებს ატარებს და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. როგორც ცნობილია, მისი დამატება "ბაიერნს", "რეალს", "ბარსელონასა" და სხვა ევროპულ გრანდებს სურთ.

თუმცა, გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენაზე აღარ ფიქრობს და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველ რიგში, ლევანდოვსკის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და ძნელად სავარაუდოა, რომ ჰოლანდი "ბაიერნში" მისი შემცვლელის როლს დასთანხმდეს.

გარდა ამისა, კლუბს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად საკმარისი თანხები არ აქვს და მის მოსაძიებლად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. ამ ყველაფრის გამო კი კლუბი უარს აცხადებს ჰოლანდზე.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება.
ბადშტუბერი: "თუ ესენი არ გაგაჩნია, "ბაიერნში" წარმატებას ვერ მიაღწევ"
მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა მცველმა, ჰელგერ ბადშტუბერმა კლუბის ფსიქოლოგიაზე კომენტარი გააკეთა.

"ბაიერნში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა მესწავლა გამარჯვებულის მენტალიტეტი. მე გავიზარდე კლუბში, სადაც ყველა მოწყურებულია წარმატებისკენ."

"თუ ეს არ გაგაჩნია, "ბაიერნში" წარმატებას ვერ მიაღწევ. უბრალოდ ჩაიძირები. სწორედ ამიტომ არის ეს კლუბი ნომერ პირველი და ყველაზე წარმატებული როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოში." - აცხადებს ბადშტუბერი.
მონსტრად ქცეული მანქანა - როგორია ლევანდოვსკის სტატისტიკა ფლიკის ხელმძღვანელობით
მას შემდეგ რაც ჰანს ფლიკი მიუნხენის "ბაიერნს" ჩაუდგა სათავეში, თითქმის ყველა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც რობერტ ლევანდოვსკი ყოფილა.

პოლონელი ფორვარდი, შეიძლება ითქვას, რომ ფლიკის ხელში ნამდვილ მონსტრად იქცა, რომელიც მეტოქეებს არ ინდობს და ამაზე ციფრებიც მეტყველებს.

31 წლის ასაკში ლევანდოვსკის კარიერის საუკეთესო სეზონი გამოუვიდა და რომ არა France Football-ის აბსურდული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ის პირველ ოქროს ბურთსაც მოიგებდა.

პოლონელმა როგორც ბუნდესლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში პირადი რეკორდები დაამყარა, მიმდინარე წელს კი მის გაუმჯობესებას უმიზნებს.

თუ შარშან ლევანდოვსკიმ გერმანიაში 34 გოლი შეაგდო, 23 ტურის შემდეგ წელს მას უკვე 28 გოლიანი მაჩვენებელი აქ და დიდი ალბათობით, ეს რიცხვი 40-იან ნიშნულსაც გაცდება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ შემთხვევაში მისმა მაჩვენებმა იკლო, თუმცა ამის მიზეზი უფრო მეტად გასული წლის საოცარი შედეგია, როცა 10 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან ჯერ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

საერთო ჯამში, მას შემდეგ რაც ფლიკი "ბაიერნს" ჩაუდგა სათავეში ლევანდოვსკიმ 63 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა. ამას ემატება 21 საგოლე გადაცემაც და ეს ყველაფერი საერთო ჯამში კარგად ასახავს მის საოცარ გამოსვლას ფლიკის ხელმძღვანელობით.
ოფიციალურად: "ბაიერნმა" კიდევ ერთი ტალანტი გაიფორმა
მიუნხენის "ბაიერნმა" 2020 წელს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.

"რეკორდმაისტერის" რიგებს ავსტრიული "პოლტენის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ემილიან მეტიუ შეუერთდა.

17 წლის ავსტრიელი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 91 სანტიმეტრი გახლავთ და მას ავსტრიის ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.

ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და თავდაპირველად სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს.
გადაწყდა: სეზონის ბოლოს "ბაიერნის" საწვრთნელ შტაბში ცვლილებები იქნება
2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" საწვრთნელ შტაბში ცვლილებები განხორციელდება.

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰოლგერ შეიცს გაანთავისუფლებენ.

მის ადგილს "ბაიერნი II"-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ დემიკელისი და დენი შვარცი დაიკავებენ.

მოგეხსენებათ, ორივე მათგანი "ბაიერნის" ღირსებას წლების მანძილზე იცავდა და შესაბამისად, ისინი კარგად იცნობებ გუნდის ფილოსოფიას.
ერთი თავით მაღლა - როგორი მდგომარეობაა ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში
ევროპის ტოპ ლიგებში სათამაშო ტურების უკვე ნახევარზე მეტი მიილია და გამოიკვეთა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძოლებენ.

გასულ სეზონში იმედგაცრუების შემდეგ წელს მიზანთან ძალიან ახლოს არის რობერტ ლევანდოვსკი.

პოლონელ თავდამსხმელს 23 ტურის შემდეგ უკვე 28 გოლი აქვს გატანილი და 9 გოლით უსწრებს ყველაზე ახლო კონკურენტს, კრისტიანო რონალდოს.

ევროპის ტოპ ლიგების უმრავლესობაში 14-15 ტური არის დარჩენილი და შეიძლება ითქვას, რომ ლევანდოვსკი ოქროს ბუცის მოგებასთან მიმდინარე სეზონში ძალიან ახლოს არის.

ტიტულისთვის მებრძოლთა სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

გვარდიოლა: "სიტი ევროპის საუკეთესო გუნდი არ არის, რადგან "ბაიერნმა" ყველაფერი მოიგო"
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ევროპის საუკეთესო კლუბებზე ისაუბრა.

"არის თუ არა "სიტი" ევროპის საუკეთესო გუნდი? ამის თქმა ძალიან გამიჭირდება, რადგან არსებობს მიუნხენის "ბაიერნი".

"ვფიქრობ, სწორედ "რეკორდმაისტერი" არის ევროპაში საუკეთესო, რადგან ამ გუნდმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგო."

"რაც შეეხება ინგლისს, აქ ჩემპიონი "ლივერპულია", რადგან უკანასკნელად მათ მოიგეს ტიტული. შეუძლებელია, მარტში დაასახელო გამარჯვებულის ვინაობა." - აცხადებს გვარდიოლა.
ზულეს საუკეთესო მომენტები "ლაციოსთან" მატჩიდან (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად რომის "ლაციო" ანგარიშით 1:4 დაამარცხა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ნიკლას ზულე, რომელმაც გარდა დაცვაში კარგი გარჯისა, შეტევაში ბრწყინვალე მოქმედებებითაც დაგვამახსოვრა თავი.

გთავაზობთ ახალგაზრდა მცველის საუკეთესო მომენტებს იტალიური კლუბის წინააღმდეგ.
ბუნდესლიგის 23-ე ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის დასრულების შემდეგ გამოცემა BILD-მა სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

"კიოლნთან" ბრწყინვალე თამაში "ბაიერნის" ფეხბურთელებს დაუფასდათ და 3 მათგანი თერთმეტეულში მოხვდნენ. ესენი არიან სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა და რობერტ ლევანდოვსკი.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ნოიერი მიუნხენურ კარიერაში ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს
გერმანული გამოცემა BILD მანუელ ნოიერის შესახებ საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მანუს მიუნხენის "ბაიერნში" გადმოსვლის შემდეგ 2020/21 წლების სეზონი ყველაზე ცუდია.

კერძოდ, ნოიერმა 23 ჩატარებული მატჩის შემდეგ უკვე 32 გოლი გაუშვა ბუნდესლიგაში. ამაზე მეტი გოლი კი მას მიუნხენურ კარიერაში ხსენებულ ტურნირზე არასდროს გაუშვია.

მანუს პერსონალური ანტირეკორდი ბუნდესლიგაში 2010/11 წლების სეზონით ფიქსირდება, როდესაც მან "შალკეს" მაისურით 44 გოლი გაუშვა.

თუმცა, მიმდინარე სეზონის ანტირეკორდს თავისი ახსნაც აქვს. "ბაიერნი" უფრო მეტად არის მიმართული შეტევაზე და თავის მხრივ, დაცვის ხაზის შემცდომებიც საკმაოდ მომრავლებულია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში - UEFA გრანდიოზულ ცვლილებას გეგმავს
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ევროპის ფარგლებს გარეთ ვიხილოთ.

მოგეხსენებათ, UEFA 2024 წლიდან ტურნირში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს, კერძოდ, გუნდების რაოდენობის გაზრდას და ჩატარების ფორმატის შეცვლას. ამასთან ერთად, არ არის გამორიცხული ფინალური მატჩი ა.შ.შ.-ში ჩატარდეს.

წყაროს ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო უკვე აწარმოებს ამერიკულ მხარეებთან მოლაპარაკებას და ერთ-ერთ ვარიანტად ფინალის ნიუ იორკში ჩატარება განიხილება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე ჩასატარებელი ყველა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მასპინძელი ცნობილია და ეს ქალაქებია: სტამბული, სანკტ-პეტერბურგი, მიუნხენი და ლონდონი.

ცვლილებები გერმანიის ნაკრებში - კლოპი "ლივერპულს" ტოვებს?
ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებში, შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები განხორციელდეს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი სერიოზულად ფიქრობს სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვებაზე.

წყაროს ცნობით, ის სტივენ ჯერარდსაც დაუკავშირდა, რომელსაც თავის პოტენციურ მემკვიდრედ განიხილავს. თუმცა, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია.

როგორც ცნობილია, კლოპს უკვე არაერთხელ დაუკავშირდნენ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციიდან და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილი სპეციალისტი "ლივერპულს" წელს დატოვებს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ევროასპარეზის შემდეგ ის ბუნდესნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0